სანიოლის სია - რევოლუციური ცვლილებები ნაკრებში თუ ნიადაგის მოსინჯვა - ახალი ცენტრი და ფეხბურთელები, რომელთაც ველოდით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში საკმაოდ ბევრი კრიტიკული ელემენტი დაგროვდა. გამოიკვეთა როგორც საკადრო, ასევე ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობა. სექტემბრის მატჩების წინ ვილი სანიოლის მუშაობა ამ ორი კომპონენტის მიმართულებით დაკვირვებას მოითხოვს. საკადრო საკითხზე ნაწილობრივი მსჯელობა უკვე შეგვიძლია - "ჯვაროსნების" განაცხადი ცნობილია.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ახლა ორი მთავარი გამოწვევა იდგა - გამოცდილი ცენტრალური მცველები ასაკთან ერთად შეცდომებს უმატებენ, საყრდენ ზონაში პრობლემებზე კი მუდმივად მივუთითებდით. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამ საკითხებს უპასუხა. მან ნაკრების მიღმა დატოვა ნიკა კვეკვესკირი, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრების მცველები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თავი
კარგად წარმოაჩინეს, სიაში არიან - საზონოვი და კალანდაძე. რამდენად იქნება ეს ცვლილებები საკმარისი, გაუმჯობესდება თუ არა ნაკრების თამაში ძლიერ მეტოქეებთან (ესპანეთი და ნორვეგია), რომელთაც ქულები ძალიან სჭირდებათ და შეიძლებოდა თუ არა სხვა ფეხბურთელების ხილვა - ყველაზე აქტუალური ახლა ეს კითხვებია...

იმით უნდა დავიწყოთ, რომ შემადგენლობა საკმაოდ მოკლეა. როცა ორი შეხვედრაა ჩასატარებელი, თავდაპირველ სიაში 25-27 მოთამაშეც გვინახავს. კვეკვესკირის არყოფნაში სანიოლი მინდვრის ცენტრს ახლებურად დაალაგებს და როგორც ჩანს, ამ საქმეში მას დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილის ეიმედება. 24 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში "ლევანტეში" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო - ბევრს თამაშობს, საუკეთესოდ დაასახელეს და გაიტანა კიდეც. ამ ფეხბურთელს დიდი რესურსი აქვს და იმედია, სტაბილურობას მიაღწევს.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების თავკაცს ლუკა გაგნიძე აშკარად მოსწონს. მოსკოვის "დინამოს" წევრი თამამია, თამაშის გამწვავებას არ ერიდება, მოძრაობს და თუკი ბურთს ვფლობთ, მას კარგად ანაწილებს. ლუკას საუკეთესო დრო არ უდგას (თუმცა ბოლოს 90 წუთი ითამაშა). საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდის შუა ხაზში სიახლეებს ვერ ვხედავდით და ახლა სიტუაცია იცვლება, რაც იმედია, თამაშის ხარისხზეც აისახება.

შეიძლებოდა თუ არა სხვებიც გვეხილა? - სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ჩემპიონატს კარგად მოერგო. მის შესაძლებლობებს ვილი კარგად იცნობს, რადგან ბათუმის "დინამოში" გამოსვლისას შეკრებაზე ყოფნის შანსი ხშირად მისცა და ამ ფონზე უფრო გასაკვირია, სიაში ახლა რომ არაა.

რაც შეეხება დაცვას. საიდუმლო უკვე არავისთვისაა, რომ აქ საკადრო ცვლილებებისა და ერთგვარი თაობათა ცვლის დროა. ეს პროცესი მარტივი არაა. ობიექტურად, შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი გაგვიჭირდება, ერთა ლიგის პლეი-ოფი კი უფრო შორსაა და მას მეტი სიახლით უნდა შევხვდეთ. ახალგაზრდული ნაკრების ორი უკანახაზელის სიაში ყოფნა რევოლუციურ ცვლილებებს ნიშნავს თუ სანიოლის მხრიდან უბრალოდ ნიადაგის მოსინჯვაა, საქმე ამაშია. ვითამაშებთ თუ არა კვლავ 3 ცენტრალური მცველით და ამ მხრივ რა შეიცვლება, ესეც გვაინტერესებს. გვახსოვს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას გარდამავალ პროცესს არაერთი უკმაყოფილება მოჰყვა, ფორმას თავისი მნიშვნელობა აქვს.

Sportall.Ge

რაც შეეხებათ კადრებს, სანიოლმა დაცვაში შანსი არაერთ მოთამაშეს მისცა და მათი შესაძლებლობები გაიგო, გიორგი გველესიანს კი საერთოდ არ უთამაშია. მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ სავარჯიშო პროცესით ამის საჭიროება ვერ დაინახა, მაგრამ გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილს უსამართლობის შეგრძენა აქვს. ხოლო, რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მან შანსები ნამდვილად მიიღო და როგორც ჩანს, მწვრთნელი დაცვის "ახალი ტალღის" მასზე აგებას არ აპირებს, თანაც, კვიპროსში ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ. მომავალში სიას აუცილებლად შეემატევა "სპეციაში" გადასული ივა გელაშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ გუნდის განაცხადში იყო...

ყოველთვის შეგვიძლია საუბარი მათზე, ვინც სიას აკლია. გორდეზიანის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოჩენა მომავალში სიახლეებს გვიანონსებს. ცოტა ხნის წინ ვარაუდი გამოვთქვით, რომ ნაკრებში გიორგი არაბიძეც იქნებოდა. მისი ბოლოდროინდელი თამაში მოსაწონია და სტაბილურად გაგრძელების შემთხვევაში, სხვა დროს აქ აუცილებლად ვნახავთ. მთავარია, გიორგიმ ამისთვის ყველაფერი გააკეთოს. ვაკო ყაზაიშვილი კვლავ სიის მიღმაა. ეროვნული ლიგიდან სიაში ფეხბურთელები არიან, მაგალითად, გიორგი წიტაიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვის ალტერნატივადაა განხილული. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახალგაზრდული ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველით, რომელიც ცალკეული ფეხბურთელების პროგრესისა თუ უკეთეს კლუბებში გადასვლის მიუხედავად, მარტივად მისაღწევი არაა. წინ რთული მატჩებია, სადაც მწვრთნელმა გუნდს თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოავლენინოს. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, კონტრშეტევებზე აგებული ტაქტიკით ფავორიტებთან წარმატებას მივაღწიოთ, მეორე მხრივ კი, ძველებურად ვერც მას ვახერხებთ და ახლის მოფიქრება მოგვიწევს!..

altსექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ყველგან ტოტალიზატორი, ჩაწყობა და ყიდვა-გაყიდვა როგორ გეჩვენებათ, რა უბედურებაა. საკუთარი გამოცდილებით და მორალით უყურებთ ყველაფერს ხო?

შეიძლება კითხვა დაისვას მაგ. ლოჩოშვილზე და ალთუნაშვილზე, მაგრამ მწვრთნელი უკეთ ხედავს მის გეგმებში ვინ ჯდება და ვინ არა და თუ შედეგს ვერ დადებს, შემდეგ მოვსთხოვოთ.

გეგმა მინიმუმს ჯერჯერობით ასრულებს. სადაც მოსაგები იყო, ჯერჯერობით ყველგან მოიგო (პლეი-ოფში გავედით). ამ ჯგუფიდან გასვლა თავიდანვე რთული იყო, მითუმეტეს შოტლანდიის საოცარი შედეგის ფონზე, მაგრამ მთავარია ახლა პლეი-ოფისთვის აეწყოს და მოემზადოს გუნდი და მანამდე უბრალოდ იბრძოლოს და შეთამაშდეს.

ცოტა ნერვებს მიხედეთ და რეალურად აღქმა ისწავლეთ გარემოსი
Just Georgian
01 სექტემბერი 2023 17:38
4
Რა მორალზე ლაპარაკობ ხიზან გიცანით ..გადააგდე აუტზე თავით ბურთი.
..
01 სექტემბერი 2023 18:56
18
რას ერჩით ვილის? კაცი იყო უმუშევარი(თანაც მთელი 3 წელი. ვინ დატოვებდა კარგ მწვრთნელს ამდენ ხანს უყურადღებოდ?) , ხოდა შესთავაზეს ამათ, შენც ხეირი - ჩვენც ხეირიო. უარი უნდა ეთქვა მილიონებზე? რაც იცის, ომას აკეთებს. თან სწავლობს ჩვენნაირ გაუბედურებულ ქვეყანაზე, ასე ვთქვათ პრაქტიკას გადის. ასე არ იყო ვაისის შემთხვევაში? წავლენ მერე თვალცრემლიანი და საქართველოზე შეყვარებულები. შედეგი კი იქნება ნოლი. ეს თაობაა ცოდვა, კარგი მწვრთნელის ხელში ბევრს მიაღწევდნენ.
თედო
01 სექტემბერი 2023 11:18
17
ეს მწვრთნელი დაღუპავს ნაკრებს,ტიპი აზრზე არ არის არც ტაქტიკის და არ ფეხბურთელების შერჩევის,ფედერაცია შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა ამ კვერცხის მოყვანისათვის
beqa
01 სექტემბერი 2023 10:40
29
მსოფლიო ჩემპიონის და ორჯერ ლიგის მომგებზე უკეთესად გვესმის ფეხბურთი ქართველებს, პროფესორებად ვიბადებით ყველა!!!
ნუგზარი
01 სექტემბერი 2023 16:10
3
Beqa saniolis mosvlamde nakrebis uketes tamashebs uyurebdii?? Ravici shen dagedo chemi codvao ise idzaxi gegoneba saniolis mosvlamde msoflios chempioni nakrebi gvyavda.an shedegs shexede da tu ginda tamashs bolo wlebshi ra nakrebic gvyavda imaze uketesi ar gvyavs exlaa?? Bulgarets mougo makedonias mougo norvegiastan ar waago da tan am tamashebshi autsaiderebic agar gverqva rogorc adre iyo xolme nutu nakrebis gazrdas ver amchneevt.aaa ufro meti gindat ufro malee?? Gasagebia
Gel-100
02 სექტემბერი 2023 12:50
1
არაბიძის ნაკრებში არ წაყვანა ყველაზე დიდი შეცდომაა, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს ეს ბიჭი იქ ყველაზე მაგრად იჭერს ბურთს და კარგადაც პასაობს
rateqs
01 სექტემბერი 2023 15:49
14
10 ტაქტიკაში არც გვყავს განსაზღვრული, თუმცა რომც დაგვჭირდეს, 10-ზე ჩაკვეტაძე და კიტეიშვილია კონკურენტები, ვერც მაგათზე უკეთესია.

და ხასიათიდან გამომდინარე, სკამზე ჯდომა შეუძლია გაუტყდეს და კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, რაც ვაისთან უკვე გამოცდილია.

არ არის ცუდი არაბიძე, პირიქით მოუმატა ბოლო წლებში და იმედია ვიხილავთ კიდე ძლიერ ლიგაში, მაგრამ რეალურად კონკურენციას აგებს
Just Georgian
01 სექტემბერი 2023 20:20
2
დღესდღეისობით არაბიძე დავითაშვილს ბევრად მირჩევნია
სიმართლე
02 სექტემბერი 2023 00:26
4
ყველა გამოხმაურება
გორდეზიანის რა იმედი გაქვთ არ ვიცი, ტიპი პაოკის განაცხადშივ ვერ ხვდება.
გოგი
01 სექტემბერი 2023 12:24
6
21 წლამდელებში მოხვდაო.
სოსო
01 სექტემბერი 2023 15:57
0
21 წლისაა
ნუგზარი
01 სექტემბერი 2023 16:06
1
ვისაც ეუბნებიან იმას იწვევს კობის სასტავი წყვეტს ყველაფერს ..სანიოლი ბუტაფორიაა ...ხიზანამ ვერ დაანება ტოტალიზატორს თავი ბლეფია ყველაფერი სადაც დიდი კუში იქნება ისე ითამაშებენ
თემო
01 სექტემბერი 2023 15:47
15
დღეს ლოჩოშვილის არ გამოძახება იყო დანაშაული და უსინდისობა.ყველა ხვდება რატომაც გადაწყვიტეთ ასე და საქართველო რომ გაინტერესებდეთ და შედეგზე გული შეგტკიოდეთ ლუკას დაუძახებდით ნაკრებში. ახსნას ვინმემ ეს სიტუაცია, ნუ გაატარებთ ჟურნალისტებიც,თორემ სულ გავიდნენ თავს ვერ ხედავთ?
გია
01 სექტემბერი 2023 17:19
14
Gia jigaro sheni natesavia lochoshvilii?? Saertod ar vapirebdi pasuxis moweras magram ise wer ai luka radgan ar gamoidzaxes davigupet da vsio turme magit gamochnda ro ragacas maqinacioben vegar movitmine ro ar mepasuxa,,charte kviprostan tamashi tu ar dagakmayofila wina tamashebsac uyure nakrebis sadac misces lukas shansi da tavad mixvdebi rato ar gamoidzaxes da tu mainc ver mixvdi eseigi sxvagan xar..mesmis pretenzia gqondes altunashvilis,gvelesianis an arabidzis ar gamodzaxebaze da egec mtlad safudzvliani pretenzia ar iqneboda mara lochoshvilis gamodzaxebaze ro gaq pretenzia an mis tamashebs uyure klubshi da nakrebshi an vinmes sheekitxe imsaxurebs tu ara am etapze nakrebshi yofnas..sanam uyureb dagaswreb da getyvi ro am sezonshi klubshi utamashebelia da roca itamasha mtlad ushecdomo arc mashin iyo bolo tamashi qonda shedarebit uketesi magram atidan erti tamashis kargad chatarebit nakrebshi ar idzaxeben,,danarcheni rac magan shansi miigo nakrebshi an penalti aikida an kide iseti shecdomebi daushva golad dagvijda da ravici tu moumatebs samomavlod ki batono mara dgevandeli donit ar ari sanakrebo donis..gia lochoshvili xar shen etyoba da imitom dagwyda guli ro ar gamoidzaxes magram tu egrea aq weras tavad lukastvis getqva tavdauzogavad ivarjishos dge da game gaasworos da moumatebs aucileblad radgan luka sxvebivit nichieri araa varjishit unda daakompensiros eg nakli.ise ragac dozit lukas fexburteloba kaladzis fexburtelobas maxsenebs arc kaladze iyo dzaan nichieri mara bevri varjishit vnaxet rasac miagwia karierashi rasac jerjerobit locho ar aketebs da etyoba kidec mis karieras
Gel-100
02 სექტემბერი 2023 12:36
2
სტატიის ავტორს ისეთი სახელი ქვია, მაგისი ტყუილიც დაიჯერება
01 სექტემბერი 2023 11:01
2
თუ სანიოლი უბრუნდება და მიუდგება ვაისს ნაირად საქმეს, მასაც იგივე ბედი ეწევა, როგორც მის წინა მორბედს! სანიოლმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეტყობა ფანტაზია დაუმთავრდა ან დაიღალა! არ გვყავს ნაკრებში შუა ხაზში ბურთის ამომტანი და ჩამჭრელი და ასეთ სიტუაციაში ამ მინდვრის მონაკვეთზე უნდა გამოსცადოს ყველა ვისაც კი სათამაშო პრაქტიკა და 100% ფიზმომზადება აქვს! აგერ გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველია, მაგრამ შახტარის მწვრთნელს რომ დაჭირდა შუაშიც დააყენა! აქამდე გვყავდა კანკავა, გვილია და კვეკვესკირი! ახლა ვინა გვყავს ჩამოთვალეთ!?
მწვრთნელი
01 სექტემბერი 2023 12:04
5
მეც ვფიქრობ რომ გოჩოლა საყრდენად უნდა მოისინჯოს. არადა მაგარია ფლანგზე.
ნუგზარი
01 სექტემბერი 2023 16:07
3
გველესიანი უნდა გამოეძახა!
The
01 სექტემბერი 2023 23:05
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული