სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, ქართველების მწვრთნელის, ვილი სანიოლის გვერდით მყოფი მამაკაცი პენალტების სერიის დროს როგორ ლოცულობს. როგორც ირკვევა, ის მთავარი მწვრთნელის ტუნისელი თანაშემწე ადელ ჩედლია.
"გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს ერთ-ერთია: სანიოლის თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლი, პენალტების დროს ლოცულობს საქართველოს გამარჯვებისთვის", - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
განაგრძეთ კითხვა