"ქართველებო, იზრუნეთ, რომ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის დროს ამ პოლიტიკურ მარაზმს აარიდოთ" - სოსო პავლიაშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Metaratings-ისთვის მიცემულ კომენტარში, საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

"მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქართველი ფეხბურთელები პოლიტიკურ ინტრიგებში არ გაიხლართონ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იზრუნოს რომ ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ და მათგან არ ითხოვდნენ იყვნენ პოლიტიკური მარაზმის ნაწილი.

ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე ეს ასე უნდა იყოს და როდესაც ტურნირი დასრულდება, თვითონ გადაწყვიტონ. მესმის რომ მოთამაშეები ახალგაზრდები და ემოციურები არიან. ამან მათ თამაშზე შეიძლება მოახდინოს გავლენა და ფსიქოლოგიურად დაიღალონ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი სიხარულია და მე მადლობელი ვარ
ყველასი, ვინც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. ჩვენი ბაბუები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ევროპაში გამარჯვება მოეტანათ და ამის დავიწყება არ შეიძლება. იმედია მათი სულები ჩასახლდებიან ჩვენს ფეხბურთელებში და გამარჯვებებს მოგვიტანენ. Მე მიყვარს ფეხბურთი. მუსიკოსი რომ არ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ფეხბურთელი გავხდებოდი", - თქვა პავლიაშვილმა. 
მკითხველის კომენტარები / 82 /
რა თქვა ტყუილი, რავა სულ ცუდს ეძებთ ყველაფერში, თქვე ვითომ პატრიოტებო
რევა
12:52 13-06-2024
17
შენი ჭკუის დასარიგებელი რა გვჭირს??წადი რუსებს უგულშემატკივრე!!გამომივიდა ესეც ვითომ "ქართველი"!!
სამაჩაბლო
00:58 13-06-2024
13

სიახლეები პოპულარული