დადასტურდა - კრიშტიანო რონალდო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საქართველოსთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერი და კაპიტანი კრიშტიანო რონალდო აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მისივე თქმით, მეკარის პოზიციაზე როტაცია არ უყვარს და ამიტომ კიპერი კვლავ დიეგო კოშტა იქნება, მოედანზე გასული ფეხბურთელები კი, მოტივაციის უქონლობის მიუხედავად, მოსაგებად იბრძოლებენ.

პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ჩვენს გუნდს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად გამარჯვება ესაჭიროება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
კრიშტიანუ 5ჯერ თუ 6 ჯერ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ზოგიერთს ხომ არ დაავიწყდა?? 39 წლისაა და მაგ ასაკში ზოგი დიდი ფეხბურთიდან წასულია კარგა ხნის
რიგითი
15:43 27-06-2024
0
ითამაშოს მერე.მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვია.ჩვენი ბიჭები მეორედ დაწერენ უკეთეს ისტორიას
კოტე
21:40 26-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული