საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ერთადერთი აზაროვზეა კითხვის ნიშანი. კანკავას დამსახურების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის ნაცვლად აზაროვს შევიყვანდი - ერთადერთი კვალიფიციური მარცხენა მცველია.
ეტყობა სანიოლს ლიჩნაია ნეპრიაზნი აქვს.
ისე, სანიოლს ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტი მოყვარულების მხრიდან დიდი მადლობა და დაფასება ეკუთვნის.
არჩი
22 მაისი 2024 12:37
5
კანკავა რა შუაშია საზონოვთან?
Irakli Apkhaidze
22 მაისი 2024 12:53
6
ვააააააა კაცოოოოოო! კვარაცხელია, ლობჟანიძე და დავითაშვილი ფორვარდები ყოფილან! ბნელა, თუ რაშია საქმე!? წიტაიშვილს და შენგელიას კიდევ სულ მარცხენა მცველად ათამაშებს და უცბად ნახევარდაცვაში გადმოვიდნენ!? შენგელიას კიდევ 2 თვეა არ უთამაშია და რანაირად არის ფორმაში!? კაცს ფეხი კინაღამ მოტეხეს ბერძნებმა! აზაროვმა რა დააშავა ასეთი, რომ აღარ იძახებს საერთოდ!? გველესიანი, და ტაბიძე სიაშია, ამ მოთამაშეებს რა მიზნით იძახებ ევროზე, ტურისტებად მიგყავს!? გველესიანს ერთი წუთიც არ აქვს ნაკრებში ნათამაშები და ტაბიძემ როდის ითამაშა ბოლოს აღარც მახსოვს! საზონოვი და კვეკვესკირი გაწირა ბოლოს და ბოლოს! ფუ შენი! ხალხმა ევრომდე მიგიყვანა, იმუშავა, თავი დადო და ვის იძახებ შენც არ იცი!
მწვრთნელი
22 მაისი 2024 12:36
13
არაბიძე მთვარიდან პარაშუტის გარეშე უნდა დაეშვას თუ რა გააკეთოს რომ ნაკრებში მიწვევა დაიმსახუროს?!... სამწუხაროა მსგავსი ტენდენციურობა როცა შანსს არ აძლევენ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს! პ.ს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ბიჭებს ევროპაზე!
დათო
22 მაისი 2024 12:32
6
არიიიიის
არიელი
22 მაისი 2024 12:28
5
აზაროვი?
NEMO
22 მაისი 2024 12:27
1
არაბიძეს რომ არ გამოიძახებდა დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ აზაროვი ძალიან გულდასაწყვეტია, რა გააკეთა ესეთი რომ ესე მოიძულა
სიმართლე
22 მაისი 2024 12:27
1
და გაფართოებული სემადგენლობა რომ გამოეძახა და იქედან შეერჩია 26 არ გამოვიდოდა?
ყველა ასე აკეტებს
და ეს რა გამონაკლისია ? :)
იმედია დავალაება არ აქვს რომ უკრაინული შAხტარის მოთამასეებს არ წყალობდეს.
ალბათ გოჩალაც ისს ყავს 5 წუთსაც არ ათამაშებს
ან ეს საზანოვი. ეტყობა რუსEტს რო უღალატა არ მოწონთ :)
las
22 მაისი 2024 12:27
21
nk- კვეკვესკირის სტატისტიკა ნახე ჭ კლასის გუნდში . ,,ტორინოს " სკამი ჯობია მთელ იქაურ ჩემპიონატს . მექვაბიშვილი რეალშია ხო ? აღარ მახსოვს . ალთუნაშვილი , კაშია , კანკავა ,ტაბიძე ტორინოს სათადარიგო სკამზე მოხვდებიან?
gpi
22 მაისი 2024 22:59
0
ერთი აზაროვზეა კითხვის ნიშანი, თორე საზონოვი მაყურებლის როლშია მთელი სეზონია თავის გუნდში.

გაფართოებულ შემადგენლობას ალბათ თავისი მინუსი ექნებოდა ->> რამდენიმე მოთამაშეს დატოვება მოუწევდა და შეიძლება გარემო/სიტუაცია არეულიყო დამატებითი უაზრო კონკურეენციის გამო. (არ ვართ საფრანგეთი და მსგავსი ქვეყანა რო 3-ჯერ მეტი ხარისხიანი ფეხბურთელები გვყვავდეს ვიდრე ეხა არიან).
nk
22 მაისი 2024 12:45
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული