მატჩის დღე! მთავარი ვარსკვლავი ქართველი ხომ არაა? - ესპანელთა დამარცხების შესაძლებლობები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტური არაერთი ლამაზი გოლით გაიხსნა. მეორე სათამაშო დღეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩია - დღეს, 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთს უმასპინძლებს.

შეხვედრის შესახებ ჩვენს გვერდზეც არაერთ ინფორმაციას გაეცანით, ვიცით სტატისტიკაც და დღევანდელობაც. არ იცვლება მთავარი - ოპტიმიზმი, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით გახარება შეგვიძლია!.. ამ დროს არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იქნებ ამ შესაძლო სამმა ქულამაც ბევრი ვერაფერი შეგვძინოს.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი ახლა საკადრო პრობლემებზე ვერაფერს იტყვის, რადგან ეს საკითხი არ
გვიდგას. მთავარია, სწორი ტაქტიკა და ისეთი ფეხბურთელები შეირჩეს, რომლებიც ამ გამოწვევისთვის როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნებიან. თავის მხრივ, საფიქრალი აქვს "ფურია როხას" თავკაცსაც, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ რაღაც განსხვავებულია მოსაფიქრებელი. 2 წლის წინ "კვარა" ამ მასშტაბებზე არ ყოფილა, მან კარგად გამოიყენა ის ფაქტორი, რომ მხოლოდ ამჟამად "ტოტენჰემში" მოთამაშე პოროს იმედად ტოვებდნენ და მეტოქის სუსტი წერტილით ისარგებლა. მაშინ ესპანელებს ასპილიკუეტაც აკლდათ და კარვახალიც, ახლა ისინი იქნებიან და "ნაპოლის" ვარსკვლავის შეჩერებას მხოლოდ ერთი მეურვე არ ეცდება.

Sportall.Ge

გვახსოვს მაშინდელი თბილისური გოლი დღევანდელ მოწინააღმდეგესთან, კაკაბაძე-კიტეიშვილი-კვარაცხელიას კომბინაცია ძალიან გააზრებული იყო. ახლაც ეს გვჭირდება, სხვანაირად გიორგი მიქაუტაძისთვის გატანის შანსების მიცემა გაგვიჭირდება. ესპანელები ბურთს შესანიშნავად ფლობენ, აქ არიან როდრი და გავი, თუმცა უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ბურთი ჩავჭრათ და სწრაფ იერიშებზე თავად გადავიდეთ.

ბოლო 4 მატჩში ამდენივე გოლი - ეს ალვარო მორატას მაჩვენებელია. დანი ოლმო - უკანასკნელ 6 შეხვედრაში 7 გოლი, მათ შორის, ჰეთ-თრიკი "ბაიერნთან". ჩვენს ცენტრალურ მცველებს მათ შესაჩერებლად დიდი ჯაფა დაადგებათ, თუმცა ზედმეტი სიფრთხილით არაფერი გამოვა.

Sportall.Ge

მოედანზე არაერთი დიდი ფეხბურთელი იქნება, ჩვენ კი პირველად შეგვიძლია საკითხი ასე დავაყენოთ: მათ შორის საუკეთესო ქართველი ხომ არაა? ხვიჩა კვარაცხელია. ასეა თუ ისე, ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ინდივიდებზე დაყრდნობა არ ხდება. გუნდურობა მთავარი ძალა იქნება!..

შეხვედრას გერმანელი ზიბერტი განსჯის. ის ფეხბურთელებს იშვიათად აფრთხილებს, თერთმეტმეტრიანების დანიშვნა კი არ უძნელდება.

altსანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

altსახიფათო კვარაცხელია "რეალის" მცველის პირისპირ, უგოლო საქართველო და ჩაკვეტაძე სასტარტოში - უცხოური მედიის პრევიუ

altსავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ვაი, თქვენს პატრონს!
xuta
21:59 08-09-2023
0
სტადიონზეც მივდივარ და მოსაგებადაც ვითამაშებთ, მაგრამ გადაჭარბებული იმედებიც არ გვინდა. გადახედეთ იმათ დავდასხმას და ჩვენს დაცვა - ნახევარდაცვას ვინ სად თამაშობს.
ნუგზარი
17:34 08-09-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული