მან ახალგაზრდა "ჯვაროსნებზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:
"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ.
მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი,
ჩვენი ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის: პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.
არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა: გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ, მაღალ დონეზე ითამაშა. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.
რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.
კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.
ინფორმაციის წყარო: 1tv.ge
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
- კაცი ნაპოლიში თამაშობს და 100 მილიონი ღირს, 2 წლით პატარებში რატომ უნდა ითამაშოს :-)
წადით ბიძია საქმეს მიხედეთ,ხომ ხედავთ რომ საერთოდ ახლოს არ ხართ ფეხბურთთან,გეხვეწებათ ვინმე რომ კომენტარები აკეთოთ ისეთ საკითხზე რაც არ იცით?! რამდე გასამართლებელი საბუთი შეიძლება მოიყვანო იმის თუ რატომ არ ითამაშა კვარამ 21 წლამდელებში,ყველანაირი,მაგრამ ეს რა უბედურებაა. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ვფიქრობ რომ კვარა უნდა ჩამოსულიყო,თუმცა საკუთარი პირადი ბედნიერება და პლიუს კლუბსაც უარი ვერ უთხრა და ეს ყველაფერი გაიცვალა ოლიმპიადის საგზურში, მოკლედ კვარა "დავალებული" ხარ ქართველ გულშემატკივრებთან და გაზაფხულზე ორმაგი მოტივაციით უნდა გამოხვიდე და ყველანი ერთად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.მხოლოდ ამ შემთხვევაში დავივიწყებ ოლიმპიადის საგზურს.
ვინც ითამაშა მადლობა მათ, განსაკუთრებით დავითაშვილს და იმათ ვინც წინა დღეს შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს ტრაპიდან პირდაპირ დინამოზე წამოვიდნენ. გაიხსენეთ პანდევის თავგანწირვის დაფასება მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ზურიკოს გოლი ჰოლანდიასთან,მასაც დაუფასდა ;) არც პანდევის გოლი დაავიწყდებათ მაკედონიაში დიდხანს და არც დავითაშვილის გოლი საქართველოში.