ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:

მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ შემადგენლობას სანიოლი კი არა ხიზანა აყენებს @ და კიდევ მექვაბიშვილი ნაღდად ხიზანას ან ნათესავი ან ძმაკაცისდ შვილი ან რაღაცა ახლობელია @@ ასეთი უტვინობა გაგონილა ? წინა თამაშის უარესი ფეხბურთელი წიტაიშვილი ისევ ძირითადშია და ერთერთი საუკეთესო ჩაკვეტაძე კი არა @@ არადა ზუსტად ჩაკვეტაძე იყო საჭირო დღეს თავის უმაგრესი ფორმით და ბრძოლით ! დვალი თავისი უამრავი შეცდომებით ისევ ძირითადშია და დიდი ტანის და ძლიერი ლოჩოშვილი(ზუსტად ასეთი გვჭირდება უზარმაზარ აყლაყუდა ჩეხებთან)კი არაა ძირითადში @@ კვარაცხელია ხედავთ რომ ვერ თამაშობს მეორე თავდამსხმელად ისევ იქ აყენებს ხიზანა @@@ და უკვე შწევეგუე მე ამ თამაშშიც წაგებას @@@
zura222
17:00 22-06-2024
4
თურქეთთან მატჩის შემდეგ დავწერე ( და ბევრი დისლაიქი მივიღე) რომ ჩაკვეტაძე ვერ უძლებს მაღალ ტემპში თამაშს, ანელებს დაცვიდან კონტრშეტევებს და ვერც დიდი ჩამშლელის როლს ირგებს.მაგრამ ამ საიტზე "ფეხბურთის პროფესორთა" გრძელი რიგი დგას ( თუმცა უმრავლეს შემთხვევაში სპორტთან ძალიან მწყრალად რომ არიან და ეზოში "პივეს" ამჯობინებენ).
ალბათ პირველად მომეწონა სანიოლის გადაწყვეტილება მისი შეცვლისა,თუმცა საერთოდ გაუგებარი იყო ლოჩოშვილის შეყვანა ( აქაც უნდა ავღნიშნო რომ პირადად ძალიან ვქომაგობ მას). ბუდუზე აღარაფერს ვიტყვი, გაუგებარია რატომ არ შეიყვანა მაშინვე რაც თურქები დაწინაურდნენ. არ მინდა დავიჯერო რომ პოლიტიკამ იმარჯვა.
აწი მაკრიტიკეთ რამდენიც გაგიხარდებათ.
Walter White
16:56 22-06-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული