ჩვენებურმა ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის, ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.
გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა - რუსეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. შეხსენებისთვის, მამარდაშვილი სიმბოლურ ნაკრებში WhoScored-მაც შეიყვანა. Opta-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: იოზუა კიმიხი, მარკ
ნახევარმცველები: ლამინ იამალი, დანი ოლმო, ფაბიან რუისი, ნიკო უილიამსი, ტონი კროოსი
თავდამსხმელი: კოდი გაკპო