დღეს საქართველო VS შოტლანდიაა - რა მიზნები გვაქვს ჩვენ და მოწინააღმდეგეებს...

AutoSharing Option
დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე უკანასკნელ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს და შოტლანდიელებს უმასპინძლებს.

თუკი ევროპირველობაზე უკვე გასული სქოთების მთავარი მიზანი ესპანეთის ნაკრებთან უპირატესობა და პირველი ადგილის დაკავებაა, ვილი სანიოლის გუნდი ტურბულენტური შესარჩევი ეტაპის ბოლოს მარტსა და "ერთა ლიგიდან" ბოძებულ პლეი-ოფზე ფიქრობს. "ჯვაროსნებს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ნორვეგიას გადაასწროს.

შოტლანდიის ნაკრები თბილისში 2007 წელსაც დამარცხდა და 2015-შიც. მაშინ თუ ისინი მომავალი პირველობის მიღმა დავტოვეთ, ახლა მსგავსს ვერ მოვახერხებთ, თუმცა ეს მოტივაციას არ უნდა გვაკლებდეს.

გიორგი მიქაუტაძე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. მას
ახლა საკლუბო პერიოდი ცუდი აქვს. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეტევაში უნდა ვიხილოთ. შოტლანდიელების დანაკლისი დაცვის ხაზში საკმაოდ დიდია, მათ შორის, კაპიტანი, "ლივერპულელი" ენდრიუ რობერტსონი. 

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ყველა რეკორდი თუ სტატისტიკა ადრე თუ გვიან სრულდება, ზედმეტ მოლოდინებს კი იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გვაქვს, მათ შორის, მარტის პლეი-ოფის კონტექსტში.

გუნდში კარგი განწყობაა, ოქტომბრის მატჩებმა კარგად ჩაიარა... დავითაშვილს არჩევანი მივეცით, ან ნაკრებში ყოფილიყო, ან ოჯახის გვერდით, რადგან ის შვილს ელოდება. ზურიკოსთვის ნაკრებში ყოფნა მნიშვნელოვანია და თამაშისთვის ემზადება.

შოტლანდიის ნაკრები კარგი გუნდია. წარმატებისთვის მეტოქეც მაქსიმუმს გაიღებს. არ მგონია, 0:0 ვიხილოთ...

კვარაცხელიასთვის გასული სეზონი გამორჩეული იყო. ის თუ არ განმეორდება, ისე იქნება, როგორც ხვიჩას, ასევე "ნაპოლის" დაემართათ - ძველებურად ვეღარ თამაშობენ. კვარაცხელია მალე დაუბრუნდება იმ დონეს, რომელსაც გასულ სეზონში მიაღწია. მას ისეთივე დამოკიდებულებები აქვს.

ჩემი ამოცანაა, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი არსებობდეს. მახარებს ის პროგრესი, რაც გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს. ის იმ შრომის ნაყოფია, რაც ბოლო პერიოდში გასწია. ინგლისის ჩემპიონშიპში ეს აუცილებელია..."
მკითხველის კომენტარები / 27 /
თუ ბიჭები ხართ, შოტლანდია ბეჭებზე უნდა დადოთ! მარტო ქულაა? პრესტიჟი?
ნავე
16 ნოემბერი 2023 11:59
0
წიტაიშვილზე ბრძანა - იცის მაგას, რაც უნდა ქნასო... ახლა მე გეკითხებით - ეს პასუხია?!...
დდდ
15 ნოემბერი 2023 18:38
6
რაო?? ოქტომბრის მატჩებმა კარგად ჩაიარაოო??ვავააა
gia
15 ნოემბერი 2023 17:49
19
Ori tamashi moigo,goli ar gaushva da bevri gaitana,ra unda etqva????
L.J .
15 ნოემბერი 2023 18:03
12
გამოდის რო ერი ისე იმ შეთანხმებისკენ მიდის,რომ ჩვენ არ გვინდა გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. საბერძნეთი არ არის ძლიერი ნაკრები,თუმცა ჩვენ ვერ მოვუგებთ,რადგან მებრძოლი და ხისტი გუნდია. ეს მათთვისაც შანსია და ეცდებიან ყველაფერზე წასვლას,ასე ევროპაზე გასვლას. ჩვენ რას ვაკეთებთ? მწვრთნელმა ისიც არ იცის,რა შემადგენლობას უნდა ენდოს და ვინ გამოიძახოს,მერე გამოხტება ვიღაც და იტყვის,არ გაგვიმართლაო. მერედა,არც ჩვენი ფეხბურთელების ყველაფერზე წასვლის მჯერა,წვიმამ შეაშინათ გლაზგოში და რომ გაგვიმწვიმდეს,მერე სად მივდივართ? რაც ყველაზე მთავარია,ქართველ გულშემატიკვარს აღარ სჯერა ამ ნაკრების,ეს გაყიდულ ბილეთებზეც ეტყობა და რაც მიდის,ისიც ხვიჩას ხათრით. საზანოვს არ იძახებს უთამაშებლობის გამო,ხოლო მიუქაუტაძეს იძახებს მაინც,თან აიაქსში გარემარბად ათამაშებენ. ამის მერე ძნელია დაიჯერო,ამ სანიოლის ან ამ ნაკრებს რამის შანსი აქვთ. კვერკველია საუდის ლიგიდან იძახებენ და გველესიანს არ იძახებენ ირანის ტოპ გუნდიდან,რატომ ნეტა? ფული არ გაუმაზა ალბათ,სხვანაირად ნაკრებში ვინ გათამაშებს. სანამ გამოხტებოდეთ ვიღაცეები,საქართველო არის ის ქვეყანა,რომელიც დინამოზე აბოდებს,თუმცა ამ დინამომ ისე გაუშვა კვარაცხელია რო არც ათამაშა,იგივე მამარდაშვილი. რა გგონიათ,ნაკრები დინამო არ არის? ევროკავშირის სტატუსის არ იყოს,გაგვივარდება რაღაც და ყველა თვითონ დაიბრალებს,როცა არც ერთისთვის და არც მეორესთვის არაფერი გაკეთებულა.ჩვენაირი ქვეყნიდან,ფეხბურთელი ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე არის მიწვეული და 17 ადგილს იღებს,ხოლო არცერთ ქართულ არხს არ უჩვენებია ტრანსილირება. რუსულ ლინკზე ვუყურებდი და რუსები არიან სანქციის ქვეშ თუ ჩვენ. 105 მილიონს ვუხდით პირველ არხს და ეს ტრანსილირება ვერ უზრუნველყო,როცა ლიგის არაფრის მომცემი თამაში ორ არხზე გადის. და მაინც,ქეცბაია მართალი იყო,როცა მინაშვილს უთხრა ტელევიზიებზე. დღეს,შოტლანდია გადაგვირბენს და მერე ესპანეთი. ესპანეთმა ვალიადოლიდში ვარჯიში არჩია,ბავშვებს გამოგვიყვანს და ისე მოგვიგებს,რატომ? ისინი თავისი ქვეყნისთვის თამაშობენ,ომში წასვლასავით აქვთ და ჩვენები? მოგება არავის ადარდებს,შენი ქვეყნისთვის გადიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო,ვერ იგებ ან არ გამოგდის თამაში,მეტოქის ძვლების მსხვრევის ხმა გამაგონე და არ დაუშვა ვიღაცამ გითხრას,თუ გინდათ დავჯდეთ და თბილისში გეთამაშებოთო. დიდი ხანია ნაკრების თამაშებზე არ დავდივარ,რადგან ეს გუნდი ჩემს ქვეყანას არ წარმოადგენს და იქ პრივილეგირებულებს ვხედავ,სხვები იჩაგრებიან. ხვიჩა მსოფლიომ გაიცნო,თორე არც მაგას გამოიძახებდნენ,თუმცა ხალხის რეაქციის ეშინიათ. ხოდა გინდა ევროპა ოდესმე,არ მიხვიდე სტადიონზე და გავყაროთ კობიაშვილის კანტორა,სანიოლიც თან გავაყოლოთ. ქეცბამ თქვა,დვალიშვილს ნაკრებში ჩამოსვლა ეზარებოდაო,ხოდა ეს დვალიშვილი ნაკრების სტრუქტურაშია
ბიხტორა
16 ნოემბერი 2023 08:18
6
რომ შემეძლოს ხუთას ლაიქს დაგიწერდი! ყველაფერში მართალი ხარ! ვინც ფეხბურთის სათავეშია იმათ ფულზე გაყიდეს ფეხბურთიც და ნამუსიც, სახეში დაგვცინიან და ალბათ ფიქრობენ, ნეტავ ერთი თქვენ მოგცლიათ რა დროს სპორტი და ქვეყნის პრესტიჟია როდესაც მაყუთი კეთდებაო. ეს არ არის საქართველოს ნაკრები, ეს არის ფედერაციის კლანის კლუბი.
ირაკლი
16 ნოემბერი 2023 19:14
1
ზოგადადაც ძალიან ამაყი შოტლანდიელები,ჯგუფიდან გავიდნენ და ახლა ზემოდან დაგვქცერიან!ძალიან მინდა,ხმას ჩავაწევინოთ.განსაკუთრებულად ზურიკოს გულშემატკივარი ვიქნები,შვილს რომელიც სადაცაა გაჩნდება,გამარჯვებით,გოლით და მაგარი თამაშით რომ მიულოცოს ,დაბადება!
სოსო
16 ნოემბერი 2023 10:02
1
მამაა უკვე--დათა დაარქვეს
გურჯი
16 ნოემბერი 2023 12:37
0
რა დროს დაბადებაა, ჯგუფიდან ვერ გავდივართ. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და მოვითხოვოთ კობიაშვილი გახდეს ნაკრების მწვრთვნელი
1212
16 ნოემბერი 2023 12:47
5
მე მაინტერესებს პლეიოფის მაჩეპის ჩავარდნაზე (იმედია მოვიგებთ) ვინ იღევს პასუხისმგებლობას და რა ში გამოიხატება ეს ?
ჩრ.მაკედონიის სირცხვილის მერე ყველამ ხელი დაიბანა და ეხლაც ასე იქნება? თუ ხელფასებს და პრემიებს მოიმატებენ იქ ზემოთ?
Las
16 ნოემბერი 2023 08:07
4
სწორი შენიშვნააა შესარჩევის თამაშია რამნიშვნელობაქ გასვლის შანსი არის თუარა პრეტენზია რომაქვთ სპურტულ ჟურნალისტიკაზე ერთი ფოტო მაინც დაედოთ ჩამოვიდა სტუმარი გუნდი თუარა არანაირი ინფორმაცია ელემენტარულიდან იწყება ყველაფერი იმიტომაც ვართ იქ სადაც ვართ ფეხბურთში
..
16 ნოემბერი 2023 15:44
1
გამოვა ეხლა 5 მცველით 2 ჩამშლელით და იქნება გაუთავებელი ჩაწოდებები ჩვენს კართან და რათქმაუნდა უარყოფითი ანგარიში...პირველი ტაიმის მერე 2-3 კაცს შეცვლის და შეტევაზე გადავა გუნდი...აი ეს არის სანიოლის ტაქტიკა, რომელიც სადამდეც მიგვიყვანს ბევრი ვხვდებით უკვე...
Givi
16 ნოემბერი 2023 11:27
3
ჯობია კვარამ ამ მატჩში დაისვენოს და ესპანეთთან სათამაშოდ მოემზადოს. აშკარად გადაღლილია და კარგი გამოძინება ჭირდება. ზოგადად ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელს აკლია ძილი, საერთოდ კარგი იქნება თუ ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გამოიძინებს და ესპანეთთან თამაშისთვის მოემზადება. მე ფსიქიატრი და ნერვოპათოლოგი ვარ წლებია მეთოდურ დაკვირვებას ვაწარმოებ ჩვენს ფეხბურთელებზე. აქვე ვიტყვი რომ ჯობია სპორტსმენს ცოლი ყავდეს ვიდრე ჩუკენი იყოს. ჩუკენობა ენერგიას აცლის, მითუმეტეს მატჩის წინა დღეს თვითდაკმაყოფილებას ყოვლად დაუშვებელია
იკა
16 ნოემბერი 2023 08:41
10
ვფიქრობ, მოვუგებთ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს , რომ საშუალო დონის ნაკრები გვყავს. ზოგადად, დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს. განსაკუთრებით სუსტია დავითაშვილი. ამ კაცს ღმერთმა სიკეთე მისცეს, მარა მოედნის ხედვა აქვს 0. ნული. ქართველწბი რომ ვართ, თორემ რა საყურებელი ნაკრები კი არის. ცოდვაა კვარაცხელია, კარგი მოთამაშეა, გუნდი არ უწყობს.
საქართველოს გაუმარჯოს
16 ნოემბერი 2023 16:58
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული