"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.
თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.
გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
რატომ არ ესმის ზოგიერთს ნათქვამი, რომ აზაროვის ადგილას შენგელია და წიტაიშვილი არიან გამოძახებული, აქ ასევე შეუძლია თამაში გოჩოლეიშვილს და უკიდურეს შემთხვევაში დვალს.
რომ გაიძახით აზაროვიო, მარცხენა შემტევი მცველის გარდა სად შეუძლია მას თამაში და ვინ უნდა ამოეგდო ჩამოთვლილი ბიჭებიდან შემადგენლობოდან? მხოლოდ შენგელია და ისიც იმის გამო რომ უთამაშებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სამართლიანი იქნებოდა შენგელიას ამოგდება? რომელიც ნამდვილად ჯობია აზაროვს და თანაც სხვა პოზიციებზეც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში თამაში.
მესმის რომ ირაკლი კარგი ფეხბურთელია მაგრამ თქვენი მსჯელობა არაკომპენტეტურია და მხოლოდ ემოციებია და მეტი არაფერი
ღირსეული გაცილება აუცილებლად ეკუთვნის და თბილისში, ნაკრების უახლოეს თამაშზე უნდა მოხდეს.
აზაროვის გამოძახება ალბათ გამორიცხულია რადგან მის პოზიციაზე ორი კაცია უკვე ნაკრებში. უშუალოდ ჯაბას ადგილზე ქოჩორაშვილის გარდა რეზერვად (რამდენად გაქჩავს სხვა თემაა) მექვაბიშვილიც გვყავს, სხვამ ვერავინ ვერ გაამართლა ამ პოზიციაზე და არც იმსახურებენ გამოძახებას.
არაბიძეზე ვეთანხმები სანიოლს. თანაც მის პოზიციაზე ნაკრები შევსებულია საკმარისად.
დაცვის მარჯვენა მხარეს გვაკლია კაცი, და ამ სიტუაციაში ყველა სხვას ისევ საზონოვი სჯობია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში განაპირა მცველადაც შეუძლია და მარჯვენა ცენტრაურადაც, უკეთესი ნაკრების მიღმა ამ პოზიციაზე სხვა არ გვყავს.
ასე რომ საზონოვის გამოძახება აუცილებელი მგონია, უკიდურესად აუცილებელი.
სხვა თუ გამოიძახა ნებისმიერი, მაშინ ჩემთვის და ალბათ ყველა სპეციალისტისათვისაც გაუგებარი იქნება მისი გადაცყვეტილება!
და უნდა მოსთხოვონ ჟურნალისტებმა ახსნა ნებისმიერი გადაწყვეტილების.