"ყველაფერს სწორედ ეს ართულებს" - ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ Sky Italia-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ჩელსის" ყოფილი ფორვარდის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ახალგაზრდა ქართველი გარემარბი შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს.

"რა თქმა უნდა, "ნაპოლის" სტარტს იდეალურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს, გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი იდეების განსახორციელებლად დრო სჭირდება.

რაც შეეხება ხვიჩას, გამიხარდა, რომ "ნაპოლიში" დარჩა. ვიცოდი, რომ ეს წელი მისთვის ყველაზე რთული იქნებოდა, რადგან საკუთარი კლასი სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს. რატომ ვეღარ ბრწყინავს ძველებურად? მეტოქეებმა შეისწავლეს,
ყველაფერს სწორედ ეს ართულებს. დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს", - განაცხადა ძოლამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altLa Gazetta dello Sport: დე ლაურენტისი გარსიას შემცვლელზე ფიქრს იწყებს - კანდიდატები ცნობილია

altფულვიო კოლოვატი: "კვარას" და ოსიმენს 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი

altამის შეცვლა ისევ ხვიჩას შეუძლია - იმედგაცრუება, საჯარო დაპირისპირება და ნეიტრალური გულშემატკივარი, რომელიც სიამოვნებას ვეღარ იღებს!..

მკითხველის კომენტარები / 15 /
კვარა უკვე გასული სეზონის მიწურულს 'გაიშიფრა' აქეთური -იქეთური, ფინტი, ორი და მისი დარტყმა ხშირად იქვე მდგომი მცველის ფეხებს ვერ ცდება. ძალიან ხშირად, რო უყურებ უკვე იცი რას იზამს და დარტყმას როდის აპირებს, გაჯიუტებულს დაემსგავსა.

ნერვებს თუ არ აყვა გაიზრდება, გაიხსნება.
ვანდა ჯიქია
10:12 27-09-2023
6
ხვიჩას თამაშის შესწავლა პირდაპირი მნიშვნელობით იმას კიარ ნიშნავს ,რომ მისი ფინტები და მოძრაობები შეისწავლეს არამედ იმას, რომ სივრცეს აღარ უტოვებენ,ხისტად და ძალისმიერად ეთამაშებიან და მთელ გუნდს [ნაპოლის] აიძულებენ იმ ტემპში და ტაქტიკით თამაშს როცა კვარაცხელიამდე ბურთი მიდის მრავალფაზიანი ზოზინა გადაცემების შემდეგ,თანაც ხვიჩა ბურთს ღებულობს სტატიურ მდგომარეობაში ,მოწინააღმდეგის კარისკენ ზურგშექცევით.ბუნებრივია ,ასეთ შემთხვევაში ,მისი ეფექტურობა მკვეთრად კლებულობს.საჭიროა მთელი გუნდის მკვეთრად ამოძრავება და ხვიჩასთვის სივრცეების შექმნა.საჭიროა მარჯვენა მხრიდან მის მხარეს ბურთის სწრაფად გადმოტანა,მაქსიმუმ ორი პასით მაინც.ერთი სიტყვით ხვიჩას მ.ქ.კ. გაზრდა დიდაა დამოკიდებული გუნდის თამაშის გარდაქმნასთან სწორი მიმართულებით.სამწუხაროდ ,ამდაგვარი,ჯერ-ჯერობით არაფერი შეინიშნება.
საჩინო
22:34 26-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული