არაბიძე: მადლობა გულშემატკივრებს - სანაკრებოდ მზად ვარ, მაგრამ დანარჩენს მე არ ვწყვეტ

AutoSharing Option
უკვე კარგა ხანია გიორგი არაბიძე "ტორპედოში" კარგი თამაშითა და მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა, ხოლო გულშემატკივრები მის საქართველოს ნაკრებში გამოძახებას მოითხოვენ. 6 მარტს ქუთაისური გუნდი ეროვნული ლიგის მეორე ტურში "იბერია 1999"-ს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი თავად არაბიძემ გააკეთა:

"პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ.

მნიშვნელობა არ აქვს რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს "ტორპედოს" ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები".

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 43 /
გვიანღაა თითზე კბენანი. შენმა მატარებელმა უკვე ჩაიარა!
xuta
20:56 30-03-2024
0
კარგით რა ბოლო ბოლო, აცადეთ სანიოლს თავის საქმე. ეს ფეხბურთელის მხრიდან ამაზრზენ თავხედობაა რო გამოდის და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს უპირისპირდება.თაბის თამაშებს მაინც უყუროს ჩანაწერში თუ არავინ ყავს ისეთი რო დაამშვიდოს. სირბილი დაიწყე ჯერ და წონა მოიკელი რო ვერ ძრავ ერთ ადგილს და მერე მოითხოვე რაღაცეები… არბახული სინაგლეა რა გამოდის ვიღაც და ნაკრებში გამოძახებას ითხოვს…ამდენ ხალხს ვინც სამწვრთნელო შტაბშია ამხელა შეურაცხყოფას აყენებს ეს ვიღაც ტორპედოში რაღაც ორი გოლი გაიტანა და თავი მესი გონია.
Mate
17:41 16-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული