ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა? - "არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“

AutoSharing Option
18 ივ­ნისს გერ­მა­ნი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო. ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უიღ­ბლო­ბაც და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა. სას­წა­უ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მატჩს. აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის თავ­და­დე­ბამ გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა.

Sportall.Ge

სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­ში­დან სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არა­ერ­თი
ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფოტო გავ­რცელ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც ერთი ფო­ტოა, რო­მელ­ზეც თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სექ­ტორ­ში ერთი ქარ­თვე­ლის მიერ აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჩანს.

მე­ო­რე დღეა, რაც უც­ნობ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­ბე­და­ო­ბას უქე­ბენ, წე­რენ, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი "დიდ­გო­რი მო­ი­გო". ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმა­საც კი­თხუ­ლობს, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს.

განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები / 14 /
მართლა ნახევარუჯრედიანედი ხართ და არაფერი გეშველებათ კიდევ მინიმუმ 50 წელი, რა დიდგორი, რა გმირობა-თქვენ ხომარ გაჟრიალებთ ეს ევროპაა და ვის უკვირს აქ სხვადასხვა გუნდის ქომაგების გვერდით გვერდი ჯდომა და დროშის ფრიალი,მით უმეტეს ეროვნული ნაკრებების დონეზე, საიდან მოიტანეთ,რომ ეს ერთი შემთხვევა იყო ტრიბუნებზე, აქ ვინც იყო იმათ მაინც კითხეთ ჩემი თუ არ გჯერავთ, რამდენი დროშა ფრიალებდა გვერდი გვერდ, თუ გგონიათ,რომ ფართო კადრი რეპორტაჟის რეჟისორმა შემთხვევით აიღო . ნეტავ თურქებივით ორგანიზებული, უკომპლექსო თავდაჯერებული და არა აგრესიული ქართველები ყოფილიყვნენ იმ დღეს გინდ ქუჩაში და გინდაც ტრიბუნებზე...თამაშის შემდეგ ქართველების- საქმენი საგმირონი, სტადიონის ქართველების სექტორში კი ადგილობრივი გაზეთის პირველ გვერდებზე მოხვდა-ვინც აქ რურის ოლქში ცხოვრობს დამეთანხმება. კრეიზეიტუნგ. დე/სპორტ.
თენგო შულაია
10:11 20-06-2024
23
ნუ რა მოხდა ისეთი რომ მეთელი დღე ამაზე ლაპარაკობს საქრთველო?
აი ესეთი არაფრისმთქმელი ვითომ გმირობა რომ აღფრთოვანებას იწვევს ძაან სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
გმირია უეჭველი ხო?
ვახტანგ გორგასლის რომელი ხარისხის ორდენი მივცეთ ამაზე ვიკამათოდ ახლა ერთი კვირა....
რა გმირობების ქვეყანა ვართ ყოველ დღე და რას ვაფეტიშებთ საერთოდ.
პირადად ამ პიროვნებას არანაირად არ ვაყენებ ჩრდილს....
Po639hj
22:55 19-06-2024
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული