სახიფათო კვარაცხელია "რეალის" მცველის პირისპირ, უგოლო საქართველო და ჩაკვეტაძე სასტარტოში - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
A ჯგუფში სატურნირო მდგომარეობაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ესპანეთის ნაკრებმა ივნისში "ერთა ლიგაზე" ითამაშა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაუცდა, თუმცა დე ლა ფუენტეს გუნდმა შოტლანდიასთან (0:2) წააგო და მათ ახლა 8 ქულით ჩამორჩებიან. "ფურია როხას" ქულების დაგროვება სჭირდება.

საქართველოს ნაკრებიც შოტლანდიაში (0:2) დამარცხდა. მათ ევროპირველობაზე არასოდეს უასპარეზიათ, ახლოს კი იყვნენ, როცა "ერთა ლიგის" ფინალში საგზური ჩრდ. მაკედონიას დაუთმეს. 

Sportall.Ge

ესპანელები ისეთი მძლავრები ვეღარ არიან, როგორც 2008-12 წლებში იყვნენ. ევროპის წინა ჩემპიონატზე ისინი ნახევარფინალში გავიდნენ, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობნენ.
ცოტა ხნის წინ მოიგეს "ერთა ლიგა", სადაც ჯერ იტალია ჩამოიცილეს, ფინალში ხორვატები პენალტების სერიაში დაამარცხეს. მათი მომავალი გათამაშების მიღმა დარჩენა დიდი სენსაცია იქნება.

საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან 22 სანაკრებო შეხვედრაში მეტოქის კარი ათჯერ აიღო. კარში "ვალენსიელი" გიორგი მამარდაშვილი იქნება. დაცვას გამოცდილი გურამ კაშია გაამაგრებს. აქვეა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც უკვე "აიაქსის" ფეხბურთელია. ნაკრებში არ არიან დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე და ნიკა კვეკვესკირი.

Sportall.Ge

"ფურია როხას" მთავარი სიახლე კარგ ფორმაში მყოფი "ბარსელონას" შემტევი, 16 წლის ლამინ იამალია. თუკი მას დრო მიეცემა, ყველაზე ახალგაზრდა იქნება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ითამაშებს. სავარაუდოდ, მარჯვენა ფლანგზე მადრიდის "რეალის" ფლანგელი კარვახალი გაირჯება, რომელიც კვარაცხელიას დაუპირისპირდება (ეს დუელი ჩემპიონთა ლიგაზე შედგება) და არა უკვე "ატლეტიკოს" წევრი სესარ ასპილიკუეტა. მარცხნივ "ბარსელონელ" ბალდეს ველით. სავარაუდოდ, ცენტრში როდრის რუისი შეუწყვილდება.

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - გოჩოლეიშვილი, ჩაკვეტაძე, აბურჯანია, კიტეიშვილი, აზაროვი - კვარაცხელია, მიქაუტაძე;

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, ბალდე - როდრი, რუისი - ასენსიო, გავი, ოლმო - მორატა.

სავარაუდო ანგარიში 0:2


საქართველოს ნაკრები მეტოქეს ბევრ პრობლემას შეუქმნის და სახიფათო იქნება. ამის მიუხედავად, ესპანელებს დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

altსანიოლის სია - რევოლუციური ცვლილებები ნაკრებში თუ ნიადაგის მოსინჯვა - ახალი ცენტრი და ფეხბურთელები, რომელთაც ველოდით...


altHola, Georgia! - ესპანეთის ნაკრები უკვე თბილისშია



მკითხველის კომენტარები / 12 /
საქართველო მოიგებს დღეს ესპანეთი ამ ევროპაზე ვერ ითამაშებს.
Ucxo
19:08 08-09-2023
3
ნერვების თამაში, პირველი თუ გავუტანეთ მერე ძან გაუჭირდებათ, მაგათ უეჭველი მოსაგები აქვთ, ჩვენები კი აშკარა აუტცაიდერები არიან და ქულასას არავინ არ უგეგმავს, ასეთ თამაშებში შედეგის დადება ვიცით ხოლმე
გოგა
22:54 07-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული