ჯუღელმა "ნაპოლის" კვარაცხელიას გამოსასყიდის მოთხოვნა წაუყენა - დე ლაურენტისი შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს

AutoSharing Option
Ilmattino იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ კრისტიან ძაკარდოსთან ერთად მილანში "ნაპოლის" სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას შეხვდა.

Sky Sport-ის ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეებმა ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით დამაიმედებელი ტენდენციები შეინიშნება და მოლაპარაკებები მალე განახლდება.

აგენტი პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე ან მეოთხე წელს სეზონური გასამრჯელოს 8-9 მილიონ ევრომდე გაზრდას (პლუს ბონუსები) და რაც მთავარია, გამოსასყიდი ფასის, 80 მილიონის დაფიქსირებას ითხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი "კლაუსულას" პუნქტის შეტანაზე თანახმა
არაა, ან მისთვის უარეს შემთხვევაში თანხის გაზრდა სურს, რამეთუ შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს.

RAI-ს საფეხბურთო მიმომხილველმა ჩირო ვენერატომ განაცხადა, რომ დე ლაურენტისს ასეთ წინადადებაზე ვერ დაიყოლიებენ, ვინაიდან გამოსასყიდი თანხა 100 მილიონს უნდა აღემატებოდეს.

altის, რაც კვარაცხელიას მოედანზე შეუძლია და როცა მისი გვწამს - ტაქტიკიდან გამომდინარე მთავარი სირთულე...

alt"ორივე გოლი მეკარის სინდისზეა, "მილანი" ფრეს იმსახურებდა" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც კი მყოლია, ეს ფეხბურთელი კი საერთოდ მზადაა მოედანზე "ნაპოლისთვის" მოკვდეს" - კონტეს კომენტარი "მილანთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯუღელმა უნდა დასვას ასეთი პირობა ყოველ 10 მილიონიან გამოსასყიდზე 1 მილიონიანი ხელფასი. გინდა დაადო დიდი გამოსაყიდი? გადაუხადე დიდი ხელფასი. წუწკო, 150 მილიონად გინდა გაყიდო და 5 მილიონი გინდა დაუნიშნო ხელფასი? არ გამოვა.
ჟორა
21:33 10-12-2024
0
მაგარია ლავრენტა, ზელენსკივით ყველა გაფხაკუნებიდან ფულს აკეთებს. მაგის ბამბაც ჩხრიალებს.
გულშემატკივარი
13:35 31-10-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული