აღიარება - მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა. WhoScored-მა მამარდაშვილი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მოკლედ დაახასიათა:

„ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)

მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ
მენდეში (პორტუგალია, 7.51)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)

მკითხველის კომენტარები / 25 /
ვინმეს პირი როგორ უნდა მოუბრუნდეს და როგორ უნდა თქვას რომ ჩვენი ნაკრებისთვის ეს ევროპის ჩემპიონატი წარუმატებელი იყო.
გეგი
15 ივლისი 2024 18:52
0
მამარდა პირველია სიმბოლურშიც 7.76. ამდენი არავის არ აქვს!
ირაკლი
15 ივლისი 2024 19:26
1
Dacva uvargisi.40 karshi dartma.samarcxvino statistikaa
Pele
15 ივლისი 2024 23:53
12
მე მგონი, უმეტესობამ არასწორად გაიგეს. WhoScored.com ყველა მატჩში უწერს ქულებს და ევროზეც უწერდა მოთამაშეებს. გამოიყვანეს საშუალო ქულა და ნაკრებიც მიიღეს. ამ ვარიანტით, როგორ შეიძლება ინგლისიდან ვინმე ყოფილიყო, როცა ნახევარფინალის 1 ტაიმის 35 წუთი ითამაშეს ნორმალურად. ასევე ფინალშიც, მხოლოდ არა 35,არამედ 20 წუთი. შეფასებებიც დაბალი ქონდათ და ამიტომაც ვერ მოხვდნენ.
alexandre
15 ივლისი 2024 20:50
1
არ ვიცი, ასე ძნელი რატომაა წაკითხულიდან აზრის გამოტანა, ამიტომ განვმარტავ.
WhoScored ხომ აქვეყნებს მოთამაშეების რეიტინგს კონკრეტული თამაშის შემდეგ.
ეს სიმბოლური ნაკრები შედგენილია მოთამაშის მიერ ყველა თამაშის შედეგად გამოყვანილი საშუალო არითმეტიკული ქულებით WhoScored-ის მიხედვით.
ჰოდა ფეხბურთელების სათამაშო პოზიციების მიხედვით, ეს საბოლოო სურათი მივიღეთ.
ეხლა, ფერშტეენ ზი? :)
ფორინერი
15 ივლისი 2024 20:44
2
მათემატიკა თუ ვიცი? :))
ამ შემთხვევაში (რიცხვების გამრავლება-გაყოფა), რასაც მათემატიკას ეძახი, არითმეტიკა ჰქვია.
მათემატიკა ძალიან ბევრად მეტია.
თუ მაგ საიტების შეფასების მეთოდებს აპროტესტებ, არ დაიზარო, შედი საიტებზე და იმათ მიწერე.
ფორინერი
16 ივლისი 2024 08:19
1
არაფერი განსაკუთრებული არ დაგიწერია. სწორედ მაგ პრინციპის გამოყენების გამო ვაპროტესტებ. შედი ( არ დაიზარო) whoscored-ზე ან sofascore-ზე და შეადარე მუსიალას და ბელინგემის შეფასებები. მათემატიკა თუ იცი მიხვდები ვის აქვს უკეთესი კოეფიციენტი.
დავით 67
15 ივლისი 2024 23:34
4
ზოგადათ ფეხბურთელებში იყო მეორე, მეკარეებში პირველია რა თქმა უნდა.
ეს როგორ?-s
15 ივლისი 2024 19:10
1

ეს როგორ? - გარკვევით უწერიათ: საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ანუ არა მხოლოდ მეკარეებს, არამედ ყველა ფეხბურთელს შორის.
ვიქტორი
15 ივლისი 2024 19:01
1
ეს სიმბოლური ვინ შეადგინა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის როდრის და ფინალისტების - ინგლისელების გარეშე?
ვენეციის კომისია
15 ივლისი 2024 19:58
7
Wakitxulis gaazrebaa sachiro,gadaikitxe da gaigeb albat!!!
L.J .
15 ივლისი 2024 21:56
6
ვინ შტერმა შეადგინა ეს სიმბოლური ნაკრები? როდრი ხომ დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. ასე არაა? მაშინ სიმბოლურში რატომ ვერ მოხვდა? მეკარის ამბავში ორი აზრი არაა. მამარდა საუკეთესო იყო. ბელინგემი აუცილებლად იმსახურებდა აქ მოხვედრას. ფინალისტი გუნდიდან მარტო ეგ თამაშობდა. მუსიალას მაგივრად ჯუდი
დავით 67
15 ივლისი 2024 19:56
10
ხვიჩა არ შეიყვანეს რომელმაც მთელი ნაკრები ზურგით ათრია და მამარდაშვილი შეიყვანეს..
!!
16 ივლისი 2024 00:27
101
სხვა ჩემპიონატს უყურე სავარაუდოდ. ზურგით ვინც ათრია ის შეიყვანეს ზუსტად
xXx
16 ივლისი 2024 11:38
0
მამარდაშვილი საუკეთესო მეკარედ აღიარეს და წესით უნდა გაგხარებოდათ
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
16 ივლისი 2024 10:07
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული