„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელები შეაქო და თქვა, რომ ისინი პროგრესირებენ, მსაჯმა მათ კარში არარსებული პენალტი დანიშნა და გაუგებარია VAR-ის დამოკიდებულება, ვინაიდან ესაა არბიტრების შეცდომების
საფეხბურთო მიმომხილველის ენრიკო ფედელეს აზრით, რომელმაც შეხვედრის წინ კონტეს ლუკაკუსა და კვარაცხელიას 15 მეტრით წინ წაწევა ურჩია, ანგისამ ტიურამი წააქცია, თერთმეტმეტრიანი სწორად დაინიშნა და კონტეს რატომღაც პროტესტი არ გამოუთქვამს, როდესაც არბიტრმა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება „ემპოლისთან“ დაპირისპირებისას მიიღო.
Areanapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ინტერის“ თავკაცი სიმონე ინძაგი პირველ ტაიმში ხვიჩას აქტიურობისას ლამის მოედანზე შევარდა და დენზელ დუმფრისსა და ბენჟამენ პავარს ქართველის უფრო აგრესიულად მეურვეობას ყვირილით მოუწოდებდა. ნიშანდობლივია, რომ კონტემ წინა მატჩებისგან განსხვავებით კვარაცხელია არ შეცვალა და მოედანზე მის ნაცვლად დავიდ ნერესი არ შეუშვა.
ერთი სიტყვით, „ნაპოლი“ ჯერჯერობით ჯახირით წინ მიიწევს და ისმის კითხვა - სადამდე მოახერხებს ამას?