თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, A ჯგუფში, კვიპროსი სახლში ნორვეგიასთან 0:4 დამარცხდა, უქულოდაა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ჩაატარებს. ნამატჩევს კომენტარი კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. სამწუხაროდ, სათამაშოდ ძალა მხოლოდ 45-50 წუთი გვყოფნის. არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ ასეთ დონეზე, როგორზეც ნორვეგია იმყოფება, ძალიან ძნელია წინააღმდეგობის გაწევა. პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, რაღაცის გაკეთებას შევეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

იმოქმედა თუ არა პირველმა გაშვებულმა გოლმა? საქმე კიდევ ისაა, რომ არც გვიმართლებს. კარგი იქნებოდა პირველი ტაიმი
0:0 დაგვესრულებინა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ასეთ ნაკრებებს არ შეგვიძლია 90 წუთი შევეწინააღმდეგოთ. ერთია ბურთით და მეორე უბურთოდ თამაში, როდესაც მეტოქეს დასდევ. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს.

2-3 დღეში ბევრი რამის შეცვლას ვერ მოვახერხებთ. გამარჯვება გვინდოდა, თუმცა ნორვეგიას მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ყოველი მატჩის მეორე ნახევარში პრობლემა გვექმნება. საქართველოს, რა თქმა უნდა, კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ეს ესპანეთი არაა, გავემგზავრებით და რაღაცის მიღწევას შევეცდებით".

მკითხველის კომენტარები / 17 /
თქვენ გინდა აქედანაც იმას ქვნა და იქიდანაც.?!
ნორვეგიას მსოფლიო კალსის მოთამაშეები ყავს თქვე კაი ხალხო.
4-0 წავაგეთ მარტო. ესეიგი ძაან მაგარი ვყოფილვარ რააა.
las
13 ოქტომბერი 2023 17:51
2
თემურა ჩვეულ სტიქიაშია. ეს ესპანეთის და გერმანიის მწვრთნელად რო დააყენო იქაც იწუწუნებს
შაკო
13 ოქტომბერი 2023 15:29
12
თემურ, დაახიე ბურთი თავზე, იქნებ ამით სანიოლი მოვიშოროთ.
გიორგი
13 ოქტომბერი 2023 13:27
12
თემური ისეთ სწორ ანალიზს აკეთებს,რომ მეგონა საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკობდა,ჩვენც ზუსტად ასე ვართ,მაგრამ ჩვენთან ფედერაცია როგორ იტყვის ან სანიოლი? დაცვა არ გვყავს ისეთი თავისუფალი ზონები დატოვეს ტაილანდთან
სვანსკი
13 ოქტომბერი 2023 13:05
1
გუსინ ფეხბურტელებს ვეტამასეტ. ეგრე ნორვეგიას რო მოუგებ ეგ არი ფეხბურტი
aron
13 ოქტომბერი 2023 12:14
1
ქეც ქეც წარმატებები წარმატები ჯიგარ დიდება უფალს
o o n
13 ოქტომბერი 2023 12:05
3
არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი...როდის იყო ჭიანჭველა ას მეტრაზე ხტებოდა,როდის იყო ჩემი ვირი ოპერაში მღეროდა… და ა.შ. ნუ ელოდებით წინსვლას. სად ჩვენს გენში კიდევ დარჩა ფეხბურთის სიყვარული დასაწყებია ე.წ. გადატვირთვით ჩვენს საფეხბურთო მეურნეობაში.. დაწყებული ბავშვთა ასაკიდან, უნდა მოიწვიონ შესაბამისი სპეციალისტები, ამ გზაზე გავლილი ქვეყნებიდან, მაგ . ბელგიიდან. მთელი ქვეყანა უნდა მოიარონ და ნიჭიერი ბავშვები შეირჩეს და გადაანაწილონ რეგიონების მიხედვით საფუხბურთო აკადემიებში, ფსიქოლოგები ჩართონ საქმეში, მათ შორის ამ ბავშვების მშობლებისთვისას, და ეს ყველაფერი უნდა იყოს უფასო, ან მისაწვდომ ფასში, მაშინ შედეგი აუცილებლად მოვა, ისე ვიტრიალებთ უსასრულოდ ერთ წრეზე, ერთი მოგებით და ვაშა პატრიოტიზმით, მინიმუმ 10 ხვიჩა და გიორგი უნდა გვყავდეს რომ ჩვენს ნაკრებს რამე შეეტყოს, ეს თავისით მოხდება? თემური შეიძლება მაღალი დონის არ არის, მაგრამ იცის ჩვენი შესაძლებლობები, მინუსები და ემოციურად ხსნიდა რატომაც, მაგრამ უნიჭო ჟურნალისტებს ამის გაგება არ უნდოდათ...
გუსანი
13 ოქტომბერი 2023 11:56
4
თემოს შემოვევლე! გაცალონ მთავარია მუშაობა 5 წლიანი ციკლით და "ეტაპზე ლიგაზე" გექნება შანსი! სადაც არ უნდა იყო ყოველთვის გისურვებ დიდ წარმატებებს, რადგან შენ როგორც ქართველი და როგორც ჩემი კუთხის საამაყო შვილი იმსახურებ ამას! პ.ს იმედია ერთ მშვენიერ დღეს,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გიხილავ! ☝
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
13 ოქტომბერი 2023 11:00
11
ეგ ის კვიპროსია ბურტი რო დაგვახია ტავზე
pepe
13 ოქტომბერი 2023 08:21
11
გაიხსენეტ კვიპროსმა ბურტი დაგვახია ტავზე ტაილანდი ხოკეისტები იყვნენ
kaka
13 ოქტომბერი 2023 08:02
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული