"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "დაძაბულ მომენტში შემოსვლა მომიწია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა, სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს."

ზურიკო დავითაშვილი: "პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ".

გიორგი აბურჯანია: "გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ
დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ".

გიორგი მამარდაშვილი: "შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ."

ნიკა კვეკვესკირი: "პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე 45 წუთში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა უკეთესი გახდეს".

გიორგი მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. იოლად გასატანი ბურთი არ იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხე."

მკითხველის კომენტარები / 35 /
"უბრალო ფანი"-ს ყველაფერში გეთანხმები ძმაო.
ლევანი
29 მარტი 2023 11:18
0
ამ გუნდში ჩაკვეტაძის სათამაშო რატომ არაა ვერ ვხვდები
სფინქსი
29 მარტი 2023 10:05
0
ესე იგი უკრაინას თუ არ უკბინეთ ზოგიერთებმა ისე ხო არ შეგიძლიათ.უკრაინას უმადლოდეთ თორემ ვიქნებოდით უკვე რუსეთის ოფიციალური გუბერნია
მიშა
29 მარტი 2023 09:58
17
და რატომ უნდა უნდოდეს რუსულ ფედერაციას ნაკრების გასვლა სადმე? უნდა ვიტრიალოთ სულ ერთ წრეზე და ყოველთვის ვიყოთ დამოკიდებული ჩრდილოეთზე. მშვენივრად არიან მომჯდრები ხალხის ბიუჯეტზე და წველიან. ასე იქნება მუდამ, ასე აწყობს რუსეთს და მაგიტომ. აბა, ნორმალური მწვრთნელი ჩაკვეს არ ათამაშებდა? და რომელი იყო ფორმაში, ხამენა-კვეკვე თუ აზაროვი? იქნებ აბურჯანია? რომელიც სანამ ოქრიაშვილივით არ დაეცა და ხელების ქნევა არ დაიწყო, მანამდე არ გამოცვალა. ნოლია სანიოლი, ვაისივით გვაწვალებს, ბოლოს ჩაიჯიბავს ფულს და აორთქლდება. საწრაფოდ შესაცვლელია, მაგრამ ვინ შეცვლის, ერთად ხრავენ ბიუჯეტს...
ასეა ეს
29 მარტი 2023 09:45
18
ისეთ კომენტარებს აკეთებენ,როგორც ფეხბურთელები,ისე გულშემატკივარი,თითქოს ნორვეგიამ კი არა,საქართველომ ააცილა კარს 4 მეტრიდან. რეალობა სხვა იყო მოედანზე და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ,მთელი თამაში დომინირებდა ნორვეგია და ის ფაქტი,რომ მეორე ტაიმში რაღაც მოვახერხეთ,ცალკე ნორვეგიის ფრთხილი ტაქტიკის და ცალკე ბიჭების დიდი მონდომების ამბავი იყო,თან გულშემაკივარიც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ჩვენი ჯგუფის მეორე გუნდი არის შოტლანდია და არა ნორვეგია,ამიტომაც ნორვეგიასთან ქულების დაკარგვა არ იყო კარგი ამბავი. რაც არ უნდა იყოს,უკეთეს თამაშს ველოდი,თუმცა სანაკრებო პაუზები ეგეთია,ერთ დღეს გუნდი დაფრინავს და მეორე შემთხვევაში კი,უბრალოდ არ არიან ფორმაში. თან არ მიყვარს,როცა ადამიანის დაჩაგვრა ხდება და ეს დაჩაგვრა ეხება ლოჩოშვილის ამბავს. ლუკა იმსახურებს ნაკრებში თამაშს და ის მიზეზი,თითქოს ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია ან ბევრს არ თამაშობს არის უადგილო და სისულელე. სერია ა-ში თამაშობს კაცი,ეჭიდავება კვარასნაირ მაღალი დონის შემტევებს და თან სამცველიან სქემაში თამაშობს,ხოდა რატომ ვერ მოიძებნა მისი ადგილი? რასთან გვაქვს საქმე? როგორ დავიჯერო,რომ ტაბიძე ან კობახიძე უფრო მაგარი მომაზადებულები არიან,ვიდრე ლუკა. თან ბიჭი ელოდა დაძახებას და უნდა დაეძახათ,სულ რო არ ეთამაშა მაინც. სხვა საკითხია,თუ ერი შევთანხდით უკვე,რომ არ გვინდა წარმატება,როგორც ეს მაკედონიასთან მოხდა და სახლის ფაქტორი გავანულეთ. თუ წარმატება გინდა,მაშინ მთელი შენი რესურსი უნდა ჩადო და ყველას უნდა მიეცეს შანსი,თან კარგი მცველია ლოჩოშვილი. აგერ ნორვეგიის ნაკრებში,ნაპოლის ღრმა სათადარიგო ოსტეგორი ყავდათ ორივე თამაშში,ხოდა დავიჯერო საქართველოს ნაკრების დაცვა ისეთი მაგარია,რომ ლოჩოშვილს არ დავუძახოთ? საქმეც ამაშია,არ არის მაგარი დაცვა,ტაბიძე სოლბაკენმა სამჯერ მაინც გადირკა და სწორედ ეს პოზიცია ლუკასთვის იდეალური.

ეს ქვეყანა ყველასია,ამიტომ ლუკას მსგავსად ყველას უნდა ქონდეს საშუალება თავისი აგური დადოს წარმატებაში. რაზე ვსაუბრობ თუ მჯეროდეს,საქართველოს ნაკრებში ვერ ხვდება განაცხადში სეარია ა-ს გუნდში მობურთავე მცველი,ხოლო ხვდება აზერბაიჯანის და საქართველოს ეროვნული ლიგიდან მცველი. მესმის რო გამოციდლებაა მტავარი ნაკრებში,თუმცა თუ არ გამოიძახე,რანაირად მიიღებს გამოცდილებას? თან ერის დამოკიდებულებაც ორაზროვანია,მხოლოდ კვარას ძახილი მიდის და ლოჩოშვილი იქაც დავივიწყეთ,რატომ ხდება ასე? კვარა ყველას გვიყვარს,თუმცა ლოჩოშვილი არ უნდა დაიჩაგროს. ჩვენ ხომ არ ვართ ნაპოლი,ჩვენ ვართ საქართველო და საქართველო ყველა ქართველს უნდა ქომაგობდეს,მე ესე მესმის. სიყვარულიც შერჩევითია ამ ქვეყანაში? ამ ქვეყანას მაშინ ეშველება,როცა გამორჩევა არ იქნება და ყველა ყველას გვერდზე დავუდგებით. ლოჩოშვილის არ გამოძახებაზე გულის ისე დამწყდა,თითქოს მე არ გამომიძახეს ნაკრებში. თან ხოჭოლავას ამბავიც მოხდა,რაც ასევე სამარცხვინოა და ერის სირცხვილი. საქმე იმაშია,რომ ხოჭოლავას გამოიძახებენ ისევ,ხოლო ლოჩოშვილს არა,რატომ? რახან სლავა უკრაინას არ გაჰყვირის ყოველდღე? რა ქვია ამ ქვეყანას? უკრაინა? მე როგორც მახსოვს,საქართველო ქვია და თუ ეგრეა,რატომ იხევით სხვის გამო? 2008 წელს,რატომ არ გაჰყვიროდა შევჩენკო ან ზელენსი დიდება საქართველოს? თუ ჩვენი ომი ომი არ იყო ან ჩვენი ბიჭები ხალხი? ან ჩვენი ბავშვები ბავშვები არ არიან?
უბრალო ფანი
29 მარტი 2023 07:37
15
ვიცი არ დაბეჭდავთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ 2008-ში ზელენსკი შაყირობდა საქართველოზე და პუტინს უგორებდა კოჭს. გახსენებაც კი მზარავს, თუ გაინტერესებთ, ნახეთ იუთუბში.
alexandre
29 მარტი 2023 10:06
5
დაგეთანხმებოდი ვაშა რუსეთს რომ არ გაგერია.
გიორგი
29 მარტი 2023 09:33
7
და ამ დროს გაიღვიძა ნიკომ)))) ნიკო ხარ თუ კაკულია? რაებს ბოდიალობ? რა ქულებს ითვლი?ვინ უნდა მოჭიმო? ატყობ რომ მარაზმში გადადიხარ?
zaza
29 მარტი 2023 06:40
3
კანკავამ სანაკრებო კარიერა თუ დაასრულა კაშია რა სინდისით აგრძელებს???
Xalxi
29 მარტი 2023 02:05
20
თუ ყველა ფორმაში გვეყოლება ასეთი სასტავით ვითამაშოთ ერთხელ მამარდა/ხიჭოლოვა,ლოჩოშვილი,კაშია,საზანოვი/გოჩოლეიშვილი,კიტეიშვილი,გაგნიძე,კვარა/ბუდუ,ჟორჟი
მთავარია ქეცბას კიპრი მოვჭიმოთ და ეს შოტლანდიაც ნუ გგონიათ ბუა,მინიმუმ არ უნდა წავაგოთ მათთან,მერე დავითვალოთ შანსები,რადგან მე ასე მგონია ნორვეგია შემდეგ 2 თამაშს იგებს და ესპანეთამდე ჯგუფში ასეთი შედეგი დგება
1.ნორვეგია 7 (4თ)
2.შოტლანდია 7 (4თ)
3.საქართველო 5 (3თ)
4.ესპანეთი 3 (2თ)
5.კვიპროსი 0 (3თ)
აი თუ შოტლანდია მოვჭიმეთ საკაიფო შანსები გვეჩითება მაშინ,რადგან შესაძლოა კიპრთან და სქოთებთან სახლში მოგება და ნორვეგიაში არ წაგება გვეყოს კიდეც 14 ქულა გამსვლელია
ნიკო
29 მარტი 2023 01:53
6
ვილი გამოდი,გიცანით.
ჯიჯი
29 მარტი 2023 07:11
2
შენ კაშია ხო არა ხარ
siko
29 მარტი 2023 02:45
2
რაც შეცვლები გაკეთდა,ბურთი გაგორდა და ზონები გამოჩნდა,კაკაბაძე ბევრად კომფორტულად იყო ლოჟანიძესთან,ვიდრე დავითაშვილთან,რომელიც ტაბიძესთან ერთად ამოვარდნილი ჩანდა. აზაროვის ჩართვებმა კვარაც გამოაცოცხლა. ცენტრში გვიჭირს ძალიან და შემტევად წიტაიშვილი, ბერიძე,ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უფრო უნდა გამოვიყენოთ. ნორვეგიამ ძალიან მაგარი გეხბურთი ითამაშა,გაკვეთილი ჩაგვიტარა სწორი,ლამაზი ფეხბურთის. იმედია ჩვენც დავიწყებთ ფეხბურთის თამაშს.
გია
29 მარტი 2023 00:51
1
გაკვეთილი რომ ჩაეტარებინათ, ასე 5:1 უნდა მოეგოთ...
დდდ
29 მარტი 2023 02:21
4
ვილის დიდ პატივს ვცემ თუმცა დღეს მას არ ჰქონდა კარგი დღე, არასწორად შეარჩია სასტარტო შემადგენლობა და გასაკვირია რომ აბურჯანიას ხელს არ უსვებს საგანგებოდ. აზაროვი,აბურჯანია,ტაბიძე და დავითაშვილი არ იყვნენ ფორმაში ან გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები არიან ვიდრე : გოჩოლეიშვილი,ჩაკვეტაძე,გაგნიძე,საზანოვი. ეს გამოჩნდა კიდეც და აბურჯაბიას ნაცვლად ჩაკვეტაძე რატომ არ გამოიყვანა გამოცანად რჩება. 4-3-3 არაა სწორი ტაქტიკა ძლიერ გუნდებთან და 4-4-2 სრულიად უზრუნველყოფდა ამოცანებს, ეს ცხადი გახდა პირველ 5 წუთში თუმცა ჯიუტად ისევ იგივე სქემა დატოვა და ცენტრი საერთოდ დაკარგული იყო თითქმის ბოლოდე. ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება. ნორვეგიის გუნდი არაა კარგ ფორმაში, ესეც აშკარა იყო. ხვიჩას რესურსი კი ამ არასწორმა ტაქტიკამ სრულად გაანულა... ეს არ იყო სწორი ფეხბურთი და ვილის დღეს ძალიან დაბალი შეფასება ეკუთვნის.
nika
29 მარტი 2023 00:45
3
კანკავას შემდეგ,საყრდენის პოზიციაზე,აბურჯანიაზე უკეთესი,დღეს არავინ გვყავს.ძალიან ნელია,მაგრამ სამწუხაროდ ასეა.ახალგაზრდები თითქოს მოდიან,მაგრამ დრო და გამოცდილება სჭირდებათ. ეს არის რეალობა.
სოსო
29 მარტი 2023 15:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული