ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, "სტუმრად ლელასთან" გაიხსენა:

"რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი
რომ მოიგერია, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა...

ფინალის წინ მე, "კვარა", ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის - "დავარტყა?!" არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა...

როცა დამატებითი დრო დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა... მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა...

პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და "ქოჩორაო", უთხრეს...

რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა... საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი... შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს... ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი...

წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.

altმიქაუტაძეს ევროს შემდეგ დიდ გუნდში ველით - ფორვარდები, რომელთაც გერმანიაში გრანდებიც დააკვირდებიან...

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
Ყველა დაწყნარდით ე.გ. რუსული კანონი უფრო ადრე უნდა მიეღოთ,ზვიად გამსახურდიას დროს და დღეს ნაღდ საქართველოში ვიცხოვრებდით. Ამ კანონსაც მიიღებენ და ეს ეს გეი აქციაც მალე დამთავრდება
Ნაცებო თქვენი შუბა დავხიე
23 აპრილი 2024 15:00
32
ზვიადის დროს რომ ლუსტრაცია მოეხდინად, ჩემს ფეხებს დალევდი მოსიარულე წმინდანის სადღეგრძელოს. ნახევარი საქართველო ამა თუ იმ ფორმით კგბ-თან თანამშრომლობდა.
ციციკორე
23 აპრილი 2024 18:36
2
აწყობდა კია გამსახურდიას მაგ კანონის მიღება?
კოტორაშვილი
24 აპრილი 2024 10:59
0
შრომას მოაქვს,თავდაჯერება.
სოსო
23 აპრილი 2024 09:50
3
ნაცობა სირცხვილია!!!!!!!!!!
ზიზი
23 აპრილი 2024 11:12
24
100%!!
ირინა
23 აპრილი 2024 11:40
6
ქოცების ბოტობაა საამაყო ზიზიკო?
ზიზის
23 აპრილი 2024 12:32
7
პოლიტიკაში ნუ შეხვალო - არიგებენ ჭკუას აქ რუსეთუმეები - წადით ბიძიკო - წადით და ეს კაცი მიხედავს როგორმე საკუტარ აზრებს!.. ან რამდენი ყოფილხართ თქვენი გამყიდველი...
xmali
23 აპრილი 2024 12:18
25
რუსეთუმე სომხური სიტყვა და ქართველებ ქვეყნის სიყვარულზე შენ რატომ გველაპარაკები
tazo
23 აპრილი 2024 12:39
4
ვინ არის გამყიდველი?? :))))))))) კი ხარ ღირსი საქართველოში ვცხოვრობდე მარა … :))))))))))))))))
Pepelu
24 აპრილი 2024 11:33
2
გიორგი ფეხბურთს მიხედე ძალიან გთხოვ!!!! ნიჭიერი, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული კაცი ხარ და გთხოვ ფეხბურთს მოახმარე შენ არ გაქვს იმხელა ცოდნა, რომ შენი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტების ანალიზი დავიჯეროთ და რაშიც შენი გვჯერა იმაზე გადაერთე!!!!! გეყოფათ საქმეში ჩაუხედავ ხალხს სხვი ნათქვამის გამეორება!!!!!!!! გეყოთ!!!!!!
Pepelu
23 აპრილი 2024 10:56
24
კალიაძე, ორკლასგანათლებიანი ყაველა, ზარკუა და დანარჩენი ქოცისტანი ხომ რას ამბობ, ისე ერკვევა კანონებში მეტი რომ არ შეიძლება, ჰა პეპელუჯან?
ჰაჰაჰა
23 აპრილი 2024 11:35
12
ჰაჰაჰა ალბათ გრილ ოთახში ზიხარ, კაი კლავიატურა გაქვს, არაჩვეულებრივი კომპიუტერი და ქართულად მაინც შეცდომებით წერ!:)))))))) მოდი ჯერ წერექართულად და კანონების და სხვისი განათლების შეფასებაზე მერე გადადი!! ქოცები რეებიც არიან მაგას სზვა ნუ მასწავლით ძაან კაათ ვიცი უბრალოდ ამათზე ბეეეევრად!!!!! ბოროტები არიან ნაცები ყველანაიარი აღქმით, ფორმით და არსით!!!!! ამიტომ ნაცობა ტეხავს
Pepelu
23 აპრილი 2024 12:20
2
სანამ სხვების განათლების, სამკლას დამთავრების, მოღალატეობის, ქურდობის, რუსების მონობის თუ სხვა საკითხების შეფასებას დაიწყებთ საკუთარი თავით დავიწყოთ!! როგორ აქ ისე სოც. ქსელებში მწერალი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ წერს ელემენტარულად რომ აზრი გამოვიტანოთ!! მერე მეორე, რაც ამ კანონს შეეხება არც მე არ მომწონს არც ქოცები არ მომწონს!! პირიქით სამართლიანი საფუძველი მაქვს არ მომწონდეს მაგრამ ზუსტად ვიცი ნაცები ბოროტები და საქართველოს მოძულეები არიან!! როგორ დავიჯერო ეხლა ხვიჩამ და ქოჩორაშვილმა კანონი წაიკიყხეს, შენიშვნები გააკეთეს, გაანალიზეს შემდეგ რუსულ კანოს შეუდარეს და ისე დაწერეს პოსტები?!! იმეორებენ სხვის ნათქვამს და აყვნენ სხვის ფეხის ხმას!! კანონი, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს არ არის მოსაწონი და არც მე არ მომწონს!!!! თუმცა ქართულ ვერსია წავიკითხე და რაც, ახლანდელ რედაქციაში წერია არაფერი ისეთი არ არის, რაც ევროპის კავშირთან ჩვენს ურთიერთობებს დააზარალებს ან გაწყვიტავს!!! როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფულს იხდის ესეიგი რაღაც ინტერესიც აქვს!!!! და გავიგოთ რა ინტერესია და რაში იხარჯება ეს ფული!! დეკლარაციის შევსების გამო ქვეყანას ცეცხლი რატომ უნდა წაუკიდო არ მესმის!! ლევანტეს თამაშებზე ქოჩორაშვილის გამო დავდივარ დაღლილ-დაქანცული სამსახურის მერე და გიო გთხოვ ამდენ სიყვარულს და პატივისცემას წყალში ნუ ჩამიყრი, ნაცებთან და პოლიტიკოსებთან კავშირის გამო!!!!!
Pepelu
23 აპრილი 2024 12:29
21
1. ჯერ თვითონ გარკვეულიყავი, ქოჩორას და ბიჭებს რომ აბრალებ ვერ გარკვეულანო. გამჭვირვალეობაო რომ იმეორებ ქოცისტანის სისულელეს. აგიხსნი - ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის ნებისმიერი არასამთავრობოს შემოსავლები - ვისგან, როდის, რამდენი ჩაერიცხათ, ფიქსირდება საგადასახადოში. და სავსებით გამჭვირვალეა. თუ ვინმე ინფორმაციას მალავს, ამისთვის არსებობს საგადასახადო ინსპექცია. თუ უფრო დაწვრილებითაა საჭირო თანხების ხარჯვის ჩაშლა, არც ამის დამატებაა რთული უკვე არსებულ კანონმდებლობაში. ხოლო თუ ვინმე კრიმინალურს აკეთებს რამეს, ამისთვის არსებობს უშიშროება და სამართალდამცავი ორგანოები.
2. ამიტომ ეს რუსული კანონი არაფერს მატებს გამჭვირვალობას, და ერთადერთი, რასაც ემსახურება, არის ის, რომ ყველა არასამთავრობოს მიაკრას აგენტის იარლიყი, რაც შემდეგ საშუალებას მისცემს ხელისუფლებას კანონი გაამკაცროს ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს რუსეთში გააკეთეს და შეავიწროვოს ყველა, ვინც ხელისუფლებას რამეში ეწინააღმდეგება. აი ამიტომაა ეს კანონი რუსული.
3. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ნაცები ბოროტები არიან. ნაცებზე უფრო ბოროტები ქოცები არიან! მაგალითები გინდა? შენ დაგავიწყდა ესენი ხელისუფლებაში როგორ მოვიდნენ? თოთო ბავშვის სისხლზე ხელის მოთბობა არ შერცხვათ, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ზედ არჩევნების წინა დღეს როგორღაც საეჭვოდ აღმოჩნდა ბავშვი ქვევრში, საეჭვოდ ოპერატიულად აღმოჩნდა იქვე ბერიკაშვილის ქალი ("ხალხოო, ბავშვი მოკლეს ნაცებმა ხალხოო... ') და ასევე საეჭვოდ კარგად წაადგათ ეს ქოცებს საარჩევნოდ.. ან იქნებ კიწმარიშვილის "თვითმკვლელობისა" გჯერა, ან იქნებ თვალები არ დაუთხრიათ ამათ ბავშვებისათვის, ან იქნებ ვიღაც სხვა გაუსწეორდა იმ საცოდავ ჟურნალისტს, მისი ცხედარი დედას გამოსტაცა, კიბეზე თრევა-თრევით გააქანა გაურკვეველი მიმართულებით ( ექსპერტიზაზეო) და მერე მისი სახელი ლაფში ამოსვარა - ნარკომანი იყოო...
pepelus
23 აპრილი 2024 13:27
7
ჯერ ერთი საგადასახადო ინსპექცია აღარ არსებობს, მეორე კიდე თუ ეგრე ყველაფერს აბარებენ მაშინ რაღა პრობლემაა? ისედაც ხომ შეუძლიათ აგენტის იარლიყი მიაკრან? ლომჯარიამ და გიგაურმა დამატებითი დეკლარაცია რომ შეავსონ ამიტომ არის ნახევარზე მეტი საქართველო რუსეთის გუბერნიის მომხრე? ქოცები გასაგებია, მაგრამ ნაცები არიან ქვეყნის მტრები და ქართველთმოძულეები!!!!
Pepelu
23 აპრილი 2024 14:35
2
ყველა გამოხმაურება
Მეგობრებო, ფეხბურთი გვაერთიანებს მთელ ერს, ხოლო პოლიტიკა გვყოფს და გვაპირისპირებს. Შესაბამისად, ფეხბურთელებმა ამ ლოგიკით თავი უნდა შეიკავოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირებისაგან... Ეს ანაბანა სამწუხაროდ ვერ გაიგო ჩემმა სათაყვანებელმა ფეხბურთელმა ხვიჩამ, რომელმაც უკვე მეორედ აირჩია ერთი მხარე, რის გამოც რბილად რომ ვთქვა გული დაწყვიტა მეორე მხარეს. Და აირჩია ის მხარე, რომელმაც მისი პატრიარქთან ვიზიტი და მისი კურთხევა დიდი ხნის საბულინგო თემად აქცია... Ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს სპორტსმენებს ნუ აირჩევენ დაყოფილ საზოგადოებაში რომელიმე მხარეს და საკუთარი ძალისხმევა მოახმარონ საზოგადოების გაერთიანებას.
Დავით კორკოტაშვილი
23 აპრილი 2024 12:54
12
დავით,კიდევ ერთხელ ნახეთ,კვარას,ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის განცხადებები,რომელიმე თუ კრინტს მაინც ძრავს,მაგ კანონის შესახებ?ყველა ევროპის გზაზე და რუსეთის მტრობაზე ლაპარაკობენ.მაგაში ყველანი ერთიანები ვართ და რატომ აბრალებთ იმის თქმას,რაც რეალურად არ უთქვამთ,არც კვარას და არც რომელიმე სხვას?ეს ამდენი ხალხი,ნაცების ტელევიზიების სიტყვებით რომ ლაპარაკობთ,ვერ ხვდებით,რომ მათ ჭკუაზეც დადიხართ?მეორე მხრიდან,მათი ჯიბრით,სხვები გაჰკივიან საწინააღმდეგოს და გვერდიდან რომ უყურებ,სულელების დავად მოჩანს,ეს ყველაფერი.უსაგნო და თვითონ გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობილი,სიმართლესთან ახლოსაც კი რომ არ არის.
სოსო
23 აპრილი 2024 17:42
0
P.S.Დამავიწყდა მეთქვა(რჩევა მომეცა,ცოტაოდენი ოფლი მეც დამიღვრია სპორტში,როგოც კახელები ვიძახით ხოლმე ცოტა მეც ,,მიბღლარძუნია") ქოჩორ არ აჰყვე პოლიტიკას და პოლიტიკოსებს-ესენი დღეს აქეთ არიან,ხვალე იქით იქნებიან,მხოლოდ სახელებს იცვლიან და პატრონებს.არცერთი პოლიტიკოსი არ დაგიკრავს გულწრფელად ტაშს და არ ეყვარები ისე,როგორც ნაღდ ქართველ გულშემატკივარს.
jordan beli
23 აპრილი 2024 10:33
2
მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩაატარეს გამოკვლევები,რამდენად კარგად გამოაქვთ წაკითხულის შინაარსი,ბავშვებს და საქართველო,ძალიან დაბლა,აუტსაიდერებში აღმოჩნდა.ეს ყველაფერი,ამ საიტზეც აშკარად შეინიშნება.სპეციალურად,1 აპრილამდე ჩავყევი,ამ საიტის სტატიებს,ვინ რას ამბობდა,ეგრეთწოდებული "რუსული კანონის"შესახებ და ვერც ერთი მოქმედი ქართველი ფეხბურთელის გამოსვლაში ვერ ვნახე,მასზე რაიმე არსებითად ნათქვამი.ყველა ლაპარაკობს,საქართველოს ევროპულ არჩევანზე და რუსების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე.ყველაფერი დანარჩენი,უკვე მკითხველის ფანტაზიის და ინტერპრეტაციის საკითხია.ქრისტიანობის მიღებიდან მოყოლებული,საქართველო მუდამ ევროპისაკენ მიისწრაფოდა და ახლაც ასეა.რუსეთთან დაახლოებაც ისტორიულად იმიტომ დაიწყო,რომ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ,საქართველო მაჰმადიანური ქვეყნების ტომარაში მოექცა და რუსეთის სამხრეთისაკენ წინსვლით,საქართველომ,მისი გავლით,ევროპასთან კავშირის ახალი გზის ძებნა დაიწყო.თავის დროზე,ბიზანტიასთან არ გვქონდა ომები?არ გვღალატობდა და არ გვიპყრობდა?ისიც ევროპა და მასთან დამაკავშირებელი გზა იყო,რომელსაც ბოროტად იყენებდა.მას ვებრძოდით,მაგრამ ამავე დროს კულტურული ფასეულობებიც მაინც მათთან დაახლოებული გვქონდა და ზოგჯერ თუ ვებრძოდით,ზოგჯერ მათთან ერთადაც გვიწევდა ბრძოლა,ქრისტიანობის გადასარჩენად.არ გვწყინდა მათი მტრობა და დაღვრილი სისხლი?გვწყინდა და მერე როგორ,მაგრამ ისიც კარგად ვიცოდით,რომ მათ იქით გზა არ გვქონდა და ქრისტიანობის ხათრით ამასაც ვიტანდით.რუსეთმაც გაგვამწარა,წაგვართვა,ჩვენი სისხლიც დაღვარა და გამწარებულები ვართ,რა თქმა უნდა აუგსაც გულიანად ვეტყვით და უფრო უარესსაც.როგორც ეს ბიჭები იქცევიან,ესეც სრულიად გამართლებულია,მაგრამ ეს კანონი,მათ გამონათქვამებთან რა შუაშია?!არც ერთს არ უხსენებია,ეს კანონი და რატომ ვაქებთ ან ვლანძღავთ იმის გამო,რაც მათ არ უთქვამთ?!პოზიციის თუ ოპოზიციის პროპაგანდას ისე ავდევთ,რომ არც კი ვფიქრობთ,რას ვაკეთებთ,სწორედ ეს არის უბედურება და ხალხის ბრბოდ ქცევა,სხვის ლოზუნგებს და წივილ კივილს,ყოველგვარი კრიტიკის და ანალიზის გარეშე რომ ავდევთ.ეს არის უდიდესი საფრთხე.ისეთ სისულელეებს ვაკეთებთ,რომ ვერც ვხვდებით და არც პასუხისმგებლობას ვგრძნობთ,საკუთარ სისულელეზე და გაფუჭებულ საქმეზე.ხელმეორედ გადახედეთ საქართველოს ნაკრების ბიჭების გამონათქვამებს,ამ საიტზე და ნახეთ,ვინმე ეხება,ამ კანონს?მაშ რატომ აგინებთ,ამ ბიჭებს?არ ხართ მოტყუებულები?არ არიან ეს ბიჭები ცოდოები?ხომ უნდა იფიქროთ რაღაცაზე,სანამ ვიღაცას შესდგებით?მაგრამ არა ბატონო,ვიღაცა რაღაცას გეტყვით და ის როგორ მოგვატყუებსო,შემოწმებაც არ გინდათ,მათ ნაცვლად თქვენ იწყებთ ყვირილს და ომს!ახლაც იმაზე ვთქვათ,ამ ბიჭების ასე ფეხქვეშ გაგდება,რას ემსახურება?არ ავნებს,საქართველოს ნაკრების ერთიანობას და საბრძოლო სულისკვეთებას?ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს,ჩვენივე სისულელით,ხომ უნდა დავფიქრდეთ?!არ შეიძლება ხალხო,ასე!გაიგეთ,რომ სხვა, რაღაცას რომ ჩაგჩიჩინებს,სათავისოდ ჩაგჩიჩინებს,თავისი ინტერესები აქვს და შესაძლოა თქვენთვისვე მავნებელი რამე გაგაკეთებინოთ.ქვეყანაში რა ხდება,ამაზე მთავრობაა პასუხისმგებელი და მას უნდა ჰქონდეს,ყოვლისმომცველი ინფორმაცია.ის ამისი ვალდებულია,შენ,მისი ბოროტად გამოყენების საშუალება არ უნდა მისცე,მაგრამ თვითონ სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს კანონი,რომელიც ვინმე სხვას არ მისცემს,ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე მავნებლობის გაკეთების საშუალებას.თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია და ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ ამ ტალღას,მეტად ნუღარ დავუკავშირებთ.
ვისაც სურვილი აქვს,ვიკამათოთ ამ საკითხებზე,კანონის ავ კარგზე,ყველას აქვს,საკუთარი მოსაზრება,მაგრამ სპორტსმენებს ნუ შევეხებით.ნებისმიერმა მათგანმა,თავისი თავგანწირვით დაადასტურა,რომ ქვეყნის ერთგული შვილია და პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად,პატივისცემას იმსახურებს.


სოსო
23 აპრილი 2024 14:29
5
სექტა თვლის, რომ თუ ევროპა გინდა, ე.ი. ეს კანონი უნდა გააპროტესტო. ამ დროს ლოგიკა ამაში საერთოდ არ არის, მაგრამ სექტას ესე აწყობს და ესე თარგმნიან.
!!!
23 აპრილი 2024 19:58
4
და თქვენ გგონიათ რო აზრი გამოიტანეთ ფეხბურთელების ნათქვამიდან? დაარეგისტრირდა კანონპროექტი და რუსული დაარქვეს,მერე დაიწყო აქციები "კი ევროპას,არა რუსულ კანონს" და ფეხბურთელებმა გააკეთეს განცხადება.როგორც თქვენ ამბობთ,ევროპა უნდათ და აგინებენ რუსეთს,ხოდა დაძაბეთ გონება და გვითხარით,რას ნიშნავს ეს? აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით,რომ ევროკავშირის "არა რუსულ კანონს" და ევროპის კარს გვიხურავენო,ხოდა რას ნიშნავს ფეხბურთელების განცხადება თუ არა აქციის მხარდაჭერას. ასეა,სხვას საყვედურობდეთ აზრის ვერ გამოტანაში და თვითონ ვერ გამოგქონდეთ აზრი,მაგარია ხო? ასეა მთელ ქვეყანაში,აზრის გამოტანა არ შეუძლიათ,რადგან აპრიორი მართალი გონიათ თავში მოსული აზრი,კითხულობენ რაღაცას და ახსენდებათ თავისი აზრი,მართალია ის და არა სხვა. როცა ადამიანი საუბრობს უნდა მოუსმინო,დაფიქრდე და გაიაზრო,მერე გამოიტანო აზრი სააშკარაოზე. მე არ ვცემ არცერთ ფეხბურთელს პატივს(ვინც მხარე აირჩია) და არა მარტო მათ,ყველა ვინც მხარეს ირჩევს არის მოღალატე. ძალიან მარტივია ყველაფერი,ჩვენი დაპირისპირება აწყობს მტერს და არ აწყობს საქართველოს,ვინც ამას აკეთებს ნებით თუ უნებლიედ არის არასწორი. 30 წლის წინაც ასე დაიწყო,ორივე მხარეს ეგონა რო მართალი იყო და დაანგრიეს ქვეყანა. ამიტომაც მე არ ვირჩევ მხარეს და არ ვაკეთებ განცხადებას. დაიმახსოვრეთ,ისევ იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და საქართველო გარება რუკიდან. საქართველო უფრო მეტია,ვიდრე რომელიმე პარტია ან ენჯეო. მე ჩემი ქვეყნის და ხალხის ერთგული ვარ,არცერთი ორგანიზაციას არ უნდა მისცე უფლება მეზობელს დაგაპირისპიროს. ჯარში რო ვიყავი ფიცი დავდე და სწორედ ეს არის ჩემი მოვალეობა,ვემსახურო ქვეყანას და ხალხს. ორივე მხარე ხალხია,საქართველოს მოქალაქეები და ერთობლიობაში არის საქართველო. ამიტომამ პოლიტიკოსები დასხდნენ პარლამენტში და ისაუბრონ,ამაში ვუხდით ფულს,სხვადასხვა მხარეს მყოფი მოქალაქენი დასხდნენ ტელევიზიაში და ისაუბრონ,პირველ არხს მოქალაქეები ვუხდით ფულს,ხოდა უნდა დააორგანიზოს ეს. საუბარს ალტერნატივა არ აქვს და შეთანმხებას.
იასონას სოსოს
24 აპრილი 2024 21:04
0
როგორც ადამიანი - საღად მოაზროვნე და პრინციპული.
როგორც ფეხბურთელი - ქართველი ნაინგოლანი. გვჭირდებოდა ასეთი და გვყავს.
წარმატებები ქოჩორ !!!
ნამდვილი კორბენი
23 აპრილი 2024 11:55
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული