ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.
რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".
რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან
მეც არ გვიგჟდები სანიოლზე, მაგრამ ბევრზე მეტად რომ ესმის ფეხბურთი და ბევრზე უკეთეს ანალიზს რომ აკეთებს ფაქტია.
დისბალანსი ძალიან დიდია ჩვენი დაბალი დონის დამცველებსა და შედარებით მაღალი დონის თავდამსხმელებს შორის. ჩაკვეტაძეს კიდე მთელი ცენტრის ფუნქციებს ითავსებს, დიდებული თამაში ქონდა გუშინ და მაგიტომაც ესპანელმა კომენტატორებმაც არ დაიშურეს საქებარი სიტყვები როცა შეცვალეს: ჩვენი ყველაზე დიდი თავის ტკივილი გაყავთო.
ნუ, ხვიჩა თავისთავად...