fosonline.gr: ქართველების ცხოვრების მატჩი - ევრო 2024-ის საგზური მტკვრის ფსკერზე ძევს

AutoSharing Option
საბერძნეთში საქართველოს ნაკრებთან მატჩს დიდი ინტერესით ელიან. მომავალ დაპირისპირებას სტატია fosonline.gr- მიუძღვნა, რომლის ავტორი ჟურნალისტი ანდრეას ხანიასია.

ქართველების მთელი ცხოვრების თამაში!

„სტუმარი ღვთისაა“, - ამბობენ ქართველები, რომლებიც თავიანთი სტუმართმოყვარეობით არიან სახელგანთქმული. როგორც კი ვინმე მათ სახლში შედის, პურმარილით და ღვინით ხვდებიან. ძალიან ბევრი ღვინო აქვთ, იმდენად ბევრი, რომ შეიძლება ვერ გაუძლო.

ასე რომ, სამშაბათს ჩვენს ეროვნულ გუნდს სტადიონზე ფხიზლად შესვლა მართებს და გამოსვლა... გამარჯვებით და არა ღვინით დამთვრალს. კვარაცხელია და მისი პარტნიორები შეეცდებიან სულ სხვა განწყობით გაისტუმრონ ისინი სახლში.

ქართველებისთვის ეს
მთელი ცხოვრების თამაშია, რამეთუ დიდ ტურნირზე არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა და უნდათ, რაღაც განსაკუთრებული მოიწყონ... რევულუცია, როგორც დღე საკუთარი ფეხბურთის აღორძინებისა. სურთ თქვან, რომ 2024 წლის 26 მარტს ბერძნებს სძლიეს და როგორც იქნა ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. მოტივაცია იმდენად გრანდიოზულია, რომ მზად არიან მთები გადაყლაპონ, რკინა შეჭამონ და მეტოქე გაანადგურონ. ეს გზა უკვე გაიარეს და დიდი ტკივილი განიცადეს, როდესაც 2020 წელს საკუთარ მოედანზე ოცნება გორან პანდევმა ეროვნულ ტრაგედიად გადაუქცია. მაშინ ჩრდილოეთ მაკედონიამ 1:0 მოუგო და ევროპირველობაზე გავიდა.

თუმცა შენს ბედს თავად განსაზღვრავ. ჩვენი ნაკრები მრავალი წლის განმავლობაში დიდ შეხვედრებში გამოიწრთო და ფეხბურთელებმა იციან, რა გააკეთონ, გაიგეს მექანიზმის შესახებ, რომლის მეშვეობით მთელ ამ რთულ სიტუაციაში თავს ანიჭებ ძალას და ენერგიას. დიახ, სამშაბათს საღამოს ეს თბილისში დაგვჭირდება, რადგან გერმანიაში გასამგზავრებელი ბილეთი მდინარე მტკვრის ფსკერზე ძევს და ჩვენს თანამემამულეებს მის მოსაპოვებლად გაყინულ წყალში ჩაყვინთვა მოუწევთ, რათა ათენის რეისზე ხელს გააყოლონ“.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მეც მჯერა გავალთ ევროზე-არაა საბერძნეთი ის გუნდი რომ ვერ მოვუგოთ
ისეთივე პრესინგი და ბურთის ართმევა და შემართება როგორც ლუქსებთან და პირველივე ტაიმში მოვუყომარებთ 2:0-ს. არ უნდა ამოვასუნთქოთ!
inviz9
23 მარტი 2024 20:45
0
რაგაც მეც მასეთი განწყობა მაქვს, რომ უეჭველი ჩვენ გავალთ, ამ ბოლოს ინტუიცია არ მღალატობს 2-0 იც კი გამოვიცანი ლუქსემბურგთან...
Givi
23 მარტი 2024 20:37
1
გავდივართ 100% დასქრინეთ თუ გინდათ
გოგა
23 მარტი 2024 20:26
6
მეც მგონია, რომ გავდივართ ძმაო… სამშაბათს დიდი ნერვიულობა გველოდება და ბოლოს დიდი სიხარული
ხომ ერა
23 მარტი 2024 21:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული