ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
არსებობს ევროპული ფეხბურთი, ამერიკული, მაგრამ ქართული სულ სხვა რამეა.რა გვინდა ფიფაში ან უეფაში.
???
09 სექტემბერი 2023 00:49
2
ეს არ არის ქართული ფეხბურთი და ჩაკეტეთ სუყველამ
Mesxi
09 სექტემბერი 2023 06:28
0
რამდენ მილიონებსაც იღებს ფედერაცია ხო შეიძლება სულ არ შეჭამოთ და 15-20 ხორვატი ფეხბურთის მენეჯერი ჩამოვიყვანოთ. ხალხის რაოდენობით, ფეხბურთის ტრადიციებით და სიყვარულით .. ყველაფრით ვგევართ და ბოლო 5 მსოფლიოდან 2 ჯერ ფინალში და თითქმის ყველა ნახევარფინალში გავიდნენ. კალა და კობია შესაცვლელი რომ ბოდიშსაც კი არ იხდიან ხალხთან და ხვალ ისევ აქეთ შემოგვიტევენ და ფეხბურთშიც ბანაკები გააკეთეს და ბოღმა და პოლიტიკა შემოიტანეს
Martali
08 სექტემბერი 2023 23:24
2
ხორვატებს და ყოფილ იუგოსოავებს სპორტში ვერ ვგავართ, იმ ხირვატ მენეჯერებს ხორვატი ფეხბურთელებიც დაჭირდება.
მირიანი
09 სექტემბერი 2023 11:38
0
ეს რა პორნოგრაფია გვაყურებინა ამ საღამოს,სანიოლმა.
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 23:01
1
აბა ომი გინდოდათ?
გარეჯი საქართცელოა?
08 სექტემბერი 2023 23:27
21
აა გარეჯი ახსენე შე უბედურო მაგას გაქაჩავთ ბილომდე თქვენ გგონიათ? ომზე ვინ დაიწყებს წრუწუნს და ფეხქვეშ ვინ გაერთხმევა მაგას განახებთ ჩაგაბრუნებთ ბადრიჯანივით სოროში ნუ გეშინია
Beria.
09 სექტემბერი 2023 01:45
14
ისე ჩვენები სულ რო არ გამოცხადებულიყვნენ თამაშზე წაგება 3:0 ჩაგვეთვლებოდა და 7:1 ს ხო ჯობდა? ერთი კარგი მარკშეიდერი რო გვყოლოდა სამწვრთნელო შტაბში მოიფიქრებდა მაგას და ამ სირცხვილსაც ავცდებოდით ფაქტიურად, წვიმა კი გვქონდა მიზეზად და...:)
წვიმის კაცი
08 სექტემბერი 2023 23:04
0
ისტორიული სირცხვილი!
აბურჯანიას და კვირკველიას სამუდამოდ აეკრძალოს ნაკრებში თამაში!
სანიოლი დაუყოვნებლივ უნდა გადააყენონ!
ახალგაზრდულ ნაკრებს რომ ეთამაშა ამ ესპანეთთან ამ ანგარიშით არ წააგებდნენ დარწმუნებული ვარ!
თაზო
08 სექტემბერი 2023 22:15
1
საზონოვი და ლოჩოშვილი რომ ყოფილიყო ასეთი საბავშვო თამაში არ იქნებოდა, შემადგენლობიდან უკვე ყველსსთვის ცხადი იყო რაც მოხდებოდა სანიოლის გარდა
08 სექტემბერი 2023 22:46
2
არავითარი ფეხბურთი სანამ არ შეიცვლება მთავრობა (უფრო სწორად რეჟიმი) და ფედერაცია. არაფერს არა აზრი მანამდე ეგენი აკეთებენ ყველაფერს. მთავრობა ნიშნავს ფედერაციის პრეზიდენტს და მაგას ჩამოყავს მწვრთნელი თან სასტავს აყენებს
Usaqmurebo Sheignet
08 სექტემბერი 2023 22:33
34
100%
David
08 სექტემბერი 2023 22:39
4
სულ გარეკეთ? პარანოია აქვს უკვე ზოგიერთს!!
mate
08 სექტემბერი 2023 22:58
8
ყველა გამოხმაურება
კვარაცხელია არის ისეთივე
მოვლენა როგორც:

ყენია
ანანიძე
ჩაკვეტაძე

და კიდევ არაერთი “ერთი “სეზონის” ქართველი მოთამაშე.

უბრალოდ მას ყველაზე მეტად გაუმართლა რომ აღმოჩნდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას, და საჭირო მწვრთნელთან!!!
ისიც არ დაგავიყდეთ 8 თვე გაქაჩა, მერე რაც აკეთა ძალიან კარგად იცით, აწი რა შედეგიც ექნება
ნიცა თავაძე
08 სექტემბერი 2023 22:15
12
ალბათ დამთხვევაა, მარა პატრიარქთან რომ შეახვედრეს - მერე წაუვიდა თამაში ცუდად კლუბშიც და ნაკრებშიც. ეგება გამოულოცოს ვინმემ
მხურვალედ მორწმუნე
08 სექტემბერი 2023 22:18
11
ქეცბაია
gito
08 სექტემბერი 2023 22:16
0
ყველა გამოხმაურება
კლასში განსხვავება პირველივე წუთებიდან ისეთი ასტროლოგიური იყო თითქოს მოტივირებული პროფესიონალები საფეხბურთო მასტერკლასს უტარებდა, ზარმაც მოყვარულებს. რეალურად გვყავს სუსტი ნაკრები ამბიცია კი დიდი და საფეხბურთო მონსტრმა სარკეში ჩაგვახედა და გვითხრა ესაა თქვენი ადგილიო. კვარას გარეშე დაახლოებით მაკედონია ესტონეთის დონე ვართ თან ღრმად არაკვალიფიციური მწვრთნელით რომელიც ეხლავე გასაშვებია. 1 ვარსკვლავი 3 საშუალოსთან ახლოს მყოფი და დანარჩენი სრული ლუზერებით დაკომპლექტებული გუნდი ვერასოდეს დადებს შედეგს. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენსავით მაჩანჩალების ტურნირის მოგებით გავალთ ევროპის ჩემპიონატზე რაც სამადლოდ გამოიგონა უეფამ ჩვენაირი საწყალი ქვეყნებისთვის და იმედია იქედან მაინც გავძვრებით სადმე აბა ესპანეთი და სხვა ტოპ ნაკრებები კი არა მეორე ეშელონის ნორვეგია და შოტლანდია ბურთს გვახევს თავზე და ამბიცია ისეთი აქვს ზოგიერთს გეგონება საქართველოს ნაკრები კი არა არგენტინა გამოდიოდეს დინამო არენაზე და ის აგებდეს 7 და 5 ბურთებით.
Podense
08 სექტემბერი 2023 23:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული