რაღა უნდა შეაფასო - გურამ კაშია ესპანეთთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"1:7-ს რომ წააგებ ნაკრების მაისურით, მერე რაღა უნდა შეაფასო. ძალიან მწყდება გული, განსაკუთრებით გულშემატკივრების გამო, რომლებსაც ასე გავუცრუეთ იმედები. ალბათ, არავინ არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, არც ერთი ფეხბურთელი. ძალიან მაინტერესებს შემდეგ შეხვედრაში როგორ ვითამაშებთ. თითოეულმა ჩვენგანმა ხასიათი უნდა გამოავლინოს. რასაკვირველია, როგორც კაპიტანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ამ შედეგზე ყველა ფეხბურთელია პასუხისმგებელი. პრობლემა ყველამ საკუთარ თავში უნდა მონახოს," - თქვა კაშიამ. 

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სამშაბათს, 12 სექტემბერს ოსლოში, ნორვეგიის ეროვნულ
გუნდთან გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
პირსქხოცის გადაგდებით მაინც წყდებოდეს თამაში
123
09 სექტემბერი 2023 18:33
0
ჯიგარი ხარ, ჩაეთვალა!
გულშემატკივარი
10 სექტემბერი 2023 16:06
0
სადაა შენი ჯადოსნური სამკლაური? :)))
ჰეჰე
09 სექტემბერი 2023 21:22
7
მეორე გოლის შემდეგ,ნაკრები უკვე მთლიანად დაშლილი იყო.მეორე ტაიმში,თითქოს გაიბრძოლეს,შეცვლაზე შემოსულებმა,მაგრამ კიდევ ერთმა დაშვებულმა გოლმა,ისინიც ისევე გააცურა,როგორც პირველ ტაიმში,დანარჩენები.
სოსო
09 სექტემბერი 2023 16:44
1
ნეტა რუსეთი დროზე დამარცხდეს და ჩვენ ნატოში მიგვიღონ და არა გავარტყი სპორტში ვისთან წავაგებთ..!
ზაზა
09 სექტემბერი 2023 19:09
35
ოცნებაც და ამნაირი?
ირაკლი ქუთაისელი
09 სექტემბერი 2023 22:21
5
ცოტა ადამიანური "საბოტაჟი " მაინც მოაწყვეთ, ან ბოლო ბოლო პირდაპირ გამოდით და თქვით რაც არ მოგწონთ თუ არ გინდათ , ხალხის წინაშე არ ხართ მართლები
გ.შ.
09 სექტემბერი 2023 17:32
1
არა უშავს ,ქვეყანა ამით არ დაიქცევა, უარესები ხდება და არ გიღალატებთ!
ზ.გ.
09 სექტემბერი 2023 18:10
8
ყველამ თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ ასეც არ შეიძლება კონკრეტულ ფეხბურთელებზე ჯოხს ვტეხდეთ... თამაში ყველამ თანაბრად ჩააგდო, მამარდაშვილის გარდა...

არ დაგვავიწყდეს, ეს მალტის ნაკრები არ იყო, რომლის ფორვარდმა მიფსუდიმ მსოფლიო დონის მცველი ერთი მოძრაობით გაგვიცუცურაკა და ისტორიულ შედეგს მიაღწიეს (მაშინ კალაძე არავის ულანძღია... არც კაპიტნის სამკლაურით შეგდებულ ორ გოლზე გვილანძღია ამდენი).

რომ მიადექით კვირკველიას ლანძღავთ, ასე არ შეიძლება... პირიქით, როცა შენი ქვეყნის ნაკრებსა და მის ფეხბურთელებს ეხება, მათ გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ...

გაგახსენოთ ბრაზილია-გერმანიის შედეგი? არავის საკუთარი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები არ უგინებია... ჩვენ ხომ ჩვენი რანგის გუნდთან არ წაგვიგია...

თამაზი
10 სექტემბერი 2023 02:46
5
აბა თქვენ იცით, "არ დაგვაღალატოთ", დიდი ანგარიშით უნდა მოიგოთ!
ეეეჰ???
09 სექტემბერი 2023 16:14
3
ნორვეგიასთან ახალ რეკორდს დადებენ და თუ იქ 7:0 ან 8:0 წააგებენ მაგარი იქნება !!! ჩვენ მეზობლებს 9:0 აქვს წაგებული და ტეხავს გადასწრება …))))
აბა რააა
09 სექტემბერი 2023 21:25
7
Ბავშვი კითხულობდა 10 დეა თამაშიო??
Ვაი ვაიი
09 სექტემბერი 2023 20:47
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული