ვილი სანიოლი: ახლა სულ სხვა ჩაკვეტაძეს ვხედავთ - რესურსები სწორად უნდა გადავანაწილო

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, კვიპროსთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"პირველ ტაიმში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი იყო, ვინც ცდილობდა, საკუთარი თამაში ეთამაშა და ერთ-ერთი გიორგი ჩაკვეტაძე იყო. მეორე ტაიმში მოუმატა, ამ დროს კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთმანეთთან ახლოს თამაშობდნენ. რაც აქ ვარ, გიორგის სულ ვიძახებდი, მათ შორის მაშინაც, როცა რთული პერიოდი ჰქონდა და გუნდში არ თამაშობდა. ახლა სულ სხვა ფეხბურთელს ვხედავთ. სხვანაირად ინგლისში არც გამოვა. ყველაფერი "ჩაკვეს" შრომის შედეგია.

ჩვენს ტაქტიკაში მთავარი ინტენსივობაა. პირველ ტაიმში
ყოველთვის არ გამოგვდიოდა, რაც ჩავიფიქრეთ. როცა ბურთით კიტეიშვილი იყო, ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე მისგან მოშორებით მოქმედებდნენ. შევამჩნიეთ, რომ კვიპროსელები მარჯვნივ სუსტად გამოიყურებოდნენ და ჩაკვეტაძის მარცხნივ გადასვლა ამიტომ გადაწყდა. ყოველთვის არაა იოლი, სათადარიგოთა სკამიდან თამაშში აქტიურად ჩაერთო. ისინი ამაყები , ამავდროულად კი პროფესიონალები არიან. დავითაშვილმა ჩემი დავალებები შეასრულა.

შენგელია შემტევი ფეხბურთელია. ჩვენ სისტემაში ეს პოზიცია შევურჩიეთ. დღესაც ძალიან კარგად ჩაერთო. კარგია, ამ ვარიანტზე მეტი არჩევანი რომ გვაქვს, ასე აჯობებს. როცა ჩაკვეტაძე მოედანზეა, არ შემძლია ყველა შემტევი ვათამაშო, მათ შორის, დავითაშვილიც. რაც შეეხებათ მიქაუტაძესა და ზივზივაძეს, ისინი ახლა ცოტას თამაშობენ და რესურსები სწორად უნდა გადავანაწილო. ვოცოდით, კვიპროსელები მეორე ტაიმში მეტ სივრცეებს ტოვებდნენ და ამას მიქაუტაძე გამოიყენებდა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
შიძლება კვიპროსი არაა ის დონე რო რაღაც ეიფორიას მოვეცეთ ეს რა ქნესო მარა ფაქტია არც ოსე დიდი ხნის წინ ესეთ გინდებთანაც ვერაფერს ვაკეთებდით... ბულგარეთტან და მაგათთან ხო საერთოდ ლაპარაკოც ზედმეტია. ბევრს დაავიწყდა რგ ეტყობა. კაი ბიჭები არიან ინდომებენ და როგორც შეგვიძლია დავუფასოთ.
zura
13:42 16-10-2023
2
"ჩვენს ტაქტიკაში მთავარი ინტენსივობაა" - ინტენსივობის ნიმუში კი კვირკველია და კაშია ))
გია_544
12:05 16-10-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული