რისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? - მეტოქე "კვარას" საუკეთესო მატჩს უნდა უფრთხოდეს...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი ცალსახად ღირსეული იყო. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები გულდაწყვეტილები ვართ, ერთგვარი შოკიდან გამოსასვლელად კი რამდენიმე დღე გვაქვს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რაც ჩეხებთან წარმატებას მოგვიტანს? - ახლა ყველას ამ კითხვაზე პასუხი გვაღელვებს.

ვილი სანიოლი კარგად იგრძნობდა, რომ უპირატესობის დათმობა და კონტრშეტევების იმედად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. ჩვენმა ფეხბურთელებმა დაგვარწმუნეს, ბურთის შენარჩუნება, გადაბმულად პასების გაკეთება და იერიშების განხორციელება შეუძლიათ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ახლა ეს დილემა უნ
და ჰქონდეს, წარმატების მისაღწევად რამდენად უნდა გარისკოს და დაცვაში ყურადღებამ გარკვეულწილად არ მოიკლოს. მეორეა, მოწინააღმდეგე რის საშუალებას მოგვცემს, მხოლოდ დაგეგმვით ვერაფერს მიაღწევ.

ტაქტიკური სქემის შეცვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია ლევან შენგელიას ფიზიკური ფორმა, რადგან თურქეთის ნაკრებთან დრო საერთოდ არ მიეცა. მარცხნივ ალტერნატივებად ჯიმი ტაბიძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის განხილვაც შეგვიძლია.

Sportall.Ge

პირველ ტურში არც გამოცდილ ნიკა კვეკვესკირს უთამაშია და ახლა სასტარტოში მისი მოაზრებაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის კუთხით სასიკეთო ცვლილებები ისევ არ ჩანს. თუკი გარისკვაზე ვსაუბრობთ, ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილის გამოყენებაც შესაძლებელია, რომელსაც ერთ დროს ნაკრებში მოწინააღმდეგების იერიშების ჩაშლაც და საყრდენებთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა ევალებოდა, რასაც წარმატებითაც უმკლავდებოდა. აღსანიშნავია, ამით შეტევაში მისი რესურსი იკლებდა.

სანიოლი გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის ერთდროულად გამოყენებაზეც იფიქრებს. ეს როცა დატესტა, საკმაო წარმატებითაც, მაგრამ ამ შემთხვებაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისევ პოზიციის ცვლილება უნდა მოხდეს და გუნდური ბალანსიც ცოტათი დაიკარგოს. "კვარამ" თავად იცის, კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია, ვიდრე თურქეთთან ვიხილეთ და ამ ფაქტორს ჩეხები უნდა უფრთხოდნენ, ხვიჩას ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

Sportall.Ge

ველოდით, რომ საბა ლობჟანიძის სისწრაფის გამოყენებას მეტად ვეცდებოდით, ჩვენი გუნდის რიგებში კი ერთით ნაკლები შეცვლა გაკეთდა. ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა, ლობჟანიძის გამოყენება კი შეტევაშიცაა შესაძლებელი.

შეცდომებზე ბევრი საუბრის დრო ახლა ყველაზე ნაკლებადაა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა იგრძნოს, რომ დაკარგული ჯერ არაფერია, რომ მათ აქვთ უნარი, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა გააგრძელონ!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
გველესიანი რატომ არ ათამაშა? ახალ მორჩენილი კვერკველია ძლიბს დარბოდა. წიტაიშვილი მზად არ არის ეგეთ დონეზე სათამაშოდ.
20 ივნისი 2024 15:58
2
დაცვაში ჩაჯდომას აზრი არ აქვს, არ გვყავს იმდენად საიმედო დაცვა რომ ავტობუსი ჩავაყენოთ. რაც შეიძლება მეტი უნდა შევუტიოთ ეგაა ჩვენი შანსი თან მითუმეტეს შეგვიძლია მსოფლიოს თუარა ევროპის დონის შემტევები გვყავს და რატომ არ ვენდობით ვერ ვხვდები. ყველა მწვრთნელი იმას ლაპარაკობს თუ როგორი მაგარია კვარა მამარდა ჩაკვე მიქაუტა ბუდუ მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება არ ენდობიან ბიჭებს და მაინც დაცვიდან ათამაშებენ, ეს უაზრო ქება რადუნდათ თუ საქმით არ ანახე რომ ენდობი!
ემიგრანტი
21 ივნისი 2024 01:08
0
პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ!
ამო
20 ივნისი 2024 16:48
7
საქართველო - ჩეხეთი 2:0

საქართველო - პორტუგალია 1:1

01-07
20 ივნისი 2024 16:47
5
ფაქტია, თუ ჩაყვებით ქვემოთ ნახავთ რომ უმრავლესობა აკრიტიკებს მწვრთნელს და აკრიტიკებს არასწორად. აზაროვი რატომ არ წაიყვანა? მწვრთნელმა არასწორად ათამაშა, მაგრამ ეხლა ალაბათ დაინახა (მწვრთნელმა დაინახა????) რომ გუნდს თურმე შეუძლია წინ თამაში. ტაქტიკურად აზრზე არ არი მწვრთნელი, მაგრამ ბიჭებმა ითამაშეს. და სხვა მარგალიტები. ამიტომ უნდა დაწეროს, ბატონმა ღვთისავარმა, რომ ნახევარდაცვა ვერ თუ არ იღებდა დაცვის მოგერიებულ ბურთება, სუყველა თურქების იყო. ეგრე გავიდა ორი გოლი. ნახევარდაცვას არ ამოჰქონდა ან ვერ ამოჰქონდა ბურთი დაცვიდან. ვერ ამზადებდა კონტრშეტევას. დააკვირდით არავის არ ვლანძღავ, თავიდან დავიცავი ტრენერი და მერე ავღნიშნე ჩემს მიერ დანახული შეცდომები. რაც თუ არ გამოსწორდა, ჩეხებიც მოგვიგებენ. და მერე ვიძახოთ ამაყნი ვართო.
პ.ს. ჩემი ტელევიზორით გამოტანილი დასკვნები, შეიძლება არასწორი იყო. მაგალითად მეორე გოლი. მაგალითად კონტრშეტევები. მაგრამ მთავარია ითქვას, რომ გუნდს ქონდა შეცდომები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. აქ კიდევ მიდის ლაპარაკი, ამან უნდა ითამაშოს, ის უნდა წაეყვანათ.
მწარე
20 ივნისი 2024 16:49
3
პირველ ბურთში ვერავის ვერ დაადანაშაულებ, მოგერიებული დააჯდა ტიპს ფეხზე- ეგეთი რამე ათასში ერთხელ ხდება. მეორე ბურთი წიტაიშვილმა დაკარგა, 2 კაცზე წავიდა ბურთით საჯარიმოსთან ახლოს... მესამეზე (თუ აქვს მაგას რამე მნიშვნელობა) ალთუნაშვილმა ვერ დაამუშავა გადმოვარდნილი ბურთი
ZIZ
20 ივნისი 2024 17:18
0
უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი,რაც თურქეთთან.ოღონდ ინდივიდუალური გმირობისკენ მიდრეკილება,უნდა შეიცვალოს კოლექტიური გმირობისკენ მიდრეკილებით,იმ უნარების შენარჩუნებით,რაც გაგვაჩნია.
ილია
21 ივნისი 2024 10:14
0
ჩეხეთს ადრე უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავდა, გვაქვს შანსი
მამუკა
20 ივნისი 2024 23:39
1
ვინც სანიოლის დაბალ დონეზე ლაპარაკობსმაგარი სულელია!სანიოლი შესაძლოა დიდი ტაქტიკოსი არაა,მაგრამ ქართულ ხასიათში მაგრად გაერკვა და მაგარი ფსიქოლოგიც აღმოჩნდა.ანჩელოტი და გვარდიოლა აქ არ მოვლენ და ვინ უნდა დანიშნოთ?სანიოლის წასვლა და გუნდის ჩამოშლა ერთი იქნება ამ ეტაპზე თუ ისევ მაგრად არ გაგვიმართლა როგორც სანიოლმა.
ლექსო
20 ივნისი 2024 17:43
5
მეგობრებო ნუ შევიქმნით ზედმედ ამბიციებს და მოლოდინებს,მერე უფრო გვეტკინება გული!ევროზე თამაში უკვე გამოცდილებაა ჩვენთვის! თურქეთი ჩვენზე კლასით უკეთესი გუნდი იყო,უკეთესი ინდივიდუალისტებით და ეს 2 გოლში გამოჩნდა.ჩეხეთი თურქეთზე ძლიერი გუნდია,და სავარაუდოდ ისინიც მოგვიგებენ.რატომღაც თავიდანვე ჯგუფიდან გასვლა დავუწესეთ ბიჭებს და ახლა როცა შანსები შემცირდა მარცხის მერე,ყველა გულნატკენი ვართ.ეს ევრო გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ და იმისთვის რომ კლასი აიმაღლონ ჩვენმა ფეხბურთელებმა.იგივე ალბანეთი 2016ში პირწმინდად ჩარჩა ჯგუფში 0 ქულით,მაშინაც არ ყავდა ამდენი ფეხბურთელი ტოპ 5ში.ხომ ხედავთ მათ პროგრესს,წინა ევროზე მოსახვედრათაც ცოტა დააკლდათ,როგორც ჩვენ.ასე რომ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და წინ გავიხესოთ.პირველ რიგში ახალი მწვრთლენია საჭირო რომ ამ ბიჭების პოტენციალი და რესურსი სწორად გამოიყენოს.ლუზერის მენტალიტეტი საბოლოოდ ჩამოვირეცხეთ,ახლა ნელ-ნელა კლასიც მოვა.აღარავის არ აქვს გარანტირებული ნაკრების წევრობა შრომის გარეშე!
მეზღვაური
20 ივნისი 2024 17:33
5
ძალიან არ მომწონს ჩვენი ნაკრების პასიური დაცვის სტილი და საკუთარ საჯარიმოში ჩაჯდომა! არადა თურქეთან თამაშმა გვაჩვენა რომ ძალიანაც კარგად შეგვიძლია აგრესიულად და ტექნიკურად თამაში! ნახევარი წლის უკან ვუყურე სვანაძეს ბიჭები როგორ თავდაუზიგავად ეთამაშობდნენ პრესინგს რომელიღაც ევროპელ თანატოლებს, დაუღალავად 90 წუთის განმავლობაში და ამას აკეტებდნენ მოწინააღმდეგის კართან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მოკლედ ჩვენმა მთავარმა გუნდმაც უნდა იტამაშოს ესე!მეტოქის პრესინგი, ლამაზი ტექნიკური ფეხბურთი აგრესიულად და სწრაფად!
რობი
20 ივნისი 2024 17:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული