ოთარ კიტეიშვილი: აუცილებელია, ამ შესარჩევ ციკლში საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ

AutoSharing Option
ნორვეგიასთან გასვლითი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"ნორვეგიასთან ბათუმში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებული თამაში გველის. ახლა მეტოქეა მასპინძელი, ჩვენ კი სამი დღის წინ მძიმე და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი მარცხი ვიწვნიეთ. აუცილებელია, გამოვავლინოთ ხასიათი, ვაჩვენოთ ჩვენი სულისკვეთება და ვითამაშოთ საუკეთესო თამაში ამ შესარჩევ ციკლში.

ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, როგორ წარმოვაჩენთ თავს ასეთი მარცხის შემდეგ. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათთვის დიდი გამოცდილება იქნება მომდევნო მატჩი.
დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავთ".

ნორვეგიის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
აუფ. რა ჩაატარეთ....))))))
კარგი რა
01:05 13-09-2023
0
სადაც ზედმეტი რისკი არ იყო საჭირო იქ გარისკეს მწვრთნელები შეცდნენ. მაგრამ ფეხბურთელებიც ვერ გაექცევიან პასუხის მგებლობას უჯიგრო თამაშისთვის ეს სოფლის გუნდი არ არის ეს არის საქართველოს ნაკრები და ვინც მის ფორმას ჩაიცვავს ყველაფერი უნდა გააკეთოს გამარჯვებისთვის.ერთს დავამატებ ნორვეგიასთან ფრთხილი ტაქტიკა დამღუპველი იქნება უნდა შეუტიონ და აუცილებლად უნდა მოიგონ ეს ქართველ ხალხს ჭირდება.შემადგენლობაში ქოჩორაშვილი და საზონოვი უნდა გამოჩნდნენ აუცილებლად.
ქომაგი
15:00 12-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული