ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ვითომ პირველად ვჭამეთ სირცხვილი, მგონი ხობია ჩვენი ნაკრების სირცხვილის ჭამა
ნიკა
09 სექტემბერი 2023 01:23
8
ისტორიული სირცხვილი არასწორია
სწორია ისტორიული მარცხი
მემატიანე
08 სექტემბერი 2023 23:41
0
ქეცბაიას ავტობუსს აკრიტიკებდა ხალხი და აი ვისაც სანახაობა გინდოდათ იძახეთ ეხლა კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ? ის 0:1 სანატრელი გაგვიხდა.
qomagi
08 სექტემბერი 2023 23:39
9
ერთი ქეცბაიაა კიდევ, 4-დან 4 თამაში წააგო, ლაფატკაზეა უკვე.
Gio
09 სექტემბერი 2023 09:45
1
მეგობრებო, როგორ ფიქრობთ: ამ
ნაკრების მაგივრად პირობითათ საჩხერის ჩიხურას რომ ეთამაშა ამაზე უარეს შედეგს დადებდა? მგონი არა! მაშინ, რა სხვაობას მქნიან ესენი? არანაირს, კავარცხელია , მიქაუტაძე, და სხვები? უბრალოდ სამარცხვინოა, და ამარზენი.
დე ლაურენტისი
08 სექტემბერი 2023 23:02
4
მორაგბეებს რომ ვთხოვოთ ფეხბურთიც ითამაშონ ასე მაინც არშევრცხვებოდით :)რაცშეეხება რუსულ და აშ...რა სისულელეა ?მილიონებს ვყრით ამ სირებ...შედეგი ?0 ამქვეყანაში უამრავი ბავშვი კვდება უფულობისგამო დანიშნულება უნდამივცეთ სხვა 0 თეთრი ბიუჯეტიდან ფედერაციას 0
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:59
1
რატომ ვაფუჭებინებთ სანიოლის ამ თაობას? მე მაინც მგონია კარგი მწვრთნელის ხელში ამ ნაკრებს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს. არ შეგვიძლია დაცვის თამაში და ეთამაშათ თავიდანვე შეტევითი ტაქტიკით. ამაზე დიდი ანგარიშით არ წავაგებდით და პირველ ტაიმში კარში მაინც დავარტყავდით. და კიდევ არ მჯერა იმის, რომ ბიჭები ბოლომდე არ იხარჯებიან ნაკრებში, უბრალოდ არის როცა სამწუხაროდ თავს ზემოთ ძალა არ არის.
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2023 22:55
5
3 საათში ბლეთები რო გააქრეთ ნეტა რას გინდოდათ???))) ჯუღელმა ტვინი აურია კვარას ფული ფულიო და სულ დაავიწყდა რაც იცოდა)))
ჯორჯო ბიძია
08 სექტემბერი 2023 22:49
11
გამოსვენება და ქელეხი როდისაა ლობიო და თევზი მომაქვს
Nesta
08 სექტემბერი 2023 22:38
4
მინდორზე ბალახის სათიბად გასული მშრომელი ხალხი უფრო მწყობრად და აზრიანად მოძრაობს ვიდრე დღეს ჩვენი ფეხბურთელები...
კაპე ვერდეები და ლიხტენშტაინები აღარ აგებენ ესეთი ანგარიშით... თავმოყვარე მწვრთნელმა ქუდი უნდა დაიხუროს და ჰერი-ჰერიიი
rable
08 სექტემბერი 2023 22:35
2
უფრო დიდი ნაკრებებიც განადგურებულან ესპანელებთან, რაც ანგარიშია მასეთი სუსტი ნაკრები არ გვყავს, უბრალოდ ძან სისტი მწვრთნელი გვყავს, მერამდენე თამაშია სასტარტოს ვერ აყენებს, ტაკტიკაზე ხო საუბარიც ზედმეტია, ახალი მწვრთნელია საჭირო სასწრაფოდ, სანიოლმა მალევე ამოწირა თავისი თავი ჩვენს ნაკრებში
გოგა
08 სექტემბერი 2023 22:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული