სრული სიგიჟე - ოსიმენის ზღაპრული სილამაზის გოლი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "გალათასარაი" გასვლაზე "ანტალიასპორს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. სტამბოლელთა ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მცირე ტრავმის გამო სათადარიგოთა შორის გახლდათ, მოედანზე მხოლოდ ბოლო 13 წუთი დაჰყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე თავი ულამაზესი მაკრატელა გოლით მაინც დაგვმახსოვრა, იქამდე კი "გალათასარაის" რიგებში დუბლით მაურო იკარდი გამოირჩა.

ეს "ნაპოლიდან" "გალათასარაიში" იჯარით მოთამაშე ფეხბურთელისთვის თურქეთის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მესამე გოლია, ერთი კი მან ევროპის ლიგაზე შეაგდო.

altოსიმენმა სხვადასხვა უნარებით მისთვის იდეალური ფეხბურთელი შექმნა - დაასახელა თუ არა ნიგერიელმა კვარაცხელია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაქტიურად ხელს არავინ უშლიდა და გაიტანდა აბა რას იზამდა.
ბადრი
13:52 20-10-2024
0
ვიქტორას საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიუღია???)))
გიუშა
13:23 20-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული