საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა. WhoScored-მა მამარდაშვილი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მოკლედ დაახასიათა:
„ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)
მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ
მენდეში (პორტუგალია, 7.51)
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)
WhoScored ხომ აქვეყნებს მოთამაშეების რეიტინგს კონკრეტული თამაშის შემდეგ.
ეს სიმბოლური ნაკრები შედგენილია მოთამაშის მიერ ყველა თამაშის შედეგად გამოყვანილი საშუალო არითმეტიკული ქულებით WhoScored-ის მიხედვით.
ჰოდა ფეხბურთელების სათამაშო პოზიციების მიხედვით, ეს საბოლოო სურათი მივიღეთ.
ეხლა, ფერშტეენ ზი? :)
ამ შემთხვევაში (რიცხვების გამრავლება-გაყოფა), რასაც მათემატიკას ეძახი, არითმეტიკა ჰქვია.
მათემატიკა ძალიან ბევრად მეტია.
თუ მაგ საიტების შეფასების მეთოდებს აპროტესტებ, არ დაიზარო, შედი საიტებზე და იმათ მიწერე.