სად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

AutoSharing Option
ბევრს იქნებ მარტივად მიაჩნია, ესპანეთის ნაკრებთან ასეთი განადგურების (1:7) შემდეგ, დაწერო - ყველას ხაზს გადაუსვამ და მიწასთან გაასწორებ. ასე სულაც არაა, ჩვენც გვაქვს ემოციები და გარდა ამისა, სასურველი არაა, ჯოხი კონკრეტულ ადამიანებს გადაატეხო და ვითარება ღრმად არ შეაფასო.

სიტუაცია მატჩამდე...

ვილი სანიოლის გუნდში ბოლო დროს რომ პრობლემებმა იმატა, ამას აქამდეც ვწერდით. ამიტომაც იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიაში (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ რომ აღვნიშნეთ - "წვიმას ნურაფერს დავაბრალებთ". ზოგჯერ დამატებით ფაქტორებზე აპელირება მხოლოდ საკუთარი პრობლემებიდან გაქცევასა და არაღიარებას ნიშნავს. როგორ უპასუხა ფრანგმა
მთავარმა მწვრთნელმა ამ პრობლემებს სექტემბრის მატჩების წინ? - სანახევროდ. მათი დიდი ნაწილი, ვინც აშკარად კარიერულ რეგრესს განიცდიან, კვლავ გუნდში მიიწვია, თუმცა განაცხადში ახალი სახეებიც შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ შესაძლო რევოლუციურ ცვლილებებს აშკარად პესიმისტური თვალით შევხვდით.

სხვა მხვრივაც, ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის როლი და მნიშვნელოვანი სიახლის კვალი ვერ შევნიშნეთ. გასაგებია მათი სიძლიერე, თუმცა ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინ თბილისში ბევრად მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ. მალე ნორვეგიასთან დაპირისპირებაა, ამ მოცემულობით კი საქართველოს ნაკრები სექტემბერს მოუმზადებელი შეხვდა.

შემადგენლობა

ბევრი კი ვეცადეთ, სავარაუდო შემადგენლობის დროს მაქსიმალური მოწოდება ყოფილიყო, განაცხდაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეღოთ, რაც არ მომხდარა.
სანიოლმა შეცვლა სათამაშო სქემა. თეორიულად, ის მთავარ ბრძოლას მინდვრის ცენტრში ელოდა და ფეხბურთელთა რაოდენობა იქ გაზარდა, თუმცა ამან მეტოქის ზეწოლა ვერ შეამცირა, დაცვაში კი მეტი სივრცე დავტოვეთ, რის გამოც მამარდაშვილის კართან ნამდვილი შტურმი მივიღეთ, გაუთავებელი იერიშები და ჩაწოდებები.

სანიოლს თავის დროს 3-მცველიანი ტაქტიკა დავუფასეთ, ამით ჩვენი ფლანგელები დაცვასა და შეტევაში თამაშს უკეთ აბალანსებდნენ, ახლა კი სწორედ ეს არ იყო, რამაც პრობლემები შექმნა. მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილის ძალიან სუსტი თამაში იქნებ მაშინ თავიდან აგვერიდებინა, თუკი სხვა ტაქტიკური სქემა გვექნებოდა.

ესპანელებს მინდვრის ცენტრში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, როდრის თამაშის სტილს და დამაჯერებლობას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. აქ ნამდვილად იყო შემთხვევა, როცა უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. მაგალითად, ლუკა გაგნიძეს თავი არ დაუზოგავს, ყოველთვის ცდილობდა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ის მართლაც სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა იმ ფონზე, როცა ბოლო დროს მოსკოვის "დინამოშიც" ცოტას თამაშობს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება სხვა დონეზე მიეცეს. არ გვინდა ისე გამოვიდეს, ცოტა სხვა შემადგენლობით გამარჯვების შანსი გვექნებოდა, ეს ვარაუდები და დაშვებებია, თუმცა ახალი სახეები ვერც მინდვრის შუაში ვიხილეთ, თუნდაც, გიორგი ქოჩორაშვილი.

მწვრთნელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა საბა ლობჟანიძის სასტარტოში დაყენება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშისა და სიტუაციის მიუხედავად, შეხვედრაში კარგად ვერც ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო.

და, მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ ახლა იწყებს, საბა საზონოვი ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრში თამაშს უკვე იმსახურებს და ესეც კიდევ ერთი შეცდომა შემადგენლობის შერჩევაში. ის, რომ გიორგი გველესიანს შანსი არ მიეცა, აქამდეც აღვნიშნეთ.

Sportall.Ge

სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, შემდეგ კი ჩავარდნილი პერიოდი იყო. მაშინ ფრანგი ცოტა "აჭრილიც" კი მოგვეჩვენა, განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, სადაც უცნაურად გადახალისებული შემადგებლობა ვიხილეთ. ამას წაუგებელი სერია და ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა მოჰყვა.

"ერთა ლიგა" ჩვენთვის იდეალური ტურნირი გამოდგა, მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის ნაკრებებთან წარმატებას მივაღწიეთ და ეს ცუდ სამსახურს იმაში გვიწევს, გუნდის რეალური დონის განსაზღვრა გვიჭირს, შემდეგ კი ამბიციები გვეძალება. ვილის, თითქოს, ფანტაზია ამოეწურა და მას სამწვრთნელო გამოცდილებაც არ აქვს, მისი დახმარებით მანევრირება შეძლოს. აპელირება კვლავ "ერთა ლიგიდან" მოპოვებულ პლეი-ოფზეა. ასე იყო ვაისის დროსაც, მანამდე ყველაფერი "გავატარეთ", ფინალის მოგების და ევროპირველობაზე გასვლის შანსი გვაქვსო.

სანიოლი მაინც ნაკლებად გვიცნობს. საქართველოს ნაკრები სულ ასეთი გუნდი იყო, ფსიქოლოგიაზე დიდად დამოკიდებული. ახლა მოკლე დროში მათი ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა იმავე მწვრთნელის მხრიდან რთული ამბავი იქნება. კი ბატონო, შორს არაა 12 სექტემბერი და დაველოდოთ, იქნებ სასწაული ხდება, თუმცა ბევრი მწვრთნელი პარასკევის საღამოს გადადგებოდა. საქმე მხოლოდ ერთ მარცხში არაა, ეს უფრო სიტუაციის ლოგიკურ და არასასურველ ფინალს ჰგავს, რომლის დასრულება რაც უფრო გაიწელება, მიწაზე უფრო დაენარცხები, შემდეგ კი წამოდგომა ორმაგად გაჭირდება...

ფეხბურთელები

ვსაუბრობთ ზოგად პროგრესზე, უკეთეს კლუბებში მყოფ ჩვენებურებზე, მაგრამ თავს იქნებ სწორედ აქ ვიტყუებთ. ჯერ ერთი, გუნდური ელემენტებია მთავარი და წარმატებას ეს განსაზღვრავს, ამავდროულად კი რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესით ყველაფერს ვერ შეცვლი. უმეტეს შემთხვევაში, საქმე დაბალი დონის ჩემპიონატებთან გვაქვს, მერე რა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ში რონალდო და მესი არიან, მერე რა რომ ხანდახან ავსტრიაშიც გაგვაქვს, კვიპროსშიც და სლოვაკეთშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შემადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნის დონის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, ასეთი პერიოდები გვქონია და მას თავისი უარყოფითი აქვს.

ესპანეთთან მატჩის სტარტიდანვე იგრძნობოდა, რომ წარმატების რწმენა არ არსებობდა, ორბურთიანი ჩანორჩენის შემდეგ კი ვერცერთი ჩვენებურის სახეზე კარგს ვერაფერს ამოიკითხავდი.

Sportall.Ge

ვეტერანები

მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, მათ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა თუნდაც მხოლოდ ძველი დამსახურების გამო, ნაკრების განაცხადში რამოსი, ბუსკეტსი თუ ალბა ახლაც რომ იყვნენ, ამის გამო ქვეყანას არავის შეყრის. ვხედავთ, როდის ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ზოგჯერ ამ პროცესს რაც უფრო გაწელავ, კრიტიკა და წარსულში განცდილი ემოციების განელება იმატებს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჟურნალისტებსაც უჭირთ, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. უჭირდათ ბრაზილიაშიც, გერმანიასთან განადგურების შემდეგაც. ამას სჭირდება ცოტა გამბედაობა, ამავდროულად, ტაქტი.

არც ისაა სასურველი, კონკრეტული გვარები ჩამოვწეროთ, თუმცა არც რაღაც ზოგადი და აბსტრაქტული საუბარიცაა გამართლებული. საქართველოს ნაკრებშიც უკვე მეკარის ჩანაცვლებაც მოხდა, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ და ლოგიკურად, ეს ხაზი ახლა დაცვაში უნდა გაგრძელდეს. შუა შესარჩევში ამის გაკეთებას მიზანშეწონილად არ ჩავთვლიდით, ჯგუფიდან გასვლის შანსები რომ შენარჩუნებული გვქონდეს. ამავდროულად, ყაზახეთის ნაკრებთან ოპტიმალურ შემადგენლობაზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ, იქ უკვე შეცდომები აღარ გვეპატიება. არც ისე უნდა გამოჩნდეს, ყველა უბედურებას, რაც ესპანეთის ნაკრებისგან მივიღეთ, მხოლოდ კაშია-კვირკველიას დუეტს ავკიდოთ, როცა რგოლებს შორის ამხელა წყვეტაა და შენს საჯარიმოში ასე ცხელა, შეცდომების დაშვების ალბათობაც მეტია და დაჩაგვრისაც.


კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნამდვილად ცალკე უნდა ვისაუბროთ, რადგან მის მიმართ მოლოდინი ძალიანაა გაზრდილი. ისევ იქედან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმით დიდი წარმატებები არ მოდის, თანაც, ახლა "კვარა" იდეალურ ფორმაში არაა. ჩვენი გუნდის ზოგადი დონისა და თამაშიდან გამომდინარე, მას იმ დრომდე, სანამ ანგარიშში ჩამორჩენა ძალიან გაიზარდებოდა, ჩვენ ლიდერს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხვიჩა თანაგუნდელებს მუდმივად ესაუბრება, ამშვიდებს, რჩევებს აძლევეს, ახალისებს, ის ამ მხვრივაც გაზრდილია. 

ცოტა სხვა მოცემულობაში, კვარაცხელიასგან კიდევ უფრო მეტს ვნახავდით. ესპანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ის კუთხეში მიემწყვდიათ და ამ დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის გრძელ პასებს, რომელიც გაცილებით თავისუფალი თანაგუნდელებისკენ მიდიოდა, შესაბამისი გაგრძელება არ ჰქონდა...

იმედია, ამ შოკიდან ყველანი გამოვალთ, მანამდე კი კარგად უნდა განვსაზღვროთ, თუ რაა ჩვენთვის მთავარი. გვახსოვს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიას ტაქტიკით უკმაყოფილო ვიყავით, ახლა თითქოს ის განცდა იყო, რომ არაფრის დათმობას ვაპირებდით და კატასტროფულად დავამთავრეთ. ზოგჯერ მართლაც შედეგზე თამაში გვჭირდება, იშვიათად, მაგრამ "ღირსეული წაგებაც" არაა ცუდი, უფრო მთავარი კი მწვრთნელის ხედვა და მრავალფეროვნებაა, რაც ასე ვერ დავინახეთ!..

altისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

altსანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

მკითხველის კომენტარები / 81 /
გინდ იქედან და გინდ აქედან იმასაქენით არაფერი გამოვა. ამ ნაკრებს რო არაფრის მიღწევის შანსი არ აქვთ,ამას შოტლანდიასთან მივხდი,როცა წვიმის და წყლის გამო თამაშზე უარს ამბობდნენ.მერე გახმაურდა ასეთი ამბავი,შოტლანდიელთა 8 ნომერი,სელტიკის მოთამაშე მაქგრეგორმა,თუმრე ქართველ ფეხბურთელებს თხოვა ეთამაშათ,ამათ უარი უთქვამთ და იმას უთქვამს,წამოვალთ და თბილისში გეთამაშებითო,თვითფრინავში დავჯდეთ და წავიდეთო. რას გვეუბნება ეს ფაქტი,ფეხბურთი არის კაცების სპორტი და სამწუხაროდ,საქართველოს ნაკრებში კაცები არ არიან. ლგბტ კაშია,თმა გადაღებილი ლობჟანიძე და კიკინიანი ლორია,ხოდა რა შედეგს ითხოვთ? იმ ერთმა შოტლანდიელმა შეარცხვინა ნაკრები,თქვე მშიშრებო,სადაც გინდათ იქ გეთამაშებით და გადაგიმტვრევთ მუხლზეო. ამის მერე,რას ელოდით ამ ნაკრებისგან? კაცს რო წვიმის შეეშინდება,რაღაზე უნდა ელაპარაკო. თუ არ მეთანხმებით,მაშინ უარესი პრობლემა არის,კლუბების გამო არ უნდოდათ ტრავმის რისკი და ამიტომ არ უნდოდათ თამაში.შიშს კიდევ გაგებით მოეკიდები,ეშინია და რა უნდა ქნა,ხოლო როცა ვიღაც სუტენიორის გუნდის გამო შუაზე იხევი,სადაც მონური ანაზღაურება გაქვს,დებილი ხარ ჩვეულებრივი. ეს ნაკრები ერთი კარგად უნდა დაფერთხო,მამარდას და დავითაშვილის გარდა არავინ უნდა გააკარო ნაკრებს,წამოწიო უ21 ხალხი და ათამაშო,2-3 წელში ისეთ შედეგზე გაგიყვანენ რო ვერც წარმოვიდგენთ.ალაბათ,დიდი პრაფესორობა არ უნდა,სვანაძე უნდა გახდეს მწვრთნელი და მიეცეს დრო. ფედერაცია,სანიოლი და მისი ალჟირელი ასისტენტი,თავისი ხიზანეებით და ამისულაშვილებით უნდა გააფსან ნაკრებიდან.
პინგვინა
09 სექტემბერი 2023 16:19
25
კობიაშვილის თამადობით მისი "შტაბის" ყველა წევრი უნდა გადადგეს.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2023 16:16
6
სანიოლი ვერ გადადგება. ახალი "მწვრთნელი" რომელიც ხიზანას , მინუს და მის აირებს აწყობთ არც ისე ადვილად მოსაძებნია..
კაზინო ამბასადორის მენეჯერი
09 სექტემბერი 2023 16:14
4
ძალიან არ მინდა პლეიოგებს ფსიქოლოგიურად გატეხილები შევხვდეთ... ერთადერთი, მუხტია, რაც შანს გვაძლევს ამ შემადგენლობით რაღაცას მივაღწიოთ, თორე მწვრთნელის ტაქტიკა და ხედვები არც მისი "ქოუჩის" უნარები და არც შემადგენლობის სწორად შერჩევა არ ჩანს ბოლო დიდი ხნის განმავლობაში... მუხტი თუ არ გვექნება ამ შანსსაც გავუშვებთ ხელიდან... კაშიას რაც შეეხება, კაშია ჯერჯერობით საჭიროა ზუსტად მისი გამოცდილების, ლიდერული და კაპიტნის თვისებების გამო, მუხტის მიცემის, დამშვიდების, რაღაცნაირად იმედის ქონა თამაშის დროს, ოღონდ მას 5 მცველიან ტაქტიკაში ცენტრში ორი ახალგაზრდა ჯანიანი მცველი უნდა უბალანსებდეს ვეტერანის მინუსებს და არა საბა კვირკველია რომელიც ფორმის პიკში დიდი ხანია რაც აღარაა. საბას საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი მაქვს, სათადარიგოდ არაა ცუდი არჩევანი, მაგრამ 4 მცველიან ტაქტიკაში, ვეტერან კაშიასთან და ფლანგებზე შემტევ მცველებთან ერთად?? ხო არ ღადაობ??? ან აბურჯანიას ვინ ყავს ასეთი პატრონი რო მსგავსი უუნარო ფეხბურთელი ამდენი წელია ესპანეთში, პორტუგალიაში, თურქეთში და ნაკრებში არის სტაბილურად... მისი მსგავსი კარიერა რომ მექვაბიშვილს ქონოდა, ასჯერ უკეთესი საყრდენი იქნებოდა... ასეთი ნელი, ფაფხურა და უფხო ფეხბურთელი არ მახსებდევა არავინ... ეროვნულ ლიგაში მოიძებნება ათი ფეხბურთელი რომელიც მაგაზე მეტ შეცდომას არ დაუშვებს. რა უბედურებაა რა გჭირთ ხალხო. კვარა კიდე ჯადოქარი არაა, მითუმეტეს ფორმიდან შედარებით ამოვარდნილი და ასეთ თქეშ წვიმაში სადაც 1-2 ად იკლებს მსგავსი სისწრაფეში ტექნიკური ფეხბურთელების პროდუქტიულობა, მითუმეტეს სეზონის ამ ნაწილში, ამდენი გაუგებრობის ფონზე რაც მის გარშემოა... სანიოლის წინააღმდეგი არ ვიყავი ასე მძაფრად, მაგრამ ძალიან მეშინია მეტნაკლებად პოტენციალის მქონე გუნდით კიდევ ერთი ნაჩუქარი შანსი არ გავანიავოთ მის ხელში...
რა მაფიაა?
09 სექტემბერი 2023 16:07
7
ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ... - ეგაა, ცოტა მიწაზე უნდა დავეშვათ. სხვანაირად რო შევხედავთ დიტუაციას, მივხვდევით, რომ კიდევ ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება, ზუსტად მაშინ გვეშველება და არა მარტო სპირტში...
დათო
09 სექტემბერი 2023 15:40
1
ხიზანას და ბომონდური საზოგადოების იმედი მაქვს მე პირადად)))
09 სექტემბერი 2023 15:33
0
კვირკველია,აბურჯანია,კაშია-რაც შეუძლიათ თამაშობენ,მაგრამ საკმარისი არაა.ვინც მათ აყენებს იმათი ბრალია ყოველივე.
cheroeli
09 სექტემბერი 2023 15:32
1
ამათი შემყურე ცაც კი ტიროდა გუშინ! კალათბურთში გადაგვიარეს! ფეხბურთში გადაგვიარეს! დღეს რაგბისტების დღე დადგა და არ ვიცი რა ვიფიქრო! 16 წლის ლაწირაკი რომ გაგიტანს მეშვიდე ბურთს და კიდევ ლამობს მერვე შეაგდოს, მანდ დამთავრდა ყველაფერი დინამოზე!
მწრთვნელი
09 სექტემბერი 2023 15:30
3
პირველ რიგში დიდი მოკითხვა გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს და ყველა მის მყვარებელს! სირცხვილი ჩვენ, გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს, როცა სიჩუმით თანხმობა მივეცით ეროვნულ ნაკრებს ჰყოლოდა ცისარტყელა კაპიტანი, იმედია ეხლა მაინც გავუშვებთ სახლში, ბაბუცა პატარაია და ლომჯარია ელოდებიან!
llcl
09 სექტემბერი 2023 15:20
7
გასაგებია რომ არ გყავს მაღალი დონის გამოცდილი ფეხბურთელები მაგრამ ხომ შეიძლება მწვრთნელი და სტაფი გყავვდეს ისეთი რომ ელემეტარული სწორ ტაქტიკას არრჩევს და შემადგენლობას დააყენებს და გუნდს დამუხტავს და მიცემს მოტივაციას რომ იბრძოლოს მოედანზე ეს ხომ მაინც არის შესაძლებელი მე დარწმუნებული ვარ არც ცხადაძე არც ქეცბაია ასე არ წააგებდნენ არცერთი ქართველი მწვრთნელი ვისაც კი საშუალო დონის კვალიფიკაცია აქვს ამ ნაკრებით ასე არ წააგებდა და ასე არ ითამაშებდა რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ საქართველოს ნაკრებს უნდა ყავდეს ქართველი მწვრთნელი რომელიც გუნდს დაელაპარაკება ქართულად და მისცემ ელემეტარული მუხტს და მოტივაციას რომ იბრძოლონ მაინც ქეცბას დროს კი არ გყავდა ისეთი ფეხბურთელები როგორიც ახლა გყავს და კი უხარისხო ფეხბურთს ვთამაშობდით და ვაგებდით კიდეც მაგრამ იბრძოდნენ მაინც ესე არ აგებდნენ სამარცხვინოდ იგივე ცხადაძის დროსაც.
gela
09 სექტემბერი 2023 15:14
3
Gelaa bevr rameshi getanxmebi bevrshi ara. Ro gaidzaxi qartveli mwvrtneli unda yavdes nakrebso,,jer eserti vinc ki cota normaluri gamochnda qartvel mwvrtnelebshi iyvnen yvela nakrebshi da ra miviget??qartulad unda daelaparakoso ro idzaxi kide demchenko ar elaparakeboda qartulad goris dilas magram shedegi dades,stiv kinmac ragac qnaa.mtavaria daelaparakos tore ra enaze daelaparakeba didi mnishvneloba ar aqvs..chvens nakrebs chirdeba gamocdili taqtikosi mwvrtneli romelsac maragshi eqneba 2-3 kargad damushavebuli taqtika,,gunds aswavlis sirbils,presingis tamashs da presingidan tavis dagwevas,,aseve gunds aswavlis rogor unda imodzraos tavisi shetevis dros da metoqis shetevis dros da rac yvelaze mtavaria nakrebs aswavlis brdzolas sisxlis bolo wvetamde miuxedavad angarishisa..rogorc ki 2goli gaushvit egreve kapitulacia gamoacxada gundma arada ramdenjer gvinaxavs 2-3 goliani tamashis daqambeqeba did fexburtshi vin motvlis..saswrafod mosayvania magali donis gamocdili ucxoeli mwvrtneli tavisi shtabit da fsiqologit saswrafod tore es taobac 2-3welshi wagebulis mentalitetit da fsiqologiit dagvekargeba ise rogorc aqamde daikarga taobebi
Gel-100
09 სექტემბერი 2023 18:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული