CalcioMercato: ტალანტებით განებივრებული სანიოლი - რა აკლია საქართველოს ნაკრებს?

AutoSharing Option
CalcioMercato-მ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის ნაკრებები გააცნო მკითხველს და საქართველოს ეროვნულ გუნდზე მოკლე წერილი გამოაქვეყნა:

საქართველოდან მრისხანებით

საქართველო - ასე უწოდებენ ქართველები სამშობლოს, რომელიც რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს თითქმის აზიაა, უფრო ზუსტად, სამხრეთი კავკასია, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ფეხბურთის ახალი საზღვარი სწორედ იქ გადის. და ამას ადასტურებს არა მხოლოდ ტალანტთა სიუხვე, რომლებიც ყოველი მხრიდან გამოჩნდნენ, არამედ ისიც, რომ საქართველო ამ ზაფხულს პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე. F ჯგუფში თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან იასპარეზებს.

თითქმის
ყველა საფეხბურთო სკოლა დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, რომლის მერი "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძეა. იქ ისეთ დრიბლინგის ოსტატებს ამზადებენ, თითქოს კონვეირი იყოს. მარტო მარგალიტი კვარაცხელია კი არა, ყველა ასეთია: მიქაუტაძიდან დავითაშვილამდე, ზივზივაძისა და ჩაკვეტაძის ჩათვლით და მწვრთნელი სანიოლი არჩევანით განებივრებულია. რა აკლია? საერთაშორისო დონის ცენტრალური თავდამსხმელი. საქართველო ხშირად ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობს, რაც ყოველთვის არ იღებს შედეგს, მაგრამ ამ პოზიციაზე დიდი ალტერნატივა არ გააჩნიათ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
მეგობრებო! რატომ ვერ იგებთ რო არაბა პირველ რიგში, თავისი ხასიათის გამო არ ყავთ ნაკრებში, თავად ფეხბურთელებს ექმნებათ დისკომფორტი, მარტო ფეხბურთი ხო არაა, ბენზემა გაიხსენეთ, გაიხსენეთ კინი და კიდევ აღარ გავაგრძელებ! არაბა რამდენადაც შეუცვლელია ტორპედოში, იმდენად ხელისშემშლელი რგოლია ნაკრების გუნდურობისთვის! წარმატენა ბიჭებს და ერთი თვით ნეგატიური აზრები ყველამ გვერდით გადავდოთ!
ბასკი
13 ივნისი 2024 11:38
1
აზაროვთან დაკავშირებით სანიოლს სრულად ვეთანხმები, ძალიან სწორხაზოვნად, პროგნოზირებულად თამაშობს. ხანდახან ეფექტურიცაა მაგრამ ძირთად ფუნქციას, დაცვას ვერ ქაჩავს. თანაც როცა ფლანგე მოძრაობს პასს ძირითადათ მარჯვნივ აწვდის(მამარჯვენა ფეხს შეზღუდულად იყენებს) და შეტევა პრაქტიკულას სიმწვავეს კარგავს.ეფექტურია თუ კუთხურის სიახლოვემდე მივა ან მიიღებს ბურთს და ჩააწოდებს.
მირიან
13 ივნისი 2024 10:34
1
ცენტრალური მცველები ჩვენი პრობლემა. კაშია არაა ის დონე, კვირკველია ასაკშია, დვალი დაუხვეწავია. საკვირველია გველესიანს რატომ არ ათამაშებდნენ აქამდე, გამოუცდელი თვალიც კი ატყობს, რომ სხვა დონეა. მონტესთან პატარა შეცდომები კი, შეუთამაშობლის ბრალი უნდა იყოს. აი არაბა და აზარო მაგრად დააკლდება გუნდს, თუ არა და ნახავთ სულ მალე.
ნიკა
13 ივნისი 2024 09:54
5
ევროპაზე ახალგაზდულში რაც საზონოვმა ითამაშა ასე რომ გაეგრძელებინა პროგრესი, ახლა საკმაოდ კარგი დაცვა გვექნებოდა. სამწუხაროდ მგონი თავის გუნდში ვერ მოხვდა და ვერც პროგრესი შედგა. მაინც იმედია ახალგაზდულის ბიჭები დაცვას შეემატებიან სულ მალე და დაცვაც კარგი გვეყოლება. მთლიანად შუა ხაზი და შეტევა ახალგაზდულის წარმომადგენლები არიან, ეს კი ნიშნავს მომავლის გუნდი გვყავს. ახლა დიდ გამოცდილებასაც მიიღებენ და უფრო გავძლიერდებით.
G.LA
13 ივნისი 2024 08:36
0
ყველაზე ცუდი მდგომარეობა ნაკრებს დაცვაში აქვს, არ ყავს ნაკრებს ტოპ მცველები, ხარისხის ამბავში. კაშო არა იმ დონის მცველი მაგრამ გამოცდილება აქვს, გრანდებთან მაგრად გაუჭირდებათ, სხვა მხრივ ყველა რგული ხარისხის ამბავში კარგია მათ შორის ტოპებიც.
Badiri
13 ივნისი 2024 01:11
1
დღევანდელი პრობლემა მხოლოდ ზონებს შორის კავშირია!
ლუკა
12 ივნისი 2024 22:56
4
დაცვა
buba
12 ივნისი 2024 23:10
1
თბილისის დინამოს აკადემიაა ეგ სკოლა
წარმატებები ქართველებს
დინამო
12 ივნისი 2024 22:07
1
მაგ სკოლას თბილისის დინამოს აკადემია ქვია
ირაკლი
12 ივნისი 2024 21:56
1
ჩვენი სისუსტე ბურთის პირველ დაუფლებაზე ბრძოლაა.
kvaxo
12 ივნისი 2024 21:38
2
ესპანეთის მერე თამაში არ ჩაუგდია დაცვას,შოტლანდიასთან ტანმორჩილი აზაროვის ფლანგიდან გავუშვით-დაგვიმუღამეს უკანა ძელთან ჩაწოდება და იმიტომაც არაა აზაროვი შემადგენლობაში.
საბერძნეთის წინ იყო ლუქსემბურგი სადაც ასევე კარგად ითამაშა დაცვამ.
მოწინააღმდეგეებიც გუნდებია- ვინ ვართ ჩვენ მომენტი რო ვერ შეგვიქმნან.
ჩვენ თვითონ რამდენ მომენტს ვქმნით იქეთ.
აგერ დაცვა ყავს სუსტი თურქეთს, 6 გოლი გაუშვა ავსტრიასთან და პოლონეთმა რამდენი წინ გადააგდო ბურთი იმდენი მომენტი შექმნა
რა ვიცი,რა ვიცი.
Levani
12 ივნისი 2024 21:28
6
არ სჭირდება ვილის შენი ამოწმენდა ... აზაროვის შეცდომაზე რომ ამახვილებ ყურადღებას 50 მატჩში ყველა ცდება ... აზაროვის გარეშე მარცხნიდან ბევრად მწვავედ გვიტევენ რაც ძალიან სახიფათოა ... ვერც შენგელა და ვერც წიტა ვერ მიყვება შემტევს ბოლომდე და ვერც მჭიდროდ ვერ ეთამაშებიან მართლა რა ვიცი რა ვიცი ... ცალსახაა რომ ვილიზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და მართლაც ძალიან დიდი მადლობა , მაგრამ ეს ამოწმენდა და უაზრო მაგალითები ზედმეტია , შესაძლოა ცუდი ხასიათი აქვს აზარას და მაგიტომ არაა ნაკრებში ამას უფრო დავიჯერებ ვიდრე იმას რომ გამოძახებული ალტერნატივები სჯობია ...
bensoni
13 ივნისი 2024 02:14
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული