ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
მოაშორეთ ტოტალიზატორის და ნარკომანების სასტავი...ფედერაციას .იქნებ ეს თაობა მაინც გადავარჩინოთ ამ ბინძურ დელეცებს...ხიზანა დემე ცქიტო ..წადით .კულტურულად
Გიო
08 სექტემბერი 2023 22:05
1
7 ბურთის გაშვების მიუხედავად მემგონი მამარდაშვილი საუკეთესო იყო ჩვენს ნაკრებში.
ღმერთო ჩემო!!!
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 22:03
2
რა გვჭირს ჩვენ ქართველებს რამდენჯერ უნდა გავყიდოთ სამშობლო???
ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა ....
ეხ საცოდავო სამშობლო .. მოღალატეები ყოველთვის მაღლა იდგნენ ვიდრე ერთგულები
ჯონი
09 სექტემბერი 2023 00:45
2
ჩააბარეთ ტორპედოს მწვრთნელს ეს ნაკრები და ნახეთ თუ იცნოთ ერთ-ორ თვეში!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:56
5
აღარც ნაპოლი მინდა ეხლა და აღარც აიაქსი.. ქსი ქსი..ეცით ვიკინგებს ეხა
ღადაობთ?
08 სექტემბერი 2023 23:31
2
ალბათ სადღაც ასეც იყო საჭირო. ხანდახან ასეთი წაგება უფრო გზრდის ვიდრე ერთი ორი წარმატებით გათამამებულის ღრუბლებში ფრენა. ისევ და ისევ დავრჩები ჩემ აზრზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენი ეს ნაკრები 3-4 წელიწადში ძალიან კარგი გუნდი იქნება - უბრალოდ ადრე დავწერე 4 კ - ს პრობლემა. იქიდან დღეს ორი კაცი აღარ იყო კიდევ ორის დრო მოვიდა სამწუხაროდ. ვეღარ აკმაყოფილებს ნაკრებს დონეს ვერც კაშია ვერ კვირკველია. დაცვის ცენტრში უნდა წამოიწიონ ბიჭები - გელაშვილი საზონოვი და ძალიან კარგი გუნდი იქნება.- და ისე პ.ს. პირველი არხი ხო გლიჯავს ჩვეულ ფორმაშია :))) ჭიაბრიშვილის წინასამატჩო ანალიტიკა მკლლლლავს:)))
იბერია
08 სექტემბერი 2023 22:44
2
სანამ ეს მორფინისტები არ მოშორდებიან ფეხბურთის,ლ ფედერაციას, ასე უთავმოყვარეოდ წავაგებთ ხოლმე.
გიორგი
08 სექტემბერი 2023 22:56
2
თუკი რამ რეკორდი ჰქონდათ ესპანელებს დასამყარებელი, არაფერი დაიკლეს, მაგრამ ერთი მათგანი კი ნამდვილად უნიკალურია - სტადიონზე მისულ შვიდივე გულშემატკივარს პერსონალური გოლი მიუძღვნეს... ისტორიული სირცხვილისა კი რა გითხრათ, ჩემი აზრით, ის უფრო დიდი სირცხვილია, რომ ასეთი სირცხვილების შემდეგ დასკვნების გაკეთება ძალიან არ გვიყვარს და ვეჭვობ, ამ შემთხვევაშიც ყველაფერს მოეძებნება გამართლება...
ვოოტ
08 სექტემბერი 2023 22:21
1
ყველას ეტყობოდა კარგი რუჯი (ზაგარი)
და დასვენება. წამყვანით დაწყებული ფედერაციის თანამშრომლებით გაგრძელებული ფეხბურთელებით დამთავრებული.
Geo
08 სექტემბერი 2023 23:14
0
ასე უკვე სან-მარინო და გიბრალტარიც კი არ აგებს. დაიწყო უკვე გარჩევები სანიოლი პრობლემა, ის კი არა ეს უნდა ყოფილიყო ძირითადში და ა.შ. ფეხბურთელები არ გვყავს და რისი იმედი უნდა გვქონდეს? რა ავტორიტეტიც მოიპოვა მამარდამ ამ ბოლო პერიოდში, ჩვენმა დაცვამ ჩაუიმასქნა. რას იზამ ფეხბურთს თუ ვერ თამაშობენ, სამაგიეროდ ჰიმნს მღერიან ხმამაღლა და გამოთქმით გულზეხელდადებულნი. ესენი ნორვეგიასთანაც განადგურდებიან. ჰოლანდს კარგი შანსი აქვს რეკორდების მოხსნის.
დავით 67
08 სექტემბერი 2023 23:02
1
ჰიმნსაც რომ ძალისძალად მღერიან ეგ არი უბედურების სათავე. ისე ამ თამაშში რაც შეეძლოთ ითამაშეს, ეტყობა მეტი მართლა არ იციან და არ შეუძლიათ. ბასტა!
ბს
09 სექტემბერი 2023 00:16
1
და მაინც: კომენტატორებზე გაცილებით მაღალი დონის ნაკრები გვყავს,ამაზრზენი კომენტატორები-0 0 0
ადამიანი
08 სექტემბერი 2023 22:31
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული