ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. ბებიას და დანელიას დარტყმული ბურთები მეკარე შეშკუტემ მოიგერია. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე მცველმა იონუშაიტემ  წააქცია და ბებიამ პენალტით გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე პირისპირ  გასულ მასპინძელთა თავდამსხმელს მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა და გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვ
და.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

დრუსკინინკაი. „სპორტ კომპლექსი“

ლიეტუვა - საქართველო 0:1
გოლი: ბებია (88, პენ)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა, ხაბურძანია (ბუხრიკიძე 46), დანელია, ბებია, ბაქრაძე (ნარსია 90+2)

მკითხველის კომენტარები / 25 /
ლაიქზე 200 ლ, დადებით შეფასებაზე - 300 ლ (თუ ქოცებსაც გარევთ საქმეში, +500ლ)
ბიძო ჭორვილელი
10:30 17-07-2024
18
მაპატიეთ და - ბაქრაძეს ბარემ ულვაშებიც გაუკეთეთ.
xuta
09:19 17-07-2024
42

სიახლეები პოპულარული