"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველო-შოტლანდიის (2:2) შემდეგ, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც საქართველოს ნაკრებზე პერიოდულად მოსაზრებებს გვთავაზობს,  "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება"

"ამ თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის სამი განსაკუთრებული. ესენია: ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე.

აქედან ერთმა მოახდინა თავისი ნიჭის მსოფლიოსთვის დემონსტრირება, დანარჩენ ორს კი სხვადახვა მიზეზით ჯერ ყველაფერი არ გამოსვლია, თუმცა იმედია, გამოუვათ.

ამ საქმეში მათ გვერდში უნდა ედგეს ფედერაცია, რადგან ეს საქვეყნო საქმეა, მაგრამ ისინი ჯიბრში უდგანან.

დიდი დანაშაული იყო, რომ
აქამდე სანიოლი ჩაკვეტაძეს არ ათამაშებდა. ფორმაში არ იყოო. არადა, შარშან "სლოვანში" მთელი სეზონი თამაშობდა.

ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულები, რადგან ადრე დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. არადა, არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა. ბურთის დაჭერაც იცის და უზადო პასიც.

ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება. ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე.

არ დამიწყოთ ახლა, სამივე ერთად არ შეიძლება, ბალანსი დაირღვევა, ბევრი შემტევი იქნება, "გავიდირკებით" და ა. შ. მასე მეუბნებოდით თქვენ, "ჩაკვეს" დაყენებას როცა ვითხოვდი, ხვიჩა და "ჩაკვე" ერთად არ გამოვაო, მაგრამ ახლა კი მოგწონთ.

ასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც. თან, თუ "ტორპედოს" თამაშებს თვალს მიადევნებთ, აღმოაჩენთ, რომ მას ართმევაზე თამაშიც კარგად ეხერხება.

და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ არაბიძე ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და არა უფრო მაღალ დონეზე. არაბიძე, ხვიჩა და "ჩაკვე" ისეთი ნიჭის ფეხბურთელები არიან, სიარული თუ შეუძლიათ, უკვე ძირითადში უნდა დააყენო და არ უნდა იკითხო, სირბილი შეუძლიათ თუ არა."

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

მკითხველის კომენტარები / 65 /
მაშ არაბიძე ვერ შეძლებს ნაკრებში თამაშს? და გუშინ კალანდაძემ და მექვაბიშვილმა მაგრად ითამაშეს ნაკრებში? სწორედ კალანდაძის ბრალი იყო მეორე ბურთი ჩვენს კარში, მაგრამ ნაკრებში ათამაშეს იმიტომ, რომ იქნებ გაიყიდონ ევროპის კლუბებში და ნაკრების ხელმძღვანელობას და ფედერაციას ამ საქმიდან წილი ერგოს, ხოლო არაბიძისაგან არ ელიან ფულს და ამიტომაც, თურმე ვერ შეძლებს ნაკრების დონეზე თამაშს.
ჟორა
20:37 17-11-2023
8
დავამატებდი დაყენებულ დარტყმას! არაბიძის გოლი ვინც ნახეთ სამტრედიასთან, (ახალგაზრდული ნაკრების მეკარის კარში) ლამის შუა მოედნიდან დამეთანხმება, რომ მისი არგამოყენება დანაშაულია ერის წინაშე! არაბა ნაკრებში! ხოდა კიდე წიტაიშვილიც მინიმუმ გამოძახებულთა შორის მუდამ უნდა იყოს, თუ რამე არ აწუხებს! ოე მცონარების ხროვა ფედერაციავ თქვენ კითხვა შეიძლება გეზარებათ და იქნებ გადმოგცეთ ვინმემ!
კოტე
18:05 17-11-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული