სანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"იმის გათვალისწინებით, როგორი ჯგუფიდან გავიდა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იყო. უფრო ძლიერი მეტოქეების ძლევის შემდეგ ისრაელთან წაგება გულდასაწყვეტი გახლდათ. ტურნირზე ახალგაზრდებს თავის წარმოსაჩენად შანსი მიეცათ და ეს ბევრმა გამოიყენა. საზონოვი იტალიურ გუნდში გადავიდა, კალანდაძეს ნაკრებში ვუხმეთ.

ესპანეთთან მეოთხე ტურის მატჩი გვიწევს და ვერ ვიტყვი, რომ ფინალის ტოლფასია. საქართველოში მოლოდინი დიდია, თუმცა ერთ დღეში ძლიერ ნაკრებად ვერ ჩამოვყალიბდებით. ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ, დავალებები უნდა შეასრულონ და თამაშით სიამოვნება
მიიღონ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამ გამახარა, რადგან ეს ფეხბურთელთა გარკვეულ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული. მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ევროპული კლუბების ქართველებისადმი ინტერესზე მეტყველებს.

პენალტების შესრულებისას შეცდომას ყველა უშვებს. კვარაცხელიას ვენდობი, მიქაუტაძეს და კიტეიშვილსაც. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, ვინ იქნება იმ მომენტისთვის მოედანზე და ვინ იქნება მზად.

გიორგი არაბიძე უკანასკნელ ხანს უკეთ თამაშობს, თავის გუნდს ეხმარება, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოსაძახებლად ეს ჯერ საკმარისი არ არის. ამისათვის სტაბილურად ხანგრძლივად თამაშია აუცილებელი. თუ ასევე გააგრძელებს, გამოვიძახებ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა გამოდის? საზონოვის მოსკოვის დინამოდან ტორინოში გადასვლა, რომელსაც რომ არა დღეისათვის ქართული პასპორტის ხიბლი რუსეთის მოქალაქეებისათვის,არაფერი ბმა არ ჰქონია ქართულ ფეხბურთან მოვლენა ყოფილა, ასევე ჭაკვეს ჩემპიონშიპი და კალანდაძის ნაკრებში ხმობა, ხოლო აზაროვის გადასვლა უკრაინულ შახტარში, რომელიც აგერ მე-11 სეზონია ჩ/ლ-ს ჯგუფურ ეტაპზე უწყვეტა ასპარეზობს სახსენებელიც არ არის, მაგრამ უკრაინული გუნდია და როგორ შეიძლება, უკრაინა რომელიც ფიფას რეიტინგით 24-ეა და უეფას რეიტინგით მისი ჩემპიონათი ლამის ათეულშია..
ესეც მართლა ვერ არისს!!!
08 სექტემბერი 2023 11:35
2

მე ვეთანხმები სანიოლს. არაბიძე არ არის ნაკრების დონე. პატივს ვცემ, მაგრამ თავის თავზე ბევრს იღებს. ნაკრებს ეგრე ვერ გამოადგება. ნაკრებში შენც უნდა ითამაშო და სხვასაც უნდა შეუწყო ხელი.
კაირა
08 სექტემბერი 2023 08:54
9
არაბიძე ძალიან სწრაფი ტემპით პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა,ნაკრებს თუ არა,საკუთარ თავს მაინც, აუცილებლად გამოადგება.არავინ უარყოფს,რომ ბურთთან მუშაობაში,ნაკრების დონეზეა,სხვა კომპონენტებში კი,აშკარად პროგრესი აქვს.უკვე დაღვინდა ბიჭი,მწარე გამოცდილებაც დააგროვა და ღმერთმა თუ ჯანმრთელობა მისცა და ტრავმები აარიდა,დარწმუნებული ვარ,ნაკრებშიც და ევროპაშიც კიდევ ერთხელ გაიკვალავს გზას.
სოსო
08 სექტემბერი 2023 16:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული