მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩემპიონატამდე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ავსტრიული ეტაპიდან მონტენეგროში გადავიდა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრება. ვილი სანიოლის გუნდი პოდგორიცაში, იქაური ნაკრების წინააღმდეგ, დღეს, 9 ივნისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ითამაშებს.

"ჯვაროსნებს" ევრომდე მხოლოდ ეს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვთ. თავის მხრივ, მონტენეგროელები სექტემბრამდე და "ერთა ლიგამდე" დაისვენებენ.

ჩაკვეტაძემ მარტის შემდეგ ცოტა ითამაშა...

Sportall.Ge

მხოლოდ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ბოლო ორ ამხანაგურში ქართველ ფეხბურთელებს საოცარი შედეგი აქვთ, 14 გოლი გაიტანეს
და ერთი შეხედვით, ეს რთულად დასაჯერებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები მონღოლეთი და ტაილანდი იყვნენ. ვნახეთ გიორგი მიქუატაძის პოკერი და ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაც. ახლა მეტოქეც სხვა კალიბრიცაა და ჩვენც სხვა მიზნები გვაქვს, რაშიც საკმაოდ ხისტად მოთამაშე მონტონეგროელების "გაბრაზება" მაინცდამაინც არ შედის.

ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზე ვისაუბეთ, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვინ რამდენ დროს მიიღებს და როტაცია რა დოზით გველის, რთული განსასაზაღვრია. რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, საბა კვირკველია ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, მის ადგილას გიორგი გველესიანის დებიუტს ველით. საშუალება გვქონდა, ამ საკითხზე სანიოლისთვის შეკითხვა გაგვეგზავნა და ფრანგმა მკაფიოდ გვიპასუხა, რომ გველესიანი დროს მიიღებს; მარტიდან დღემდე საერთოდ არ ან ცოტა ითამაშეს ლევან შენგელიამა და გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაბამისად, მათ ტონუსში მოსვლა სჭირდებათ. მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელი ფორმაში არაა; გუნდს ბოლოს შეუერთდა გიორგი მიქაუტაძე და მას მეტი დასვენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს; ყველაზე დიდ ინტერესს მაინც გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ვილი სანიოლის გადაწყვეტილება იწვევს...

რას გადაწყვეტს სანიოლი შემადგენლობაზე?

Sportall.Ge

მონტენეგროელებს რობერტ პრისინეჩკის მეთაურობით 2 მოგება და 1 მარცხი აქვთ. კარში კვლავ "მილოულელი" მატია სარკიჩი უნდა იყოს. სტეფან იოვეტიჩი 35 გოლით თავისი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირია და "ათიანი" ქართველებთანაც ითამაშებს. სასტარტოში იქნება "ლეჩეს" ფორვარდი ნიკოლა კრსტოვიჩი, რომელმაც გასულ სეზონში იტალიაში 7 გოლი გაიტანა. ვეტერან სტეფან მუგოსას ("ინჩეონი", 15 გოლი ნაკრებში) მეორე ტაიმში ვიხილავთ. მონტენეგროელთა თავკაცმა საქართველოს ნაკრების პროგრესი აღნიშნა.

საქართველომ და მონტენეგრომ აქამდე სულ ორჯერ ითამაშეს - თბილისში უგოლო ფრეს (0:0) პოდგორიცაში მასპინძელთა მოგება (2:1) მოჰყვა, ასე რომ, ქართველებს მათთან პირველი გამარჯვება სურთ!..

altზუსტად 5 წლის წინ კვარაცხელიამ ნაკრებში პირველად ითამაშა - მალე ყველაზე შედეგიანი...

altკვარაცხელია მეორე ტაიმში? - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

altრა მოლოდინები და საფრთხეებია საქართველოს ნაკრების მატჩის წინ - ვისი თამაშია მოსალოდნელი და საეჭვო...

მკითხველის კომენტარები / 22 /
გველესიანი ათამაშეთ და ნახავთ რო უკეთესი იქნება ევროპაზე მისი ჩასმა ძირითადში
ვიქტორი
09 ივნისი 2024 12:40
1
Namdvilad.
Ise gamixarda rom gamoizaxes.
Fan
09 ივნისი 2024 17:57
0
ჩვენს ბიჭებს, წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ! რატომღაც მგონია 26-ის ნაირი სიხარული გველოდება, ან მასთან მიახლოვებული!
თქვენი, გულშემატკივარი ნონა!
09 ივნისი 2024 10:47
1
გაიხარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ნონას
09 ივნისი 2024 12:29
1
მთავარია ტრამვების გარეშე ჩავატაროთ შეხვედრა
bu
08 ივნისი 2024 18:17
0
წვრილი ფოლები ვიგულისხმე, ანუ ხშირად არღვევდნენ წესებს. გასაქანს არ აძლევენ ტექნიკურ ფეხბურთელებს. ასეთები როგორმე უნდა ავიცილოთ ჩეხებისგან
მერაბი-1960
08 ივნისი 2024 14:54
1
როგორც მოსალოდნელი იყო,რაც ვნახე,ფიზიკურად ძლიერი ჩეხები სწრაფად გადაადგილდებიან, მობილურები არიან, არ ათრევენ ბურთს, ხისტად თამაშობენ, მუდმივად მიდიან წვრილ ფოთლებზე,იყენებდნენ შორიდან დარტყმებსაც. მოკლედ, გადაუარეს არცთუ ძალიან სუსტ მალტას. ჩვენ ჩვენი კოზირები გვაქვს და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ასე მგონია, მონტენეგროც ჩეხების სტილში გვეთამაშება ხვალ. საინტერესო იქნება როგორ დავუპირისპირდებით. ტრავმებს რათქმაუნდა უნდა მოვერიდოთ, მაგრამ უგულოდაც თამაში არ გამოვა. წარმატებები ჩვენს ბიჭებს...
მერაბი-1960
08 ივნისი 2024 13:19
1
ხმელი ფოთოლი კი არა როგორც ჩანს წვრილი ფოლი იგულისხმა, მსუბუქი ჯარიმები რაზეც ყვითელ ბარათს არ უჩვენებენ და მოწინააღმდეგის ტაქტიკურ მონახაზს შლის და თამაშის ტემპს აგდებს.
გ.შ.-ს
08 ივნისი 2024 14:37
2
Წვრილი ფოთოლი? Რას გულისხმობ? Ხმელი ფოთი, EF - A?,
გ.შ.
08 ივნისი 2024 13:50
4
ჩემი აზრით პირველი ტაიმი გუგეშაშვილმა უნდა ითამაშოს სრულად.
მეორე ტაიმი დაიწყოს ლორიამ და ბოლო 20 წუთი მამარდამ.
ხვიჩა მეორე ტაიმში უნდა გამოვიდეს.
ჩაკვემ და გველესიანმა უნდა ითამაშონ სრულად.
დანარჩენს სანიოლი მიხედავს.
წარმატებები საქართველო
ბათუმელი ექსპერტი
08 ივნისი 2024 12:52
4
კაპიტანი უნდა იყოს მამარდაშვილი, ხვიჩა ჭინჭყლი ტიპია
@
08 ივნისი 2024 12:17
27
Ჩემი აზრით კაპიტანი უნდა იყოს კიტე, დამსახურებულად, მე ასე ვფიქრობ,
გ.შ.
08 ივნისი 2024 13:56
3
კაპიტანი ბუდუ. გულანთებულია და თავდაუზოგავი. გვიყვარს!
ვიცე-კაპიტანი ქოჩორა. გულანთებულია და თავდაუზოგავი. გვიყვარს!
ვიცე-კაპიტანი მამარდა. მამარდამ დაცვას უნდა უკაპიტანოს.

ხვიჩამ ბურთს მიხედოს. ადამიანებთან უჭირს
გია_544
08 ივნისი 2024 13:12
33
გამარჯვება კი არა, კვახი. ფეხებს გაუფრთხილდით ფეხებს, თურქები უნდა დამიმარცხოთ, თურქები და არა მონტოელები.
ჟორა
08 ივნისი 2024 11:39
3
ეგ ჩეხეთი ძლიერი ნაკრებია და ძალიან გაგვიჭირდება,ჩვენი დაცვით და ცენტრალური ნახევარ დაცვით. კიტეს გარდა ცენტრი სუსტია. ქოჩორა და კვეკვე საშუალოზე დაბალი დონის ცენტრები არიან,სიგუა ახალბედაა,კაკავა წავიდა...... რავიცი რავიცი. ჩაკვე უთამაშებელია თვეა.
Გაბო
08 ივნისი 2024 11:38
8
დღეისათვის სავარაუდო შეცდომები: უარი აზაროვს, არაბიძეს, ყაზაიშვილს. და კიდევ ამხანაგური მატჩის დანიშვნა მანდამაინც უხეშობით ცნობილ მონტენეგროსთან. ისე საინტერესოა თუ ხვდებიან ზოგიერთები, რომ ყველანაირად ეცადა უეფა საქართველო ევროპაზე რომ გასულიყო და მეორეც, ასეთ სასათბურე პირობებში გასულ წლებშიც მიაღწევდა ნაკრები მსგავს წარმატებას? დიდი ალბათობით კი კი კი,არავინ გაიგოს ისე თითქოს დღევანდელი ნაკრები არ არის დასაფასებელი. არავითარ შემთხვევაში. მთლიანად ნაკრები იმსახურებს მხოლოდ ქებას და მადლიერებას. მაგრამ რაც სიმართლეა, ხომ უნდა ითქვას...
კახი
08 ივნისი 2024 11:21
19
Ყველა ხვდება ვისაც უ და რომ მიხვდეს რაც მოხდა მაშინ და რაც მოხდა ეხლა... Მაგრამ მაშინ მოდისო როცა მზად ხარო, ესეცააა, მაგასაც შნო და გაჭრა უნდა რაც გაგვიჭრეს ფედერაციის უფროსმა ძებმა, და მადლიერ ი ვართ, როგორც გამწყრალნი ვიყავით მაკედონიასთან რაც პირიქით... ( არ მინდა ეხლა).. Მადლობა უეფას, კობის და ბიჭებს, ჩვენს საამაყო ბიჭებს და დიდება ღმერთს ამხელა სიხარულისთვის რაც გვაჩუქა.
გ.შ.
08 ივნისი 2024 13:55
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული