რაღა უნდა შეაფასო - გურამ კაშია ესპანეთთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"1:7-ს რომ წააგებ ნაკრების მაისურით, მერე რაღა უნდა შეაფასო. ძალიან მწყდება გული, განსაკუთრებით გულშემატკივრების გამო, რომლებსაც ასე გავუცრუეთ იმედები. ალბათ, არავინ არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, არც ერთი ფეხბურთელი. ძალიან მაინტერესებს შემდეგ შეხვედრაში როგორ ვითამაშებთ. თითოეულმა ჩვენგანმა ხასიათი უნდა გამოავლინოს. რასაკვირველია, როგორც კაპიტანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ამ შედეგზე ყველა ფეხბურთელია პასუხისმგებელი. პრობლემა ყველამ საკუთარ თავში უნდა მონახოს," - თქვა კაშიამ. 

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სამშაბათს, 12 სექტემბერს ოსლოში, ნორვეგიის ეროვნულ
გუნდთან გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
პირსქხოცის გადაგდებით მაინც წყდებოდეს თამაში
123
09 სექტემბერი 2023 18:33
0
ჯიგარი ხარ, ჩაეთვალა!
გულშემატკივარი
10 სექტემბერი 2023 16:06
0
არა უშავს ,ქვეყანა ამით არ დაიქცევა, უარესები ხდება და არ გიღალატებთ!
ზ.გ.
09 სექტემბერი 2023 18:10
8
ცოტა ადამიანური "საბოტაჟი " მაინც მოაწყვეთ, ან ბოლო ბოლო პირდაპირ გამოდით და თქვით რაც არ მოგწონთ თუ არ გინდათ , ხალხის წინაშე არ ხართ მართლები
გ.შ.
09 სექტემბერი 2023 17:32
1
მეორე გოლის შემდეგ,ნაკრები უკვე მთლიანად დაშლილი იყო.მეორე ტაიმში,თითქოს გაიბრძოლეს,შეცვლაზე შემოსულებმა,მაგრამ კიდევ ერთმა დაშვებულმა გოლმა,ისინიც ისევე გააცურა,როგორც პირველ ტაიმში,დანარჩენები.
სოსო
09 სექტემბერი 2023 16:44
1
აბა თქვენ იცით, "არ დაგვაღალატოთ", დიდი ანგარიშით უნდა მოიგოთ!
ეეეჰ???
09 სექტემბერი 2023 16:14
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული