"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი არაბიძის ნაკრებში არგამოძახებაზე ისაუბრა.

- კითხვას, რომელსაც დაგისვამთ, საბოლოოდ მწვრთნელთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ შემადგენლობას ის არჩევს, თუმცა კითხვა მაქვს გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით, რომელსაც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი პერფორმანსები ჰქონდა ეროვნულ ლიგაში, სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, კარიერას აქამბექებს, რაც ძალიან გვიხარია გულშემატკივრებს. არის საზოგადოებაში ასეთი განცდა, აზრი, რომ ის ნაკრებში ვერ ხვდება იმიტომ, რაც დააშავა 2018 წელს, იყო რაღაც ინციდენტი, რის გამოც ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან გაბრაზებულები მის
მიმართ, არის ასეთი აზრი...

- ჩვეულებრივი სიგიჟეა, რა პრობლემა იყო? ანუ 2018 წელს რაღაც იყო და ლევან კობიაშვილი გაბრაზებულია. რა ვიცი, ადამიანს პატივს ვცემ, იმ დღესაც დაჯილდოებაზე ვნახე. პირიქით, მიხარია, როგორც თქვენ, ისევე მე. გიორგი ვიცი სულ პატარა; ვიცი, რა შესაძლებლობა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდში მას სირთულეები ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ გულდასაწყვეტია, თუ რომელიმე ადამიანი ამას ამ ფორმით ახმოვანებს ან ცდილობს შემოიტანოს. კიდევ ერთხელ, მთავარი მწვრთნელია, თავისი შეხედულება აქვს, თავისი მოსაზრება აქვს, წყვეტს, როგორცაა. არ ვიცი, მარტში ვინ იქნება, არც მანამდე ვიცოდი და არც მარტში მეცოდინება, ეს ჩემი საქმე არაა და არც ჩემი გადასაწყვეტია. თუმცა გიორგი არაბიძეს ვგულშემატკივრობ და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და განსაკუთრებით, თუ ნაკრებში ითამაშებს, თუ პირადად მე მეკითხებით, გამიხარდება. სამწუხაროდ, თუ ვინმე ადამიანი, რასაც თქვენ მეკითხებით, სასიამოვნო მოსასმენი არ არის, მათ შორის, ჩემთან და ალექსანდრეს გვართან აკავშირებს ამას, რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, სამწუხაროა...

მკითხველის კომენტარები / 52 /
დინამო თბილისის და ბათუმის თამაშზე გასული გოლების რაოდენობის გამო რაპორტი მოვიდა უეფასგან,ფედერაციამ კი თაროზე შემოდო,სამაგიეროდ კობიაშვილის იაშვილის და ჭუმბურიძეს ანგარიში სოლიდურად შეივსო.ბრავო ქართველ ჟურნალისტებს ეს რომ გამოიძიეს…
eliga
12 დეკემბერი 2023 19:54
4
აი, აქამბექებს რა ქართულია? საიდან იგონებთ ამ სისულელეებს?
ქართულად
12 დეკემბერი 2023 18:19
1
ეეჰ, ოპტიმიზმის გარეშე ცხოვრება ძნელია, თორემ რა გასაკვირია რომ ამ ჩვენს გაუბედურებულ ქვეყანაში ფეხბურთშიც მაფია რომაა. პიზიცია-ოპოზიცია ფულის კეთების გარდა არაფერს აკეთებს და ფეხბურთის ფედერაციაში საინდან უნდა მოვიდეს წესიერი კაცი?
გიორგი
12 დეკემბერი 2023 16:44
1
კვარაცხელიას ყვითელის ამბავზე მეც ვაკრიტიკებდი, მაგრამ არაბიძეზე ან ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე ფედერაციიდან ვინმემ რომ უთხრას მწვრთნელს გამოიძახე ან ათამაშეო ეგ იქნება ყველაზე დიდი პრობლემა!

1. თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ არც ფედერაციის პრეზიდენტი და არავინ არუნდა ჩაერიოს მწვრთნელის კომპეტენციაში!
2. საქართველოს ჩემპიონატიდან რთულია ვინმეზე თქვა აუცილებლად იმსახურებს გამოძახებასო, მითუმეტეს როცა საქმე ეხება შემტევებს. შემტევი ნახევარმცველებიდან ვთვლი რომ კვარა-ჩაკვე-ზურიკო უფრო მაღალ დონეზე არიან ვიდრე სხვა დანარჩენები, არაბიძის გამოძახება ვფიქრობ კარგი იქნებოდა, ოღონდ მხოლოდ ზამენაზე, იგივეს ვიტყვი წიტაიშვილზე, რომ გუნდის გაძლიერების რესურსი მეტი გვქონდეს. ლობჟანიძეც უნდა იყოს ზამენაზე თავისი პლიუსებიდან გამომდინარე.
3. მწვრთნელმა უკეთ იცის, თუმცა ბოლო პერიოდში მიქაუტაძეს თუ არდაულაგდა სიტუაცია, შეიძლება ზივზივაძის ძირითადში დაყენება ჯობდეს
გიო
12 დეკემბერი 2023 16:40
11
ძალიან სამწუხარო ისაა რომ შენნაირი დეპუტატები და ფედერაციების პრეზიდენტები გვყავს!
llcl
12 დეკემბერი 2023 15:46
6
მასეა
გიორგი
12 დეკემბერი 2023 16:45
2
შენგელიას და კვარას კოვიდი "დამართეს", ზურიკო 5 წუთით გამოიყვანეს და ახლა ვიგებ რომ არაბიძე შემადგენლობიდან ამოუგდიათ-მოკლედ ვისაც შეტევაში რამის გაკეთება შეეძლო ყველა გაანეიტრალეს და მაგიტომაც მომენტიც კი არ გვქონია მაკედონიასთან
მართლაც შეთქმულებას გავს და დაკვეთის შესრულებას,რომ ევროზე მაკედონია გასულიყო, ხოლო ხალხის არ დაშვება სტადიონზე ზედმეტი ექსცესებისაგან თავის ასარიდებლად ჭირდებოდათ-თორემ დაეშვათ 30% რის უფლებასაც უეფაც კი იძლეოდა
აქამდე ვფიქრობდი პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა მაკედონიის ევროზე მონაწილეობის ამბავი თანაც მაია ცქიტიშვილს გააჟღერებინეს გულშემატკივართა არ დაშვების შესახებ გადაწყვეტილება-კაცებს გამბედაობა არ ეყოთ ამის შესახებ ეთქვათ-ახლა უფრო მეტი ეჭვი მაქვს რომ უბრალოდ გაყიდეს თამაში და უეფა არაფერ შუაშია
თითქმის სამი წელი გავიდა და რაღაცა არ მახსოვს კვარას ან შენგელიას კომენტარი თუ როგორ დაუდგინდათ ერთ დღეში კოვიდი-რარაცა საეჭვოდ დუმან
ახლა კვარას ისევ საეჭვო დისკვალიფიკაცია და უნდათ დაგვაჯერონ, რომ ადამიანური შეცდომა მოხდა და იდებილებენ თავს?!!! და არაბიძესაც ისევ აიგნორებენ. იმედია მარტამდე ჩაკვეს და ზურიკოსაც რამე პრობლემა-პროვოკაციას არ შეუქმნიან თუ არადა კობიაშვილო არაფერი გეშველებათ არც თქვენ და არც ფედერასტებს, ხალხი პირდაპირ სტადიონიდან ამოვა წყნეთში თუ ისევ კალაშოვის სასახლის უკან ბრძანდები თუ არადა მაინც გიპოვიან-თუ ისევ არ დაკეტეთ რაიმე მიზეზით სტადიონი ხალხისთვის
ასე რომ არაბიძის არ გამოძახება კი არა ილოცეთ რომ ლუქსემბურგს მოვუგოთ და ამისათვის ყველაფერი გააკეთეთ თორემ ვერავინ გიშველის ძალზედ ბევრი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება გროვდება თქვენი მოღალატეობის შესახებ
მოკლედ
inviz9
12 დეკემბერი 2023 15:40
6
სანიოლი წყვეტს ვინ ითამაშებსო? ღადაობთ? ხიზანიშვილი ფულებს რომ იღებს ნაკრებში მოსახვედრად, იქიდან წილს ვის აძლევს კობიაშვილო?
გიორგი
12 დეკემბერი 2023 15:23
4
რა ვერ მოშორდი ამ ფედერაციას რა კუჭი გაქვთ ამისთანა რო ვერ გაგიძღათ შენც და შენს დამქაშებს.რა გაგიკეთებიათ ჭამის მეტი.ელემენტარული პირობები არ აქვთ ფეხბურთელებს გამოდიხარ და თავს იქებ
პაწუ
12 დეკემბერი 2023 13:21
10
საუბარია ყაზახეთთან თბილისში გამართულ თამაშზე, გიო ამბობს, ძირითადიდან უნდა დამეწყო და მერე უცებ ამომაგდეს ისე, რომ არავინ არაფერი ამიხსნაო.მერე გიოს დაუტოვებია ნაკრების შეკრება, სწორედ ამას მოყვა ვაისის და კობის კრიტიკული კომენტარები. ახლა კიდე თავი გამოიშტერა როგორც სხვა კითხვებზე.
გიგა
12 დეკემბერი 2023 11:45
9
რაც 3 სკამზე ზიხარ მოკლედ და გამართულად ქართულ ენაზე პასუხს ვერ ახერხებ?
ზურა
10 დეკემბერი 2023 13:04
11
"კარგი პერფორმანსები ჰქონდა" "კარიერას აქამბექებს" -აი ნამდვილი ქართული
დათა
12 დეკემბერი 2023 11:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული