ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, პორტუგალია ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა.
პორტუგალიამ ბოლო სამი მატჩიდან ორში მარცხი განიცადა და ხორვატიამ პირველად მოუგო.
მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, სტუმრები კი სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და შედეგსაც მიღწიეს.
პორტუგლიელთა თავდამსხმელი რონალდო სათადარიგო იყო.
საქართველოს ევროვნული გუნდი პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდება.
ლისაბონი. „ჟამორი“
პორტუგალია - ხორვატია 1:2
გოლები: 0:1 მოდრიჩი (8, პენ), 1:1 ჟოტა (48), 1:2 ბუდიმირი 56)