![](https://sportall.ge/pictures/image5/7657cb20d665b5691daf517d77f11a64.jpg)
მან პენალტების სერიამდე Instagram-ზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: "აუ, თერთმეტმეტრიანებს რა გაუძლებს".
!["აუ, პენალტებს რა გაუძლებს" - როგორ ქომაგობდა ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებს [PHOTOS[ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b5130bffaf192acaae3ee48c063c8440.jpg)
ჩვენთვის ყველაფერი საბედნიეროდ დასრულებისა და ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ ნიკოლოზმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
"ვულოცავ მთელ საქართველოს და ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ უდიდესი წარმატებისთვის".
!["აუ, პენალტებს რა გაუძლებს" - როგორ ქომაგობდა ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებს [PHOTOS[ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/25465d1624a4f4b0d2af60cc2fedf642.jpg)
შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში
ინფორმაციისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბასილაშვილი ნეაპოლში იმყოფება, სადაც დღეს ჩელენჯერის ტურნირზე უნდა ჩაებას. მისი მეტოქე ტუნისელი აზიზ დუგაზი იქნება და მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული. იმედია, შეხვედრის შემდეგ მისალოცად საქმე ნიკოლოზსაც ექნება, რომელმაც ასევე თავისი წარმატებით ქართველი ერი ბევრჯერ გაახარა.
შენიშვნა: ფოტოები აღებულია ჩოგბურთი - Tennis Facebook გვერდიდან
არეული გაქვს რამსები, გიჯობს თავს მიხედო.
დიდება საქართველოს!
მაგრამ ამ მოძალადის აზრი ნაღდად არაა საჭირო ცალკე სტატიად გამოიტანოთ!