"რა დარიგება მივეცი მატჩის წინ ფეხბურთელებს? მათ ვთხოვე, რომ..." - ვილი სანიოლმა გაამხილა, რა უთხრა "ჯვაროსნებს" პორტუგალიასთან შეხვედრამდე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია (2:0) დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

"ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ფეხბურთელების მატჩისწინა ატმოსფეროზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოთამაშეებს სთხოვა, რომ ისე ეთამაშათ, როგორც ამას 16-17 წლის ასაკში აკეთებდნენ.

"სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, ბიჭებს რა ვუთხარი. მაგრამ გზავნილი ასეთი იყო - ითამაშეთ თქვენი ფეხბურთი, იყავით დისციპლინირებულები როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. მათ ვუთხარი, რომ ეთამაშათ ისე, როგორც 16-17 წლის ასაკში აკეთებდნენ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. ვფიქრობ, მათ ყველაფერი
ბრწყინვალედ შეასრულეს და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია, თუმცა ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, ვამაყობ იმით, თუ როგორ წარმოაჩინეს საქართველო განვლილ სამ შეხვედრაში", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოაშორეთ ვილი სანიოლი ნაკრებს თორემ ის ჩემპიონს გახდის.
გია
08:09 28-06-2024
0
შენნაირები უნდა არსებობდნენ და ცენზურის გარეშე უნდა წეროთ თქვენც! :) ეს აუცილებელია რათა მკითხველმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, წაიკითხონ და ნახონ რა არის უცოდინრობა, წუმპე, უზრდელობა, ტყუილი, ნეგატივი და ბრექიაობა…

და შედეგად, სათოფეზე აღარ გაეკარონ მსგავსი აზრის და დამოკიდებულების ხალხს.
Ai egrea eg-ს
22:28 27-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული