ვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

AutoSharing Option
თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.

სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...

იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს

ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

altსაქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
დაკარგული ჯერ არაფერია. მე ვნახე ჩემი მებრძოლი ნაკრები ბოლო წამებამდე. 1-3 ეს ანგარიში არ ასახავს ძალთა თანაფარდობას, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთი. მამარდასთვის ვინმეს უნდა დაეძახნა არ გამოსულიყო. ამხანაგურში მაროკოსთან გამახსენდა. 0-3. ქოჩორაშვილი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა უკვე ბოლო თამაშებში, მე ხვიჩასგან მეტს მოველი და მოვითხოვ მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. აგებს მწვრთნელი იგებს გუნდი. სანიოლმა შეცდომები დაუშვა და იმედია ჩეხებთან გაანალიზებს. მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის და ჟინისათვის. თავიდა ეტყობოდათ რომ ძალიან ფრთხილობდნენ და ეს ნერვიულობაშიც გადაუვიდათ. გაშვებულმა გოლმა დადებითად იმოქმედა ბიჭებზე და ტოლი არაფერში დაუდეს “სახლში” მოთამაშე თურქებს. ჩეხებთან გამარჯვებას ველი ამ გუნდს ეს შეუძლია.

პ.ს. ჟორჟ ბრავო და გილოცავ პირველ გოლს. ძალიან მაგარ ხარ, მეორეც რომ გაგეტანა საერთოდ ფანტასტიკური იქნებოდა.
G.LA
00:10 19-06-2024
4
იცი რა მაინტერესებს? უწინ მახსოვს ქართველი ჟურნალისტები ურეკავდნენ და ფეხბურთელებს ინტერვიუებს ართმევდნენ... ეხლა რატო არ ურეკავთ? კვარას ვინმე სეეხმიანეთ და კითხეთ ფეხბურთის თამაში აღარ უნდა? როცა გუნდის ლიდერი ხარ მთელი ქვეყანა შენ იმედზეა ასე უნდა ისეირნო მოედანზე? არდა გულერს თავი ქუდში აქვს რეალშია 5წლიანი კონტრაქტი აქვს და რამდენჯერმე კვარას ბურთი წაართვა ამას კიდევ არ ეკადრებოდა არდას ჩაკეტვა რატო ჰგონია თავის თავი სხვებზე მაღალი? მიწაზე დაუშვით ეგ ბიჭი უდიდესი კრიტიკა უნდა დავატეხოთ თავს რომ მასე აღარ იზოზინოს მოედანზე ორივე გოლი მაგის ბრალია დაცვას როარ ეხმარება, შემეცოდნენ ჩვენი ბებერი მცველები მთელი თამაში შეცდომა არ დაუშვიათ და ამ მოსიარულე სახეებმა წიტამ და კვარამ თამაში წააგებინეს. ქოჩორა მექვაბა ჟორჟი საუკეთესოები იყვნენ
roni
23:37 18-06-2024
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული