საქართველოს ნაკრები ახალი მიზნებით! ევროს შემდეგ პირველად - ჩეხეთთან "მიხეილ მესხზე"...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლის გამო გულშემატკივართა განსაკუთრებული ემოციები გრძელდება. სიხარულისა და ბედნიერების გაზიარება, თანაც ასე ერთიანად, ფეხბურთს ძალიან უხდება; ამავდოულად, იზრდება დაინტერესებულთა რაოდენობა, ყველასგან კი წესებსა და კანონზიმიერებებში ერთნაირადა და ერთდროულად გაგებას ვერ მოვითხოვთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გულშემატკივართა მოთხოვნილებები გაიზარდა და ისინი მხოლოდ მიღწეულით კმაყოფილებას არასდროს გამოთქვამენ. საქართველოს ნაკრებზე, მწვრთნელის საქმიანობაზე, აუცილებელ სიახლეებზე, წასასვლელ ფეხბურთელებსა თუ გაძლიერების რესურსზე საუბარი ისაა, რაც უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იქნება.

Sportall.Ge

მუნდიალი - შემდეგი ამოცანა

როცა გულშემატკივართა სურვილებზე ვწერთ, მათი მიზანი ახლა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის მოსმენაა. მიუხედავად იმისა, მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, ევროპას იქ 16 წარმომადგენელი ეყოლება. რადგანაც საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მერვედფინალში იყო, შეიძლება იფიქრო, რომ ესაა მიჯნა, რომელზე გადაბიჯებაც ჩვენს ძალებს არ აღემატება და მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობა სავსებით შესაძლებელია. ამასაც ვისურვებთ, მაგრამ ყველაფრის გამარტივება მაინცდამაინც არ გამოგვადგება.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ევრო 2024-ზე "ერთა ლიგის" დახმარებით მოვხვდით, მსოფლიოზე კი მისი გზით გასვლა იოლი არაა. ტურნირზე მოსახვედრად ბრძოლას "ერთა ლიგის" 4 წარმომადგენელი გააგრძელებს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონშია. თუკი A ლიგის გამარჯვებული ნაკრებები მუნდიალზე შესარჩევი ეტაპიდან გავლენ, მაშინ პლეი-ოფში გასვლის შანსი იმ ჯგუფის გამარჯვებულებს ექნებათ, სადაც ვილი სანიოლის გუნდიც გამოვა. საფეხბურთო ბუღალტერიად წოდებული ამბებით რომ არ დაგღალოთ, "ერთა ლიგის" 4 ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსნებთან (12 ნაკრები) 4 საგზურს გაითამაშებს. ასე რომ, კლასიკური შესარჩევიდან მსოფლიოზე მოსახვედრად მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილია საჭირო, მეორეზე გასვლის შემთხვევაში კი წინ ორი დაპირისპირებაა (ერთის მასპინძელს შედეგები არკვევს, მეორეს - წილისყრა).

Sportall.Ge

როდის და სად?

მომდევნო "ერთა ლიგაზე" საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები ცნობილია. როგორც ჩეხეთი (ჩვენი დამსახურებით), ასევე უკრაინა და ალბანეთი ევრო 2024-ზე ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ მათთან რთული დაპირისპირებები გველის. "ჯვაროსნები" ერთგვარად ამ ტურნირის ნაკრებად ჩამოყალიბდა და როგორც ევროს პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა, ასევე A დივიზიონში დაწინაურება შეგვიძლია.

ევროპირველობის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები თბილისში 7 სექტემბერს, ჩეხების წინააღმდეგ ჩაატარებს (მოგეხსენებათ, ამხანაგურებისთვის ფანჯარა თითქმის აღარაა). წარმოგვიდგენია, რამხელა ინტერესი იქნება. უეფას საიტის თანახმად, ეს დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, რაც მისი ტევადობიდან გამომდინარე, გასაკვირია. "დინამო არენა" გაცილებით მეტ მსურველს იტევს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გერმანიაში რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, გულშემატკივართა მაღალი კულტურაა - მთავარი დანიშნულების შესასრულებლად ტრიბუნებზე ყოფნა გადამწყვეტი სულაც არაა. ესმით, რომ იქ ყველა ვერ დაეტევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რაც მატჩებისას სხვადასხვა ადგილას, დიდ ეკრანზე, ერთდროულად გულშემატკივრობაა, გაგრძელდეს. ყველაფერი ერთ წერილში ჩაატიო, რთულია, მათ შორის ისიც, რა შეიძლებოდა ორგანიზების კუთხით უკეთ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამაზე საუბრის დროც მოვა...

"ერთა ლიგის" ჯგუფს ნოემბერში ისევ ჩეხებთან სტუმრობით დავასრულებთ. შინ კი 14 ოქტომბერსა (ალბანეთთან ბათუმში, ამ ეტაპზე ასეა) და 16 ნოემბერს (უკრაინა) ვითამაშებთ.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა ამის შემდეგ ჩატარდება. სანიოლის გუნდი მესამე კალათას არ უნდა ჩამოსცდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი მეორეში იქნება და ჯგუფში (4 ან 5-გუნდიანი) ჩვენზე ძლიერ მხოლოდ ერთ ნაკრებს შეხვდება.

Sportall.Ge

სანიოლი

ფაქტია, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ სიმაღლესა და გამოწვევებამდე მიიყვანა, რასაც კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. ის შეცდომებსა და ჩაგდებულ მატჩებზე ბევრს სწავლობს - აქამდე ასე იყო. ფრანგი სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატზე რასაც კარგად გაიაზრებდა, წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ტაქტიკური სქემა და მაქსიმალური მრავალფეროვნებაა საჭირო. გარკვეული ცვლილებები თამაშის პროცესშივე მნიშვნელოვანია. გასაგებია, საქართველოს ნაკრების მთავარი უპირატესობა სწრაფ შემტევებსა და კონტრშეტევებშია, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, დასახული მიზნების მიღწევას მეტი სჭირდება.

სანიოლს მოუწევს დამტკიცება, რომ მისი მეთოდები არ ამოწურულა, მეტოქეებს არ გაუშიფრავთ და სიახლეების სწრაფად დანერგვა კვლავ შეუძლია!.. ლევან კობიაშვილის თქმით, ორივე მხარე მოწადინებულია, წლის ბოლომდე არსებული ხელშეკრულება გახანგძლივდეს...

Sportall.Ge

კონტიგენტი

სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არავის განუცხადებია, თუმცა, გასაგებია, რომ საკადრო სიახლეები იქნება - ამ ეტაპზე ზოგადად ვთქვათ - პირველ რიგში, დაცვის ხაზში. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი სათამაშო პრაქტიკა და ხარისხი ჰქონდეთ. ევრომ ისიც დაგვანახა, რა ფასი აქვს კარგ კლუბსა და ჩემპიონატში გამოსვლას. იმედია, ამ მხრივ ბევრი სასიამოვნო სიახლე გველის.

პროცესი (რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა) დაწყებულია, წინ უფრო მეტია!..

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

altდარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

altეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

alt"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 59 /
იასონას უდარს, შენი რუსეთუმე ...
იასონას უდარი
04 ივლისი 2024 13:57
14
რუსეთუმე რატო ვარ,სიმართლის თქმის გამო? ან ეს რუსეთუმეობა რას ნიშნავს გამარკვიეთ,თორე ვერ გავიგე ვერაფერი. თუ რუსეთის სიყვარულ მაბრალებთ,სად გამოჩნდა ეგ ამბავი? აზერებზე ვთქვი და ყარაბაღზე,ყარაბაღი აზერბაიჯანი არ არის? ან ს/კ ცხინვალის და გაგრას ხსენება არ მოგეწონათ საქართველოს კონტექსტში? გაუგებარია,რატომ ვარ რუსეთუმე. ან ნატო არ უდრის ამერიკას თუ ევროკავშირი არ არის ამერიკის კოლონია?
ფეიკ იასონას უდარს იასონას უდარისგან
04 ივლისი 2024 19:10
8
შენ რომ ევროკავშირში და ნატოში არ შესვლა რუსეთუმეობა გგონია მაგიტო გიჭირს აზროვნებაში. შე მოხალისე მონავ და ბატონის მაძიებელო
შვედუნა
04 ივლისი 2024 15:30
8
დიდი მადლობა სანიოლს,კაშიას,ჩვენს ვეტერანებს, მაგრამ თუ არ გვინდა ხვიჩასა და მამარდას ტალანტის განიავება ცვლილებების დროა. ამიტომაა ჯაბა კანკავა ნამდვილი კაპიტანი და დიდი კაცი.ისე კი თემურ ქეცბაია ახლა ყველაზე მისაღები ვარიანტია ამ ეტაპზე.ეროვნულ ლიგას მასშტაბური ცვლილებები სჭირდება,უცხოური კაპიტალი, მანდ უამრავი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა,რომელთაც ინატრებს ბევრი ევროპული ლიგა.
ეუსებიო
04 ივლისი 2024 13:53
12
ეგ მიზანი სულ იყო ხოლმე,მარა ვერ გავდიოდით. თან იქ 16 გუნდი გადის ევროპიდან და არც ერთა ლიგის გზა გავა ლუქსემბურგებზე. კი,48 გუნდიანი ხდება მსოფლიო,მარა მაინც რთულია იქ გასვლა. მაინც ვერ ვხდები რა არის ოპტიმიზმის საფუძველი,როცა უეფა ზრდის გუნდების რაოდენობას დასკვნით ეტპაზე და ასე გეძლევა შანსი სადღაც მოხვდე. თუ 100 გუნდამდე გაზრდიან რაოდენობას,მერე სულ მოხვდები და იმაყებთ იმით რო ყველა მსოფლიოზე მიიღებ მონაწილეობას. კარგი,გავიგე რო პროგრესი აქვთ და ამის გჯერათ,თუმცა ეგ პროგრესი რას მოიზარებს,ისევ ერთა ლიგით სადღაც გასვლას? თუ საკვალიფიკაციოს მოვიგებთ და ისე გავალთ,ეს იქნება პროგრესი ჩემთვის და არა ის რო რაოდენბოს გაზრდით სადღაც მოვხდებით. ხარისხი მაგით არ იზომება,ქვეყანაში ფეხბურთის დონე იზომება:შიდა ჩემპიონატის სიძლიერით,ჩვენი გუნდების ევროთასებზე ასპარეზობით და რა თქმა უნდა ნაკრებების თამაშებით. ჩემპიონატის დონე ცუდია,ევროთასებზე ვერ გავდივართ და ნაკრების გამოსვლით აფასებთ რო ქართული ფეხბურთი წინსვლას განიცდის? აგერ აზრრბაიჯანმა ტონა ფული დახარჯა და ყარაბაღი გაიყვანა ევროთასებზე,პროპაგანდა აწარმოა და მთელ მსოფლიოს დაანახა რო ყარაბაღი აზერბაიჯანი. ჩვენ ცხინვალი გვყავდა და სულ ღაფავს ეს გუნდი,გაგრა არის და სულს ღაფავს,ძლივს ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს დივიზიონში. ერთი ფაქტი დამისახელეთ,სადაც კანონზმომიერება ჩანს და საქმე კეთდება. დინამო კი აკეთებს საქმეს,მარა ვერ ხეირობს ამით საკმარისად,დიდ გუნდში არ ეძლევა შანსი ტალანტებს და გაურკვეველ ლიგებში ყიდიან. კვარას და მამარდას ამბავი არის გამონაკლისი,მათ გაუმართლათ და სხვებს? შრომა და ცონდა უნდა ყველაფერს,ფიფიამ ეგ საქმე არ იცის ეტყობა. ბენფიკა მაგით არსებობს,ტალანტებს პოულობს და მერე 100 მილიონად ყიდის,ხოდა დინამოს რა სჭირს ასეთი უსაშველო? აზერბაიჯანი ვახსენე და ყარაბაღის ევროთასებზე თამაშით აზერბაიჯანული ფეხბურთი წინსვლას განიცდის? არ არის ეგ წინსვლა,სამივეს ერთობლივი მაჩვენებელი გჭირდება. არავინ არ იძახის რო ქართული გუნდები ლიგას უნდა იგებდეს,მარა ჯგუფში შესვლა უნდა შეეძლოს სტაბილურად. სამი ტურნირია და ვერცერთში ვერ გავდივართ ჯგუფში,ეს არის პროგრესი? მწვრთნელი არ გვყავს რო ბავშვი გაზარდოს,ეს არის პროგრესი? ეს რაც ნახეთ ნაკრებში არის ფეხბურთელების დიდი მონდომების და ნიჭის ამბავი,ამ ქვეყანამ ამ ხალხისთვის დიდი ვერაფერი შექმნა,როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის. იმას ვერ იტყვით რო ამ ქვეყანაში ხალხს ეზარებათ მუშაობა,მონობა არ სურთ უბრალოდ. 500 ლარად რო მთელი თვე ენაგადმოგდებული ირბენ,ეგ მონობა არ არის? ან უნივერსიტეტში რო ჩააბარებ და აქციებზე დაგარბენინებენ,იმიტო რო იციან ფული გიჭირს და წამოკიდებას ცდილობენ ამით. ქვეყანაში ადამიანი უნდა იყოს დაფასებული,მერე ფეხბურთსაც ითამაშებ და რაგბსაც,შედეგიც გექნება. ნიჭი აშკარად გვაქვს,მარა ფეხებზე გვკიდია ეს ნიჭი. ყველა ოპტიმისტს ვენაცვალე,მალადეც თქვენ,მარა მე ვერ მოგყვებით მაგ ამბავში. არ ეტყობა ამ ქვეყანას რო რაიმეზე გეგმაზომიერად ფიქრობს და აკეთებს. აგერ მთავრობა გვეუბნება რო ევროპა და ნატო უნდა,მარა ჩინეთს ეხუტება. ნატო=ამერიკას,ჩინეთი ამერიკის მტერია და სად მიდიხარ? მე არ მომწონს ნატოში ჩვენი გაწევრიანების იდეა,როგორც ევროკავშირში,მარა ხო არის ოფიციალური პოლიტიკა ეგეთი? ხოდა ეს არევა არ არის? ან იქეთ იყავი და ან აქეთ,ქალს ნუ დავემსგავსებით,ვინც ორ ან მეტ კაცს აძლევს.
იასონას უდარი
04 ივლისი 2024 13:32
11
ფიფია,თვითონაც აცხადებს,რომ დინამოს შენახვის და გაძლიერების სახსრები არა აქვს.თუ ვინმე სერიოზული მყიდველ-ინვესტორი გამოჩნდება,სიხარულით გადავცემო,მაგრამ არავინაა მსურველი.აკადემიას კი ჩინებულად ამუშავებს და ამაზე მადლობა.კიდევ რაღაცებზეც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული აზრის გამოთქმა,მაგრამ ამ პოსტზე პოლიტიკური დასკვნების გამოტანა,თანაც ასეთი დასკვნების?მარაზმია!ქართულ ფეხბურთზე,ქართულ სპორტზე,საქართველოზე მოფიქრალი ადამიანის პოსტია და ვინც მას,სხვანაირად აღიქვამთ,ცოტა უფრო გულდასმით წაიკითხეთ.ჩამოაშორეთ ეს კლიშეები და რეალურად რასაც ამბობს,ის გაიაზრეთ,ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.სულ სხვანაირად გამოჩნდება ეს პოსტი და ვინძლო თქვენც დაეთანხმოთ.
სოსო
05 ივლისი 2024 15:19
2
გრუზინ? ეგრე რუსები,სლავები მოგვიხსენებენ და რომელი ხარ შენ? რაც შეეხება იმას თუ რატომ არ მომწონს ეგ იდეა,33 წელია რაც მაგას გავყვირავთ ერი და მიგვიღეს? არა ხომ და შენი გათვლებით,რამდენ ხანში გააკეთებენ მაგას? ნატო არის სამხედრო ორგანიზაცია,ხოლო ევროკავშირი არის ამერიკის მიერ კოლექტიური ევროპის მართვის და დამონების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. ანუ გამოდის რო მხარეს ირჩევ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და როგორც მხარეს,ყველთვის გექნება კონფლიქტი არჩეული მხარის მტრებთან და გვქონდა კიდეც. ჩვენ არც ევრაზიულ და არს ევროკავშირიში არ უნდა გავწევრიანდეთ,მარა ვინ გისმენ.

რაც შეეხება ფეხბურთს,ბრაზილია და არგენტინა არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები,მარა სავსეა მათი ფეხბურთელებით ევროპა.აგერ რეალმა ენდრიკი იყიდა კიდევ. თუ ნომრალურად ითამაშებს ვინმე,ყველა კლუბი გამოათავისუფლებს ადგილს გუნდში. ეკონომიკასთან მიბმა ფეხბურთის არ არის სწორი,ბრაზილიაც და არგენტინაც,ურუგვაიც,არიან ერთერთი უღარიბესი ქვეყნები,მარა 9 მსოფლიო ჩემპიონობა აქვთ მარაქაში,როცა მთელ სკანდინავიას,ავსტრიას,შვეიცარიას ან უნგრეთს არცერთი,ხოლო ინგლისს ერთი კინკილა. აქ უნდა გქონდეს აკადემიები და გაზარდო ხალხი,არა წავიდნენ ბავშვები ევროპაში და იქ იყვნენ აკადემიებში,მერე ან ითამაშებს ჩვენთან ან არა. ამიტომაც ეგ არაფერი არგუმენტი არის,რომლის გაბათილებაც არ შემიძლია მედასავლეთე ცალფაზიანო იდიოტო
იასონას პასუხი ბესოს
04 ივლისი 2024 21:11
4
ყველა გამოხმაურება
ორდენოსანი ფეხბურთელებიდან ამათ უნდა დაეყრდნოს ახალი მწვრთნელი: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ლობჟანიძე, ზივზივაძე.
ბევრი ახალი ფეხბურთელი უნდა მოვიდეს ნაკრებში. საქართველოს ჩემპიონატში არიან ნიჭიერი ბიჭები.
რეალობა
04 ივლისი 2024 13:07
3
აბა როგორ არის შესაზლებელი ამდენი შემტევი ერტდ 10 კაცში? ჩაკვეტაძე, , კვარაცხელია, მიქაუტაძე, ლობჟანიძე, ზივზივაძე? 50% თავდამსხმელი?

აბა , ჯიგარ!
არარეალობა
07 ივლისი 2024 14:21
0
ტყუილად გაქვთ სანიოლის იმედი. კიდევ რამდენიმე წელს დავკარგავთ. ამ კაცს მეტი არ შეუძლია, თავადაც თქვა რომ ვსწავლობთ და ვიზრდებითო. ამ ლოგიკით შეიძლება მთელი სიცოცხლე დავტოვოთ, ადამიანი ხომ სიკვდილამდე სულ სწავლობს? ჯერ კიდევ არის დრო რომ მოვიწვიოთ ისეთი მწვრთნელი, რომელსაც უკვე ნასწავლიცა აქვს, გაზრდილიც არის და არ გამოძახებულ ფეხბურთელებზე გაგვცემს ამომწურავ და დასაბუთებულ პასუხს. და არა ისეთ აბდაუბდას, რასაც სანიოლი გვეუბნებოდა აზაროვზე და არაბიძეზე. საზანოვზე რომ არაფერი ვთქვათ. ვერც ჩეხებს მოვუგებთ, ვერც უკრაინას და ვერც ალბანეთს. უბრალოდ გამორიცხულია, რომ სულ მამარდას იმედად ვიყოთ. არა პრესინგი, არა პირველ ნომრად თამაში, გაუთავებელი მასირებული შეტევები და 30-40 დარტყმული ჩვენს კარში. დაახლოებით ასეთი სურათი გველის სანიოლის ხელში. თუ გვაწყობს ამ სვარკის ყურება, კი ბატონო, 100 წელი დარჩეს, ჩემთვის პირადად მართლაც არაფერი უწყენინებია.
ეჰ
04 ივლისი 2024 12:45
13
გეთანხმები მაგრამ წელიწადში 200 ათასად ვინ მოვა?
საქართველო
04 ივლისი 2024 13:45
6
ხალხო, ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ, სანიოლი მოგწონთ?!.
გია
04 ივლისი 2024 12:35
14
ფედერაციას მიმართე, ფედერაციას...
sss-ს
04 ივლისი 2024 18:10
0
მეც არ მომწონს სანიოლი და იქნებ დაგვეხმარო და გვარდიოლა ან ანჩელოტი ჩამოიყვანო.
sss
04 ივლისი 2024 14:01
5
Ნაკრებმა თამასა მაღლა ასწია და ჩვენი მოლოდინებიც ოპტიმისტურია.
3-5-2 იდეალური სქემა მგონია.წარსულ თამაშებთან შედარებით ადვილად ვქმნით მომენტებს მეტოქის კართან და მგონია რომ ეს სქემა არ შეიცვლება.კაშიას და დვალის პარტნიორი უნდა მოინახოს დაცვის ცენტრში და მგონია რომ საზონოვსა და გველესიანი შორის გაიმართება კონკურენცია.Ირაკლი აზაროვის გამოყენება უნდა მოხდეს ნაკრებში იქნება ეს მარცხენა მცველი თუ მისი ძველი პოზიცია.გიორგი არაბიძე საინტერესო იქნებოდა ნაკრებში 10-იანის პოზიციაზე თუნდაც ჩაკვეს შემცვლელად.
Წინ დიდი მოლოდინები და დიდი გამარჯვებებია.

Ჯამბულ მალანია
04 ივლისი 2024 12:05
3
თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
04 ივლისი 2024 11:34
2
ძალიან საინტერესო იქნება შემოდგომაზე ჩასატარებელი ერთა ლიგა. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ დაახლოებით ამ კალიბრის გუნდი გვყავს და ბ ჯგუფში მინიმუმ ადგილი შევინარჩუნოთ. მანამდე დიდი იმედი მაქვს რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი უკეთეს გუნდში და ლიგაში მოხვდება. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია...
მერაბი-1960
04 ივლისი 2024 11:20
2
ახალი თაობა უნდა ჭამო იდეა კიდევ თორემ კვარადონას და ადიბასის იმედზე ვერ იქნები
კვარა
04 ივლისი 2024 11:20
17
გამოდი მელაძე გიცანით შენ დედაზე ადრე მოხნული
Kvekeskiri
04 ივლისი 2024 14:01
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული