ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
უნდა გავყოლოდი ხიზანას ტოტალიზატორში და ავწევდი ერთ 20 000 ლარს! ბურთები 6,5 მეტი ბარათები 6,5 მეტი! პირველი ტაიმზე დადება ცალკე ამბავია! მიდი და ავსე როგორც გინდა!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:46
8
1981 წლის დინამოში დღევანდელი ნაკრების ვითომ ფეხბურთელებს ბურთის მომტანებად არ დააყენებდნენ. ესენი ფეხბურთელები არ არიან, უთავმოყვარეო ბრბო, რომლებსაც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ. რაც შეეხება კვარას, მას ორ წელიწადში საუდის არაბეთში ვნახავთ
დათო
08 სექტემბერი 2023 22:20
5
ამ 1981 წლოს დინამოს ჩახვევაშიც არის პრობლემის ნაწილი!
შადიმან
08 სექტემბერი 2023 22:23
5
სანიოლი კია წასასვლელი მარა ვინ გაუშვებს როცა ფედერაციასთან აქ კორუფციული გარიგება ხელფასის ნაწილი ფედერაციის ხელმძღვანელებში მიდის თვითონ რასაც იღებს იმაზე მეტს არავინ მიცემს მსოფლიოში და რატო არ იქნება თანახმა ?
ნოდო
08 სექტემბერი 2023 22:13
6
რატომ ვიტყუებთ ხოლმე თავს და რატომ გვაქვს ილუზიები რა,მერე ისე ხდება რომ მწარედ ვენარცხებით მიწაზე.მაგრამ ეს ხომ ჩვენშია ამპარტავნება,საკუთარ თავზე მუშაობა კი არ გვინდა გვეზარებააა აი ესაა სიმართლე და რომ არ მოგწონთ და რომ ვერ ეგუებით სიმართლეს,ყველაზე მაგრები და დიადები რომ გვგონია თავი და ამ დროს ხელს არ ვანძრევთ იმისთვის რომ რამე შევქმნათ ჩვენი შრომით,სულ მზამზარეული რომ გვინდა იმიტომ ხდება ხოლმე ასე.რაც შეეხება სანიოლს,ქართველი მწვრთნელი რომ ყოფილიყო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ რაც გაუკეთეს თემო ქეცბაიას და ამას ცივი ნიავი არ მიაკაროთ არა,დატოვეთ კიდევ და აკეთებინეთ ფულები.რაღა უნდა ილაპარაკო მეტი კაცმა რაა აზრი აქვს რა :(
ეჰჰ
08 სექტემბერი 2023 22:04
0
ლუქსემქბურგი უგებს ისლანდიას 1-0! ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:33
2
მაგენი რომ სწავლობდნენ ჩვენ ქე გვავიწყდებოდა უკვე და აგერ შედეგიც
ბს
09 სექტემბერი 2023 00:08
0
სანამ მოედნის ნახევარზე მაინც აქტიური პრესინგის თამაშს არ დავიწყებთ არ გვეშველება არაფერი, ვინც აწი ნაკრებში კვირკველია და აბურჯანია გამოიძახოს იმის ...
პ.ს. კვარაცხელია და მიქაუტაძე რატომ არ დარბოდნენ დაღლილები იყვნენ? ნაპოლიში კი დარბის დოღის ცხენივით წინ და უკან.
ნიკა
08 სექტემბერი 2023 22:38
7
ხომ ვთქვი გადრანი, გველესიანი, ლოჩოშვილი და გელაშვილი ათამაშეთ მეთქი! არ ესმით! კვირკველიამ და კაშიამ ჩააგდეს ეს თამაში სანიოლისთან ერთად! შუა ხაზი გამოსაცვლელია! ვინც შუა ხაზში ითამაშა არცერთი არ არის ნაკრების დონეზე! დააყენეთ ჩამშლელად გადრანი და გველესიანი და ბურთი თუ მიუშვან მცველამდე დაინახავთ!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:08
2
კვირკველია რა დაგიშავეთ ასეთი ჯიგარო?
მწვრთნელი თუ ვერ ხვდება რომ ვერ ითამაშებ თუნდაც 6.0 დონეზე, შენ მაინც ვერ გრძნობ რომ არ უნდა უთამაშო?

ხო კიდევ, სანიოლის მაგარი მწვრთნელობის მითი დღეს საბოლოოდ დაიმსხვრა ))))
ტიპი აზრზე არ არის რა უნდა.
ზაზა
08 სექტემბერი 2023 22:08
1
არ ვიცი რა ვთქვა, გასაგებია ესპანეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ასეთ კატასტროფულ თამაშს და წაგებას, არც კი წარმოვიდგენდი, საერთოდ არაფერი გამოუვიდათ ბიჭებს, არადა რა კარგი ფეხბურთელები გვყავს, არ ვიცი რა ვთქვა, არ მინდა ცუდი კომენტარი დავწერო, ფეხბურთელები ისედაც დათრგუნული იქნებიან
Nukri
09 სექტემბერი 2023 00:06
6
ურემი გადაბრუნებულია.
გზა გამოჩნდა?
100%
08 სექტემბერი 2023 22:38
2
ის გამოჩნდა, რომ ურემს ხარი არ მიათრევდა. დაღმართზე დაგორებულა.
გიორგი
09 სექტემბერი 2023 02:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული