საქართველოს ნაკრები ახალი მიზნებით! ევროს შემდეგ პირველად - ჩეხეთთან "მიხეილ მესხზე"...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლის გამო გულშემატკივართა განსაკუთრებული ემოციები გრძელდება. სიხარულისა და ბედნიერების გაზიარება, თანაც ასე ერთიანად, ფეხბურთს ძალიან უხდება; ამავდოულად, იზრდება დაინტერესებულთა რაოდენობა, ყველასგან კი წესებსა და კანონზიმიერებებში ერთნაირადა და ერთდროულად გაგებას ვერ მოვითხოვთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გულშემატკივართა მოთხოვნილებები გაიზარდა და ისინი მხოლოდ მიღწეულით კმაყოფილებას არასდროს გამოთქვამენ. საქართველოს ნაკრებზე, მწვრთნელის საქმიანობაზე, აუცილებელ სიახლეებზე, წასასვლელ ფეხბურთელებსა თუ გაძლიერების რესურსზე საუბარი ისაა, რაც უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იქნება.

Sportall.Ge

მუნდიალი - შემდეგი ამოცანა

როცა გულშემატკივართა სურვილებზე ვწერთ, მათი მიზანი ახლა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის მოსმენაა. მიუხედავად იმისა, მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, ევროპას იქ 16 წარმომადგენელი ეყოლება. რადგანაც საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მერვედფინალში იყო, შეიძლება იფიქრო, რომ ესაა მიჯნა, რომელზე გადაბიჯებაც ჩვენს ძალებს არ აღემატება და მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობა სავსებით შესაძლებელია. ამასაც ვისურვებთ, მაგრამ ყველაფრის გამარტივება მაინცდამაინც არ გამოგვადგება.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ევრო 2024-ზე "ერთა ლიგის" დახმარებით მოვხვდით, მსოფლიოზე კი მისი გზით გასვლა იოლი არაა. ტურნირზე მოსახვედრად ბრძოლას "ერთა ლიგის" 4 წარმომადგენელი გააგრძელებს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონშია. თუკი A ლიგის გამარჯვებული ნაკრებები მუნდიალზე შესარჩევი ეტაპიდან გავლენ, მაშინ პლეი-ოფში გასვლის შანსი იმ ჯგუფის გამარჯვებულებს ექნებათ, სადაც ვილი სანიოლის გუნდიც გამოვა. საფეხბურთო ბუღალტერიად წოდებული ამბებით რომ არ დაგღალოთ, "ერთა ლიგის" 4 ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსნებთან (12 ნაკრები) 4 საგზურს გაითამაშებს. ასე რომ, კლასიკური შესარჩევიდან მსოფლიოზე მოსახვედრად მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილია საჭირო, მეორეზე გასვლის შემთხვევაში კი წინ ორი დაპირისპირებაა (ერთის მასპინძელს შედეგები არკვევს, მეორეს - წილისყრა).

Sportall.Ge

როდის და სად?

მომდევნო "ერთა ლიგაზე" საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები ცნობილია. როგორც ჩეხეთი (ჩვენი დამსახურებით), ასევე უკრაინა და ალბანეთი ევრო 2024-ზე ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ მათთან რთული დაპირისპირებები გველის. "ჯვაროსნები" ერთგვარად ამ ტურნირის ნაკრებად ჩამოყალიბდა და როგორც ევროს პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა, ასევე A დივიზიონში დაწინაურება შეგვიძლია.

ევროპირველობის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები თბილისში 7 სექტემბერს, ჩეხების წინააღმდეგ ჩაატარებს (მოგეხსენებათ, ამხანაგურებისთვის ფანჯარა თითქმის აღარაა). წარმოგვიდგენია, რამხელა ინტერესი იქნება. უეფას საიტის თანახმად, ეს დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, რაც მისი ტევადობიდან გამომდინარე, გასაკვირია. "დინამო არენა" გაცილებით მეტ მსურველს იტევს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გერმანიაში რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, გულშემატკივართა მაღალი კულტურაა - მთავარი დანიშნულების შესასრულებლად ტრიბუნებზე ყოფნა გადამწყვეტი სულაც არაა. ესმით, რომ იქ ყველა ვერ დაეტევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რაც მატჩებისას სხვადასხვა ადგილას, დიდ ეკრანზე, ერთდროულად გულშემატკივრობაა, გაგრძელდეს. ყველაფერი ერთ წერილში ჩაატიო, რთულია, მათ შორის ისიც, რა შეიძლებოდა ორგანიზების კუთხით უკეთ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამაზე საუბრის დროც მოვა...

"ერთა ლიგის" ჯგუფს ნოემბერში ისევ ჩეხებთან სტუმრობით დავასრულებთ. შინ კი 14 ოქტომბერსა (ალბანეთთან ბათუმში, ამ ეტაპზე ასეა) და 16 ნოემბერს (უკრაინა) ვითამაშებთ.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა ამის შემდეგ ჩატარდება. სანიოლის გუნდი მესამე კალათას არ უნდა ჩამოსცდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი მეორეში იქნება და ჯგუფში (4 ან 5-გუნდიანი) ჩვენზე ძლიერ მხოლოდ ერთ ნაკრებს შეხვდება.

Sportall.Ge

სანიოლი

ფაქტია, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ სიმაღლესა და გამოწვევებამდე მიიყვანა, რასაც კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. ის შეცდომებსა და ჩაგდებულ მატჩებზე ბევრს სწავლობს - აქამდე ასე იყო. ფრანგი სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატზე რასაც კარგად გაიაზრებდა, წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ტაქტიკური სქემა და მაქსიმალური მრავალფეროვნებაა საჭირო. გარკვეული ცვლილებები თამაშის პროცესშივე მნიშვნელოვანია. გასაგებია, საქართველოს ნაკრების მთავარი უპირატესობა სწრაფ შემტევებსა და კონტრშეტევებშია, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, დასახული მიზნების მიღწევას მეტი სჭირდება.

სანიოლს მოუწევს დამტკიცება, რომ მისი მეთოდები არ ამოწურულა, მეტოქეებს არ გაუშიფრავთ და სიახლეების სწრაფად დანერგვა კვლავ შეუძლია!.. ლევან კობიაშვილის თქმით, ორივე მხარე მოწადინებულია, წლის ბოლომდე არსებული ხელშეკრულება გახანგძლივდეს...

Sportall.Ge

კონტიგენტი

სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არავის განუცხადებია, თუმცა, გასაგებია, რომ საკადრო სიახლეები იქნება - ამ ეტაპზე ზოგადად ვთქვათ - პირველ რიგში, დაცვის ხაზში. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი სათამაშო პრაქტიკა და ხარისხი ჰქონდეთ. ევრომ ისიც დაგვანახა, რა ფასი აქვს კარგ კლუბსა და ჩემპიონატში გამოსვლას. იმედია, ამ მხრივ ბევრი სასიამოვნო სიახლე გველის.

პროცესი (რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა) დაწყებულია, წინ უფრო მეტია!..

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

altდარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

altეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

alt"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 59 /
მეგონა ევრო 2024- ის შემდეგ მაინც,ცოტა მეტად გაერკვეოდა ხალხი ფეხბურთში.
რას ითხოვთ სანიოლისგან.
მხოლოდ სამი კაცია ძირითადის 11 -დან ტოპ 5 ლგაში, სათადარიგოებს რომ თავი დავანებოთ. ალბათ ქოჩორა დაემატება მეოთხე და ეგაა სულ. ამ შემადგენლობით გვარდიოლა და ანჩელოტი ვერ გააკეთებს მეტს. ვერ ვითამაშებთ მაღალ პრესინგს, იმიტომ რომ არ გვყავს სწრაფად მორბენალი ცენტრალური მცველები. ასევ არ გვყავს პირველი პასის გამკეტებელი ცენტრაულირი მცველი. გვიჭირს მოკლე პასებით ბურთის ამოტანა იმიტომ რომ აკლიათ კლასი,როგორც დაცვის, ასევე ნახევადრაცვის მოთამაშეებს. მონდომებით, 4-5 კაცით და სანიოლის დისციპლინით გაკეთდა რაც გაკეთდა. შედეგს მინიმუმ 15-16 თნაბარი კლასის დაბალანსებული შემადგენლობა სჭირდება ყველა რგოლში. ბურთის გორავის გარდა, ანალიტაკასაც უყურეთ და წაიკითხთ ხანდახან, სასაცილო კომენტარები რომ არ აკეთოთ.
ნუგზარი
04 ივლისი 2024 15:08
7
მოსთხოვეთ ფედერაციას, რომ ნაკრების ყველა თამაში დინამოზე ჩატარდეს!
რეალობა
07 ივლისი 2024 11:15
7
ვინ მოსთხოვოს? როგორ მოსთხოვოს?
1234
07 ივლისი 2024 12:58
2
ვინ მოსთხოვოს? ყელამ. ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა.
მაგალითად, GeoTeam-ის საბა საპანაძემ უკვე მიმართა ფედერაციას.
რეალობა
07 ივლისი 2024 13:15
1
სანიოლს თუ არ დატოვებენ მსოფლიო ჩემპიონატზე არც უნდა ვიოცნებოთ! ...ვინც იძახისს წავიდესო უკეთესი ვინ წარმოუდგენია უბრალოდ დაწეროს!!....და მეორე კიდევ ის უკეთესი ან მოვა ან არა....გულშემატკივრობის ნიღბის ქვეშ შეფარული პროტესტანტი ნაც-კამანდა!!! ეგაა მაგათი სახელი
გიო
07 ივლისი 2024 12:07
43
რა შუაშია სანიოლის დანიშვნისას ნაცების ჩაკვეხება? :)
ანუ რა გინდა თქვა რომ ნაცები არის სიბნელე და ქოცები შარავანდედი შემოსილი გაცისკროვნება? :)
d
07 ივლისი 2024 14:06
6
იმის თქმა რომ შენნაირები არ არიან ფეხბურთის გულშემატკივრები და დაიწვი კიდეც თავი.
გიო
07 ივლისი 2024 15:59
1
ძალიან ბევრს არც გაუხარდა ჩვენი ნაკრების ღირსეული გამოსვლა ევროზე იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამერიკის 50 შტატი და აქ მთავარია ბეისბოლი,ჰოკეი და ამერიკული ფეხბურთი....და სანიოლი ვისაც არ გინდათ უნდა იცოდეს ახალ ტრენერს გადაწყობა და ექსპერიმნტები დაჭირდება რასაც დრო მიაქ
გველ-სოკერა
07 ივლისი 2024 14:02
30
შენ ხარ ნამდვილი ქოცპროვოკატორი! ვინ ნახე ასეთი, ვისაც არ გაუხარდა, რა ხალხში გაქვს საქმე. შენს საყვარელ რუსებსაც კი გაუხარდათ ნაკრების ღირსეული გამოსვლა
დავით 67
07 ივლისი 2024 18:40
13
გველ-სოკერა. რამხელა ჩ----რი ხარ. ფუიიიიი.
ზაკო
07 ივლისი 2024 15:27
14
ყველა გამოხმაურება
სანიოლის მომხრე არასდროს არ ვყოფილვარ იმიტომ როდესაც ჩამივიდა მწვრთნელი არ იყო მაგრამ ძაან გაუმართლა და მოიგო ერთა ლიგა მშევენივრად სადაც უკვე რაღაც ისწავლა …მაგრამ როდესაც დააპირა ზემო საფეხურზე ასვლა ვერ შეძლო და ჩააგდო შესარჩევი რის შემდეგ დაუბრუნდა ძველ სქემას ცოტათი გაუმჯობესა და სასწაული მოახდინა ევროზე. …რისთვისაც ღმერთია მოწმე ძააან დიდი მადლობა ბიუსტი და ქუჩები მისი სახელობის ….მაგრამ მაქვს ეჭვი რომ ჩვენ ნაკრებს შეუძლია კიდევ გაზრდა აი მას კი ვერა და რატომ ვერა გეტყვით ის არ არის ნაგლი მან ვერ გაბედა დაცვის შეცვლა რომელსაც ( ანუ დაცვას )შეუძლია მხოლოდ საჯარიმოში იდგეს როგორც სანგარში და მოიგერიოს ბურთები გაიხსენეთ ვაისი ის ჩვენ მცველებს ათამაშებდა უფრო მაღლა ( მაშინ ისინი ცოტათი ახალგაზრდები იყვნენ და ცოტა სირბილი შეეძლოთ) და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს ვაისის დაცვა ჯობდა სანიოლისას იმით რომ ისინი ბურთს იჭერდნენ მახსოვს ჩვენი გინებები იმ უკან პასებზე მაგრამ იმ ბურთის დაჭერის და უკან პასების დროს ყოველ 2-3 წუთში კარში არ გვირტყამდნენ აი ნახეთ 360 წუთში 100 ჯერ დაგვირტყენ კარისკენ აქედან 37 კარში სადაც გავუშვით 8 გოლი და მამარდამ გააკეთა 29 სეივი ( მიდის კამათი რომ 30-იო) ყველა ვამაყობთ მამარდათი და მართლაც რომ გმირობაა მაგრამ წარმოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი ჩეხებთან 10 სეივი და 1 გოლი ესე იგი ყოველ 3 წუთში ურტყამდნენ კარში არა კარისკენ არამედ კარში მის ადგილას პირადად მე გავიხდიდი ბუცს და თავში ჩავცხებდი დავის უფროსს და მერე მწვრთნელს თუ ვინები დამიყენა წინ დაცვაში …თან ეს მაშინ რომ დაცვას არცერთ შეტევაში არაფერი წცლილი არ მიუძღვის ….ასე რომ ბოდიში საბასთან მაგრამ მანაც დაკარგა სისწრაფე რომ ზემოთ აწეული დაცვით ვითამაშოთ ხოლო დარჭობილი ჯოხი კაშია ახლა კი არა მაკედონიის შემდეგ უნდა წასულიყო ჩემი აზრით სანიოლი ვერ გაიზარდა ზუსტად იმის გამო რომ ვერ გაბედა კაშიას მოშორება წარმოიდგინეთ სამიცენტრ მცველი დვალი შუაში საზონოვი რომელიც საყრდენად არის გაზრდილი და შეეძლება ზემოთ ასვლა შეტევის მიხმარება ასევე ლოჩო რომელსაც შეეძლება ფლანგზე შეტევის მიხმარება და მთავარი ამათ სამივეს შეუძლიათ მაღალი დაცვის თამაში იმიტომ რომ სირბილი შეუძლიათ არამედ საკმაოდ სწრაფები არიან ასევე არიან ტაბიძე კალანდაძე ივა გელაშვილი არის დაცვა მაღლები და სწრაფები ხომ ვნახეთ ეს 21 წლამდელებში სადაც დედა უტირეს პორტუგალიასაც ბელგიასაც ნიდერლანდებსსც ნახეთ რამდენნი არიან იმათი უკვე ამ ევროზე …აქედან გამომდინარე რომ დაცვის გაახალგაზრდავება მოგვიწევს და შემტევების 70% გამოიარა სვანაძის ხელში რომელმაც ყველა იცის და ყველას იცნობს თავიდან ბოლომდის მაშინ ისმის კითხვა სადამდის ვზარდოთ სანიოლი ჩვენს ნაკრებზე ბარემ სვანაძესთან ერთად გაზრდა გააგრძელონ პლიუს სვანაძემ უკვე იცის ახალი მომავალი და სანიოლს ძაან უჭირს ახალგაზრდების მოწვევა და მითუმეტეს ნდობა მაგაში ვაისი ბევრად სჯობდა …თუნდაც დათვალეთ და შეადარეთ ვის ვისი დროს ქონდა პრემიერა არ ითვლება მიქაუტაძე ის ევტოპაში აფეთქდა ….და სულერთია ვინ იქნებოდა მწვრთნელი …ან არის მეორე ვარიანტი რისიც მე არ მჯერა რომ მაგარი თანამედროვე უკვე შემდგარი აღმშენებელი მწვრთნელი ჩვენთან ჩამოვა….
მდაა
04 ივლისი 2024 18:34
11
მდაა.მართლაც მდაა!ესე იგი,ჩვენი მცველები,შეტევაში არ მონაწილეობდნენ,არა?ევროპის ჩემპიონატზე,5გოლი გავიტანეთ და აქედან 2,პენალტიდან!ერთი პენალტი,ლუკა ლოჩოშვილმა აჰკიდა და მეორე,გურა კაშიამ!თანაც სტანდარტების დროს კი არა,თამაშის დროს,შეტევაში ჩართვის შემდეგ.რამდენი ნაკრებია,ვინც ასე ეფექტურად გამოიყენა მცველები?არა მგონია ბევრი ბევრი შექუჩდეს.ან ის ბიჭები,შენ რომ ამბობ უნდა წაეყვანათ და ეთამაშებინათო,საკუთარ გუნდებში რამდენს თამაშობდნენ?კაშია კი,უკვე ზედიზედ მესამე წელია,სლოვაკეთის ჩემპიონი და შეუცვლელი ფეხბურთელია.კვირკველიაც არაბეთში თამაშობს და არ დაგავიწყდეს,რომ იქ რონალდოსთანაც უწევდა ბრძოლა,ბენზემასთანაც და კიდევ ბევრ სხვა ვარსკვლავთანაც.ყველაფერს თავისი დრო აქვს და მაგ ბიჭებსაც მოუწევთ,ნაკრების ღირსების დაცვა,თანაც აუცილებლად,მაგრამ როცა დრო მოვა,მაშინ.ნაყოფი მაშინ უნდა მოკრიფო,როცა მწიფეა.უფრო ადრე მოკრეფა,მის გადასაყრელად გაწირვას ნიშნავს.
სოსო
05 ივლისი 2024 14:57
8
90 წუთი რომ 11-ზე გაყე, 3 წუთი რანაირად გამოვიდა?
ზოგადად კი, მართალი ხარ. გინდაც, 8 წუთში ერთელ კარის ჩარჩოში დარტყმა მაინც ბევრია.
მდაა-ს
06 ივლისი 2024 13:25
0
მსოფლიოზე თუ გავიდა არ წახვიდეთ პირდაპირ დაიწყეთ აღნიშვნა
!!
05 ივლისი 2024 14:08
15
მსოფლიოზე გავიდეთ და წასვლამდეც აღვნიშნავთ იქ მოხვედრას და იქ წარმატებასაც.
ჯეჯე
06 ივლისი 2024 13:18
1
საინტერესოა
ჩემი აზრი
07 ივლისი 2024 11:46
5
ტყუილად გაქვთ სანიოლის იმედი. კიდევ რამდენიმე წელს დავკარგავთ. ამ კაცს მეტი არ შეუძლია, თავადაც თქვა რომ ვსწავლობთ და ვიზრდებითო. ამ ლოგიკით შეიძლება მთელი სიცოცხლე დავტოვოთ, ადამიანი ხომ სიკვდილამდე სულ სწავლობს? ჯერ კიდევ არის დრო რომ მოვიწვიოთ ისეთი მწვრთნელი, რომელსაც უკვე ნასწავლიცა აქვს, გაზრდილიც არის და არ გამოძახებულ ფეხბურთელებზე გაგვცემს ამომწურავ და დასაბუთებულ პასუხს. და არა ისეთ აბდაუბდას, რასაც სანიოლი გვეუბნებოდა აზაროვზე და არაბიძეზე. საზანოვზე რომ არაფერი ვთქვათ. ვერც ჩეხებს მოვუგებთ, ვერც უკრაინას და ვერც ალბანეთს. უბრალოდ გამორიცხულია, რომ სულ მამარდას იმედად ვიყოთ. არა პრესინგი, არა პირველ ნომრად თამაში, გაუთავებელი მასირებული შეტევები და 30-40 დარტყმული ჩვენს კარში. დაახლოებით ასეთი სურათი გველის სანიოლის ხელში. თუ გვაწყობს ამ სვარკის ყურება, კი ბატონო, 100 წელი დარჩეს, ჩემთვის პირადად მართლაც არაფერი უწყენინებია.
ეჰ
04 ივლისი 2024 12:45
13
გეთანხმები მაგრამ წელიწადში 200 ათასად ვინ მოვა?
საქართველო
04 ივლისი 2024 13:45
6
თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
04 ივლისი 2024 11:34
2
მოდი პირდაპირ ვთქვათ რაა სანიოლის წასვლა არ წასვლის სტატიაზე დავწერე კომენტარი რო დაცვა და ცენტრი გადახალისდება და წასასვლელები წავლენთქო და ეხლა კაშია თუ არ წავა მაგრამ გვერძე არ გაიწევა როგორც ეს კანკავამ გააკეთა ამ ევროზე ვის თვალშიც მოიპოვა სიმპათია დაკარგავს და თან ძალიან მწარედ დაკარგავს თავადაც ხვდებით როგორ აკინძავენ! ეს ერთი მეორე კვირკველია ასევე. საზანოვის დრო მოვიდა ბოლოსდაბოლოს რაც არ უნდა იყოს ასაკოვან ფეხბურთელებზე მეტი პერსპექტივაც აქვს და კლასიც, გამოცდილება ნაკლები. ცენტრი, კვეკვე ასევე შეცვლაზე კარგი იქნება სიგუას მიეცეს შანსი ამ ერთა ლიგაზე ნუ მოკლედ რა სამუშაო ძალიან ბევრია და წამსვლელები დარჩნენ მაგრამ სკამზე. მოკლედ დაცვის ხაზი ყველაზე უსუსტესი რგოლი გვაქვს და ნახევარ დაცვა საშვალო, კიტე ქოჩო ჩაკვე მაგარია ტრიოა მაგრამ სამივე ფეხბურთელი თუ კიდევ მოუმატებენ და დონეს გაიზრდიან მაშინ ცენტრი შეიძლება გრანდების დონეზე ავიდეს მაგრამ დაცვაში გვიჭირს
T.q
04 ივლისი 2024 16:36
1
ერთი კითხვა მაქვს!

რატომ გგონიათ, რომ სანიოლის ხელფასი მხოლოდ 200 ათასია? ))))
მანფრედ კალცი
07 ივლისი 2024 13:05
20
არაფრის მაქნისს: ენჯეობებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს ,რამდენი აქვთ ხელფასი ესეც ვიკითხოთ? თანაც უცხოეთიდან კარგა-მაგრა, რო შემოსდით დონორებისგან მაყუთები აქ ასარევად და რევოლუციების მოსაწყობად ეგეც ვიანგაშიროდ. მაგ შავ ფულებზე ატყდა ერთი ამბავი რომელსაც "რუსული კანონი" დაარქვეს, თუ აქ და თუ იქ ევროპაშიც და ამერიკაშიც, რადგანაც ეგენი არიან მაგ დოლარების დონორები, იმიტამაც იგლჯავენ ერთ ადგილებს ამერიკის კონგრესში და აქვთ ერთი გნიასი და ვაი უშველებელი. რატომ რა მიზეზით, რა სარჩულით გვაძლევენ სანქციებს? იმიტომ, იმიტომ და იმიტომ! პასუხი არა ადეკვატურია!
თქვენი სანქციები ერთადგილას....
07 ივლისი 2024 16:18
15
ნერვებს გაუფრთხილდი.
ყოველი შემთხვევისთვის ექიმსაც გაესინჯე. დამამშვიდებლებს გამოგიწერს.
ერთ ადგილს
07 ივლისი 2024 16:51
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული