"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.
თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.
გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
ჩემპიონატის წინ,უკვე გამოძახებულმა რომ უარი თქვა თავისივე ახდენილ ოცნებაზე?
ასეა ეს და სულ მალე გაიგებთ ყველა.
მალე რა,ევროპის ჩემპიონატის მერე...
კარგად დაიმახსოვრეთ....
მადლობა კაპიტანს!!!
ვიღაც წერს არ უნდა რომ დაუსტვინონო. თუ ვინმე ვინმეს დაუსტვენს ეს იქნებიან ნაცებისგან დაორგანიზებული ადამიანები რომელებსაც ეტყვიან- ა, შენ კიკუ ათი დოლარი და საქართველოს ჰიმნის დროს ჩაუსტვინეო. ისე, იქ ერთი ადამიანიც კი არ იქნება ვისაც რაიმე ინფორმაცია ექნება გამჭვირვალობის კანონის და გიგაურის შესახებ.