გურამ კაშია: "პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ ჩვენი მონაგარი გავზარდოთ"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

საწვრთნელ პროცესს დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ გუნდში მატჩებისთვის მზადებას 11 ივნისიდან დაიწყებს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელები, რომლებმაც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

საკმაოდ რთული ჯგუფი
გვაქვს. პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ჩვენი მონაგარი. რთული გასვლითი მატჩები გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეკრების დასრულების შემდეგ, კმაყოფილები ვიქნებით".

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
შოტლანდიასთან გასვლაზე უშანსოდ ვართ
ვარლამი,პოლონეთიდან
19:25 10-06-2023
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული