საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ირის ანტმანი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ გუნდს ირის ანტმანი უხელმძღვანელებს.

47 წლის სპეციალისტს ისრაელიდან 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს.

ანტმანი ისრაელის ახალგაზრდულ საფეხბურთო აკადემიაში 7 წლის განმავლობაში გოგონათა ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე 13 წელი თამაშობდა და მისი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო. ირის ანტმანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ბოლომდე
იმუშავებს.

2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით შედგება.

ირის ანტმანის სამწვრთნელო კარიერა

2010-2015 - ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

2012-2019 - ისრაელის ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი (16-19-წლამდელთა გუნდები)

2015-2017 - ისრაელის 17 წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2018-2019 - ისრაელის 19 წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2022 - ჰაპოელი ნოფ ჰაგალილის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

ირის ანტმანის საფეხბურთო კარიერა | პოზიცია - მეკარე
1997-2010 - ისრაელის ეროვნული ნაკრები

1988-2002 - მაკაბი ჰაიფა

2004-2010 - მაკაბი ჰოლონი

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები
0
რა ქალთა ფეხბურთი, მოკლედ რამდენს უძლებს ეს ჩვენი ჯიბე, ეხლა კიდევ ფეხებდაკუნთული ქალების ფული იხადე, ვისაც უნდა ითამაშოს და საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს! იარეთ გოგონებო ჩოგბურთზე, სინქრონულ ცურვაზე, ტანვარჯიშზე, ფრენბურთზე
llcl
16:15 10-04-2023
31

სიახლეები პოპულარული